მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168481.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
სტენოგრაფისტობა გიყვარს?
You love being a stenographer?
168482.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
როგორ შეიძლება, ვინმეს ასეთი რამე უყვარდეს?
How can anybody love things like that?
168483.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
გარდა ამისა, შესანიშნავად იცი, რომ ფული დაგვჭირდება მოსამსახურისთვის, თუ მთელი დღით დავასაქმებთ.
Besides, you know perfectly well we do need the money, if we’re going to keep a full-time servant.
168484.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
და იცი, რომ სტენოგრაფისტი არ ვარ – იგი ადმინისტრატორის თანაშემწე იყო.
And you know I’m not a stenographer. She was an administrative assistant.
168485.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
გულის სიღრმეში რაც მას უყვარდა და სჭირდებოდა შრომა იყო.
Deep down, what she’d loved and needed was work itself.
168486.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
უძრავი ქონების ბიზნესში სამუშაო ბევრი არაფერი იყო.
There simply wasn’t enough work in the real estate business.
168487.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
სამ წელიწადში სახლის საბაზრო ღირებულება ხუთი ათასი დოლარით გაიზარდა, ჰოვარდი დაარწმუნა, გაეყიდათ და სხვა ეყიდათ.
Within three years she had added five thousand dollars to the market value of the place, had persuaded Howard to sell it and buy another.
168488.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ამას მოჰყვა მესამე სახლი, მერე – მეოთხე და ასე შემდეგ, თანდათან უძრავი ქონების ბიზნესიც გამოცოცხლდა, ასე რომ თავისი ყველაზე საუკეთესო წლის განმავლობაში დღეში თვრამეტ საათს მუშაობდა: ათ საათს ბიზნესს უთმობდა, რვას – სახლს.
Then came the third one and the fourth, and so on, with her real estate business growing all the time, so that during one peak year she had been able to work eighteen hours a day—ten on business and eight on the house.
168489.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
– იმიტომ, რომ მიყვარს, – დაჟინებით იმეორებდა შუაღამისას ჩაცუცქული, როდესაც რაღაცას ამტვრევდა, აჭედებდა, ლაქით ფარავდა ან არემონტებდა.
"Because I love it," she had insisted, crouching far into the night over the endless tasks of chipping and hammering and varnishing and repair.
168490.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
– მიყვარს ასე შრომა. შენ არა?
"I love doing this kind of work—don’t you?"
168491.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
და სულელი არ იყო?
And hadn’t she been silly?
168492.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ოჰ, მას შემდეგ შეიცვალა, ამაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია.
Oh, she had changed, there was no doubt of it.
168493.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ადამიანები იცვლებიან და ეს ცვლილება აღმავალიცაა და დაღმავალიც, ხომ ასეა?
People did change, and a change could be a bloom as well as a withering, couldn’t it?
168494.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
– ვიფიქრე, დღეს მხოლოდ ჩაი დავლიოთ, – თქვა და ლანგრით ხელში მისაღები ოთახისკენ გაემართა.
"I thought we’d just have the plain tea today," she said, carrying the tray into the living room.
168495.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
მთავარი ისაა, რომ თუ ახლა დავნაყრდით, სადილობისთვის აღარ მოგვშივდება, დღეს კი ცოტათი ადრე უნდა ვისადილოთ, რვა საათზე უილერებთან მელოდებიან.
The point is, if we fill up now we won’t be hungry for dinner, and we’ll be having a very early dinner because I’m expected over at the Wheelers’ at eight.
168496.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
– ოჰ, რა ბედნიერებაა აქ ჩამოჯდომა! – თქვა მისის გივინგსმა.
"Oh, isn’t it lovely to sit down," Mrs. Givings said.
168497.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
– დაძაბული დღის მერე განა შვება არ არის, ასე მშვიდად იჯდე?
"Is there anything nicer than sitting down after a hard day?"
168498.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ჰოვარდ გივინგსი სამოცდაშვიდი წლისაზე მოხუცი ჩანდა.
Howard Givings looked older than sixty-seven.
168499.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
მთელი ცხოვრება მსოფლიოში სიდიდით მეშვიდე სადაზღვევო კომპანიის დაბალი საფეხურის ჩინოვნიკის თანამდებობაზე გაატარა და პენსიაზე გასვლის შემდეგ ოფისში გატარებულმა წლებმა ფიზიკური კვალი დაუტოვა, ისე როგორც მეთევზის სახეზე ჩანს ქარისა და მზის კვალი.
His whole adult life had been spent as a minor official of the seventh largest life insurance company in the world, and now in retirement it seemed that the years of office tedium had marked him as vividly as old seafaring men are marked by wind and sun.
168500.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ეცვა მოხდენილი წითელი პერანგი, რუხი ფლანელის შარვალი, რუხი წინდები და შავი, მაღალყელიანი ორთოპედიული ფეხსაცმელი.
He wore a rather natty redchecked shirt, gray flannel trousers, gray socks, and black, high-cut orthopedic shoes.