მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168421.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
– მიყვარხარ, ეიპრილ, – წაიჩურჩულა მხოლოდ იმისთვის, რომ გამოეცადა, რას გრძნობს – მიყვარხარ, მიყვარხარ.
"I love you, April," he whispered, just to see what it felt like, "I love you. I love you".
168422.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
– საყვარელო! – დაუძახა მილიმ – მანდ რას აკეთებ?
"Sweetie?" Milly was calling. "What’re you doing out there?"
168423.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
– ოჰ! – წამოიძახა შეპმა და ეზოს მოავლო თვალი, – სალამი!
"Oh!" he said, starting back across the lawn, "Hi!"
168424.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
– თავი სულელურად იგრძნო და დარჩენილი ლუდის დალევა დააპირა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ ბოლო ყლუპი რამდენიმე წუთის წინ მოსვა, ქილა უკვე გამთბარიყო.
Then, feeling foolish, he paused to drink the last of his beer and found he had drunk the last of it some minutes before, the can was already warm.
168425.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
საღამო მეტად უცნაურად დაიწყო, იმდენად უცნაურად, რომ პირველი საათის განმავლობაში შეპი მილის თვალს ვერ უსწორებდა, თავისი სახის გამომეტყველებით ქალის მღელვარება უფრო რომ არ გაეღრმავებინა.
It was an awkward evening from the start—so awkward, in fact, that for the whole first hour of it Shep had to avoid meeting Milly’s eyes for fear his own expression would confirm her worry.
168426.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
არა, უარყოფა შეუძლებელი იყო: რაღაც უჩვეულო ხდებოდა.
He couldn’t deny it: there was something damned peculiar going on here.
168427.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
დივანზე თავაზიანად ისხდნენ ერთმანეთის გვერდით.
They sit politely glued to the sofa, side by side.
168428.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
მათ მხოლოდ რევოლვერიდან გასროლა თუ დააშორებდა.
It would have taken a pistol shot to separate them.
168429.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
ეიპრილმა მართლაც მუქი ლურჯი კაბის ჩაცმა გადაწყვიტა და არასოდეს ყოფილა ასეთი მშვენიერი, მაგრამ უცნაური, შორეული მზერა ჰქონდა თვალებში – უფრო გულთბილი მაყურებელი იყო, ვიდრე სტუმარი, მეგობარზე ლაპარაკიც არ არის, მისგან სხვა არაფერი ისმოდა, გარდა „დიახ“ ან „ოჰ, მართლა?“.
April had indeed decided to wear her dark blue dress, and she’d never been lovelier, but there was an odd, distant look in her eyes—the look of a cordial spectator more than a guest, let alone a friend—and it was all you could do to get anything more than a "Yes" or an "Oh, really" out of her.
168430.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
არა მხოლოდ ხმას არ იღებდა, არც კი დაუმალავს, რომ სრულებით არ უსმენდა მილის, ნამდვილი დაწყევლილი სნობივით იქცეოდა.
It wasn’t just that he wasn’t talking or that he made no effort to conceal the fact that he wasn’t listening to Milly, it was that he was acting like a God damned snob.
168431.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
ოთახის მეორე კუთხეში წიგნის თაროებზე წიგნების სათაურებს კითხულობდა.
He was reading the book titles on the shelves across the room.
168432.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
სანაცვლოდ, პირი მოკუმა, ჭიქებს ხელი წამოავლო და სამზარეულოში გავიდა.
Instead, with his jaws shut tight, he collected all the glasses and went out to the kitchen.
168433.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
ორივე უილერს ალკოჰოლის ორმაგი დოზა დაუსხა.
He gave both the Wheelers double shots.
168434.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
ფრენკმა ჩაახველა და თქვა: – სიმართლე ითქვას, მნიშვნელოვანი ახალი ამბები გვაქვს.
Frank cleared his throat and said, "Actually, we’ve got some pretty important news".
168435.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
ვაპირებთ... – გაჩუმდა, წამოწითლდა და ეიპრილს გადახედა, – შენ თქვი.
"We’re going—" and there he stopped and blushed and looked at April, "You tell it".
168436.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
ეიპრილმა ქმარს გაუღიმა – არა როგორც მაყურებელმა, ან სტუმარმა თუ მეგობარმა, არამედ ისე, რომ შეპს შურით გული შეეკუმშა – მერე მასპინძლებს მიუბრუნდა:
April smiled at her husband—not like a spectator or a guest or a friend, but in a way that made Shep’s envious heart turn over—and then she turned back to address her audience.
168437.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
– ევროპაში მივემგზავრებით. პარიზში. სამუდამოდ.
We’re going to Europe, to Paris. For good.
168438.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
რა? როდის? როგორ? რატომ?
What? When? How? Why?
168439.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
ყველა ერთდროულად ალაპარაკდა.
Everybody was talking at once.
168440.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
უბრალოდ, უცებ გადავწყვიტეთ, სულ ესაა.
We just suddenly decided to go, that’s all.