მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168381.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
– ოჰ, ნუ სულელობ, – უთხრა მან, თან კეთილგონიერებისთვის რომ მოეხმო, ხმა დაიბოხა.
"Oh, now, don’t be silly," he told her, allowing his voice to grow heavy and rich with common sense.
168382.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
– ეს რამ გაფიქრებინა?
What makes you think a thing like that?
168383.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
– არ ვიცი. უბრალოდ ვხვდები.
I don’t know. I can just tell.
168384.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
ვხვდები, როგორი შეწუხებული იყო ეიპრილი სპექტაკლის გამო, მაგრამ ეს ხომ ჩვენი შეცდომა არ ყოფილა?
I mean I know she was upset about the play but it wasn’t our fault, was it?
168385.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
და ბოლოს რომ ვიყავით მათთან, ყველაფერი ისე ჩანდა... არ ვიცი.
And then when we were over there the last time, everything seemed so sort of—I don’t know.
168386.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
გახსოვს, ვცდილობდი, შენთვის ამეხსნა, დედაშენი როგორ მიყურებს ხოლმე?
Remember when I tried to describe the way your mother looked at me?
168387.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
ჰოდა იმ საღამოს სწორედ ისევე მიყურებდა ეიპრილი.
Well, April was looking at me that exact same way that night.
168388.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
უცნაურია, სულ ესაა.
It’s funny, that’s all.
168389.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
ფეხსაცმლის საპრიალებელს სახურავი დაახურა და ნაჭერთან და ჯაგრისებთან ერთად შეინახა.
He snapped the lid on his can of shoe polish and put it away with the rolled-up rag and the brushes.
168390.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
– ტკბილო, ეს ყველაფერი შენი ფანტაზიაა.
Honey, you’re just imagining all that.
168391.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
მთელ საღამოს ჩაიშხამებ.
You’re going to spoil the whole evening for yourself.
168392.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
– ვიცოდი, რომ ამას მეტყოდი, – მილი წამოდგა, ვარდისფერ პერანგში დაუცველი და შესაბრალისი ჩანდა.
"I knew you’d say that", She got to her feet, looking aimless and pathetic in her pink slip.
168393.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
– მხოლოდ იმას ვამბობ, რაც სიმართლეა.
I’m only saying what’s true.
168394.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
უბრალოდ, ყველაფერს მარტივად შეხედე და დრო კარგად გაატარე.
Let’s just take it easy and have a good time.
168395.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
– ოჰ, მართალი ხარ, – თქვა მან, – მაპატიე.
"Oh, I guess you’re right," she was saying, "I’m sorry".
168396.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
მიდი, შხაპი მიიღე, მე კი სამზარეულოში დასამთავრებელ საქმეს მივხედავ.
You go and have your shower, now, and I’ll finish up in the kitchen.
168397.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
– საჩქარო არაფერია, ცოტას აგვიანებენ ხოლმე, როგორც წესი.
No big rush, they’re always a little late.
168398.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
შენ რატომ არ იბან, არ გინდა?
Why don’t you have a shower too, if you want to?
168399.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
– არა, უკვე თითქმის მზად ვარ, როგორც კი კაბას გადავიცვამ.
No, I’m all ready, soon as I put on my dress.
168400.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
შხაპის ქვეშ მდგარი შეპი ჩაფიქრებული ისვამდა საპონს და ტანს იხეხავდა, თან იმაზე ფიქრობდა, რატომ ასდიოდა ასეთი სუნი მას.
In the shower, pensively soaping and scrubbing, Shep wondered what the hell it was that made her smell that way.