მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168441.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
– სამუშაო მიიღე იქ თუ რა?
You get a job over there, or what?
168442.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
მერე ისევ ალაპარაკდნენ.
Then the talking began again.
168443.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
წინ გადახრილები, ერთმანეთს აწყვეტინებდნენ, პატარა ბავშვებივით ხელს ხელზე უჭერდნენ და ბოლოს, უილერები ყველაფერს მოჰყვნენ.
Leaning forward, interrupting each other and squeezing each other’s hands like a pair of kids, the Wheelers came out with the whole story.
168444.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
„კარგი, – ფიქრობდა, – ამაზე მოგვიანებით ვიფიქრებ; ამაზეც; ამაზეც“.
Thinking, Okay, okay, I’ll think about that one later; and that one; and that one.
168445.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
გაუკვირდა და სიამაყეც იგრძნო იმის გამო, როგორ გაართვა თავი მილიმ.
He was surprised and proud to see how well Milly was handling the thing.
168446.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
რა თქმა უნდა, ძალიან მოგვენატრებით – ხომ ასეა, საყვარელო?
We’ll certainly miss you, though—won’t we, sweetie?
168447.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
ღმერთო, – მას თვალები აუცრემლიანდა, – ღმერთო. ხალხო, ძალიან დაგვაკლდებით.
Golly. Her eyes were glistening. "Golly. We’re really going to miss you, people, a lot".
168448.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
მოგვიანებით, როდესაც ყველაფერი დასრულდა, უილერები წავიდნენ და სახლში სიჩუმემ დაისადგურა, შეპმა ტკივილს უფლება მისცა, სულ ცოტათი წამოეწია თავი, მხოლოდ იმდენით, რომ უპირველესი საზრუნავი არ დავიწყებოდა – მთავარი ჯერ ცოლი იყო.
Later, when it was all over and the Wheelers were gone and the house was quiet, Shep carefully allowed a little of the pain to rise up in him—just enough to remind him that his first duty, right now, was to his wife.
168449.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
– საყვარელო, იცი, რას ვფიქრობ? – წამოიწყო და სამზარეულოში მილის მიუახლოვდა, რომელიც ჭიქებსა და საფერფლეებს აქაფებულ ნიჟარაში აწყობდა.
"You know what I think, doll?" he began, coming to stand beside her as she rinsed out the glasses and the ash trays at the kitchen sink.
168450.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
– ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ძალიან მოუმწიფებელი გადაწყვეტილებაა, – დაინახა, მადლიერების ნიშნად ქალს როგორ მოუდუნდა დაჭიმული მხრები.
"I think this whole thing of theirs sounds like a pretty immature deal," and he could see her shoulders slacken with gratitude.
168451.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
რასაკვირველია, ცუდი არაფერი მინდა ვთქვა, მაგრამ ზუსტად ამავეს ვფიქრობ.
I mean I didn’t want to say anything, but I thought that exact same thing.
168452.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
მოუმწიფებელი სწორედ ზუსტი სიტყვაა.
Immature is exactly the right word.
168453.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
– ოჰ, როგორი მართალი ხარ.
"Oh, that’s so true," she said.
168454.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
მეც ზუსტად ამას ვფიქრობდი.
I was thinking that exact same thing.
168455.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
ცუდად მხდის ამის თქმა, ორივე ძალიან მომწონს და ორივე... ხომ ხვდები, მართლაც ჩვენი საუკეთესო მეგობრები არიან და ასე შემდეგ, მაგრამ მართალია.
I hate to say this because I really do like them both so much and they’re—you know, they’re really our best friends and everything, but it’s true.
168456.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
აბა, რა მოხდა, პატარავ? ჰმ?
What’s the matter, baby? Huh?
168457.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
რა მოხდა? მამიკოს მოუყევი“.
What’s the matter? Tell Daddy.
168458.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
მაგრამ არ შეეძლო ასე მოქცევა.
And he couldn’t do it.
168459.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
ამის ძალა არ შესწევდა.
He couldn’t make the effort.
168460.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
არ სურდა, მის ცრემლებს დაესველებინა მისი პიჟამა.
He didn’t want her tears soaking into his pajama.