მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168461.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
ყოველ შემთხვევაში, არა ამაღამ; ახლა არა.
Not tonight, anyway; not now.
168462.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
არავის დამშვიდება არ შეეძლო.
He was in no shape to comfort anybody.
168463.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
ოჰ, გაახსენდა პარიზის გამზირები, ხეები, საღამოობით გასაოცრად ადვილად მისაღწევი გამარჯვებები („ტანმაღალი შენი იყოს, კემპბელ? კარგი, მაღალი შენია და დაბალი ჩემი. ჰეი, მამზელ... მაპატიეთ, მამზელ...“) და დილა, ხელიდან გაშვებული ცისფერ-ოქროსფერი დილა, ქაფქაფა ყავით, ახლად გამომცხვარი ფუნთუშებითა და მარადიული ცხოვრების დაპირებით.
Oh, he remembered the avenues of Paris, and the trees, and the miraculous ease of conquest in the evenings ("You want the big one, Campbell? Okay, you take the big one and I’ll take the little one. Hey, Ma’m’selle... ’Scuse me, Ma’m’selle...") and the mornings, the lost blue-and-yellow mornings with their hot little cups of coffee, their fresh rolls, and their promise of everlasting life.
168464.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
მაგრამ, ღმერთო ჩემო, იქ ყოფნა ეიპრილ უილერთან ერთად...
But oh God, to be there with April Wheeler.
168465.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
იმავე ქუჩებში ხეტიალი, ხელში მოქცეული ეიპრილ უილერის გრილი თითები... რომელიმე ძველისძველი რუხი ქვის სახლის კიბეზე მასთან ერთად ასვლა.
To swing down those streets with April Wheeler’s cool fingers locked in his own, to climb the stone stairway of some broken old gray house with her.
168466.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი II
ოჰ, ღმერთო, იქ ეიპრილ უილერთან ერთად ყოფნა.
Oh, Jesus God, to be there with April Wheeler.
168467.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
1936 წლიდან, ქალაქის სამუდამოდ დატოვების შემდეგ, მისტერ და მისის ჰოვარდ გივინგსები ყოველ ორ-სამ წელიწადში იცვლიდნენ საცხოვრებელს.
Since 1936, when they moved out of the city forever, Mr. and Mrs. Howard Givings had changed their place of residence every two or three years.
168468.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
მაგრამ ამჟამინდელ, მეშვიდე სახლთან, სულ სხვა ამბავი იყო.
But their present house, the seventh, was a different story.
168469.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ხუთი, თითქმის ექვსი წელი იყო, რაც აქ ცხოვრობდნენ და სავარაუდოდ, საცხოვრებელს აღარ შეიცვლიდნენ.
They had lived in it for five, almost six years now, and they doubted if they’d ever move away.
168470.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
მისის გივინგსს ხშირად უთქვამს, რომ ადგილი შეუყვარდა.
Mrs. Givings often said she had fallen in love with the place.
168471.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
სუნთქავდა მანქანის გამონაბოლქვს, იტანდა მეთორმეტე გზატკეცილის უბადრუკობას მისი სუპერმარკეტებით, პიცერიებითა და გაყინული ტკბილეულის დახლებით, მაგრამ ეს ყველაფერი კიდევ უფრო ამძაფრებდა შინ დაბრუნების სიხარულს.
She might have to breathe the exhaust fumes and absorb the desolation of Route Twelve, with its supermarkets and pizza joints and frozen custard stands, but these things only heightened the joy of her returning.
168472.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
უყვარდა ბოლო რამდენიმე ასეული იარდის დაჩრდილულ ხეივანში, რაც იმას ნიშნავდა, რომ თითქმის სახლში იყო, ბორბლების შრიალი კარგად მოფოცხილ ხრეშზე, სუფთა გარაჟში ძრავას გამორთვა და შეუპოვარი, დაღლილი ნაბიჯებით სურნელოვანი ყვავილნარის ჩავლა კოლონიური სტილის შესასვლელ კარამდე.
She loved the last few hundred yards of shady road that meant she was almost there, and the brittle hiss of well-raked gravel under her tires, and the switching-off of the ignition in her neat garage, and the brave, tired walk past fragrant flowerbeds to her fine old Colonial door.
168473.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ესეც განსაკუთრებით მძიმე დღე გამოდგა.
This had been an especially harrowing day.
168474.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
უძრავი ქონების გამყიდველისთვის კვირის ყველაზე მძიმე დღე შაბათია და იმ ნაშუადღევს ისიც დაემატა, რომ გრინაკრშიც მოუხდა წასვლა – რასაკვირველია, შვილის სანახავად არა, იმიტომ რომ ქმრის გარეშე ამას არ აკეთებდა, არამედ მისი მკურნალი ექიმისთვის რჩევის საკითხავად.
Saturday was always the busiest day of the real estate week, and this afternoon, on top of everything else, she’d had to drive all the way out to Greenacres—not to visit her son, of course, for she never did that unless her husband was along—but for a conference with his doctor.
168475.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
განა ფსიქიატრები ბრძენი, ბოხხმიანი, მამასავით მზრუნველი ხალხი არ უნდა იყვნენ?
Weren’t psychiatrists supposed to be wise, deep-voiced, fatherly sorts of people?
168476.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
მაგრამ ახლა იმ წმინდანის წყალობით, რომელიც ყველა მოგზაურს მფარველობს, იგი უკვე შინ იყო.
But now, by the grace of whichever saint it was that protected weary travelers, she was home.
168477.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
– სალამი, ძვირფასო! – ვესტიბიულიდანვე დაიძახა დარწმუნებულმა, რომ მისი ქმარი მისაღებ ოთახში გაზეთებს კითხულობდა და ისე, რომ მასთან საუბარი არ შეუწყვეტია, პირდაპირ სამზარეულოს მიაშურა.
"Hello, dear!" she sang from the vestibule, for her husband was certain to be reading the paper in the living room, and without stopping to chat with him she went directly into the kitchen.
168478.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
როგორი სიხარულისა და სიმყუდროვის მომგვრელია ათუხთუხებული ჩაიდანი!
What a cheerful, comforting sight the steaming kettle made!
168479.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
და როგორი სუფთა და ვრცელი იყო ეს სამზარეულო, თავისი მაღალი ფანჯრებით.
And how clean and ample this kitchen was, with its tall windows.
168480.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ისეთ სიმშვიდეს ჰგვრიდა, რომ ახსენებდა ბავშვობას, ფილადელფიაში მდებარე უმშვენიერესი მამისეული სახლის სამზარეულოს, სადაც მზარეულებს ეჭორავებოდა ხოლმე.
It gave her the kind of peace she could remember knowing only as a child, gossiping with the maids in the kitchen of her father’s wonderful house in Philadelphia.