მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168401.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
მას შემდეგ ერთი წელი გავიდა, მაგრამ გახსენებისას ახლაც აუკანკალდა თითები, როდესაც პერანგს იკრავდა.
It had happened nearly a year ago, and the memory of it could still make his fingers tremble in the buttoning of his shirt.
168402.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
სახლში უჩვეულო სიჩუმე იდგა.
The house seemed unnaturally still.
168403.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
ლუდის ცარიელ ქილას ხელი წამოავლო და კიბეზე ჩავიდა იმის გასარკვევად, რას აკეთებდა მილი და ის იყო, სანახევროდ გადაჭრა მისაღები ოთახი, რომ გაახსენდა, ოთხი ვაჟიშვილი ჰყავს.
Carrying his empty beer can, he went downstairs to see what Milly was doing, and he was halfway across the living room before he realized that he had four sons.
168404.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
მათ კინაღამ ფეხი წამოჰკრა.
He almost tripped over them.
168405.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
ოთხივე ერთმანეთის გვერდით მუცელზე იწვა, რვა, შვიდი, ხუთი და ოთხი წლის, ერთნაირ ცისფერ ნაქსოვ პიჟამაში გამოწყობილი, იდაყვებზე დაყრდნობილები მისჩერებოდნენ ტელევიზორის ეკრანს.
They were lying on their bellies in a row, their eight-, seven-, five-, and four-year-old bodies identically dressed in blue knit pajamas, all propped on their elbows to stare at the television screen.
168406.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
– ბანდას გაუმარჯოს, – თქვა მან, მაგრამ არც ერთს მისკენ არ მიუხედავს.
"Hi, gang," he said, but none of them looked up.
168407.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
ფრთხილად გადააბიჯა მათ სხეულებს და სამზარეულოსკენ გაემართა.
He walked carefully around them and out to the kitchen.
168408.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
სხვა მამაკაცებშიც იწვევენ საკუთარი შვილები არაკეთილგანწყობას?
Did other men ever feel distaste at the sight of their own children?
168409.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
მაგრამ, ღმერთმა დასწყევლოს, ვინმეს რომ ეკითხა, რას გრძნობ ასეთ წუთებშიო, გულახდილად იტყოდა, კმაყოფილი ვარო – ეს იგივე გრძნობა იყო, რომელსაც მაშინ განიცდიდა, როცა საწოლებში ჩაწოლილებს ღამე დახედავდა.
But damn it, if anyone ever asked him what he felt at those moments, he could have described it in all honesty as a deep twinge of pleasure—the same feeling he got when he checked them in their beds at night.
168410.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
მილი სამზარეულოში იყო, რაღაცას, პაშტეტის მსგავსს, კრეკერებზე უსვამდა და თან თითებს ილოკავდა.
Milly was there in the kitchen, spreading some kind of meat paste on crackers, licking her fingers.
168411.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
– მაპატიე, ტკბილო, – თქვა და გვერდი აუარა
"Scuse me, honey," he said, sidling around her.
168412.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
მაცივრიდან ლუდის კიდევ ერთი ცივი და მაცოცხლებელი ქილა გამოიღო და ეზოში გავიდა.
He got a cold, fresh can of beer from the refrigerator and took it out to the back lawn.
168413.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
უფრო შორს, მარჯვნივ, სატელეფონო ხაზების ქვეშ, მეთორმეტე გზატკეცილზე დაუსრულებლად მიქროდნენ მანქანები, რაც აციმციმებულ სინათლედ ქცეულიყო.
Farther down, beyond it and to the right, under the telephone wires, the endless humming parade of cars on Route Twelve had just turned on its lights.
168414.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
აბა რა ურჩევნია, პაწაწინა ჩაის მაგიდის გარშემო შემომსხდრებს უყუროს?
Would he rather see them sitting at a miniature tea table?
168415.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
კუბოკრული კილტები უნდა ეცვათ?
Wearing tartan kilts?
168416.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
ახლა კი შეპმა თავს უფლება მისცა, მეთორმეტე გზატკეცილისთვის თვალი მოეშორებინა და მთელი ყურადღება უილერების სახურავზე გადაეტანა.
And now he gave himself permission to quit looking up Route Twelve and to concentrate instead on the Wheelers’ roof.
168417.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
ზამთრობით, როდესაც ხეებს შიშვლდებოდნენ, კარგად მოჩანდა სახლი და მათი ეზოს ნაწილი, ღამღამობით კი – განათებული საძინებლის ფანჯარა.
In winter, when the trees were bare, you could see most of the house and part of its lawn from here, and at night you could see the light in the bedroom window.
168418.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
შეპმა სცადა, გამოეცნო, იმ წუთებში რას აკეთებდა ეიპრილი.
He began to wonder what April was doing right now.
168419.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
თმას ივარცხნის? მაღალყელიან წინდას იცვამს?
Combing her hair? Putting on her stockings?
168420.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
იმედოვნებდა, თავის მუქ ლურჯ კაბაში გამოეწყობოდა.
He hoped she would wear her dark blue dress.