მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168501.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
– ნამცხვარი არ არის? – იკითხა მან.
"Isn’t there any cake?" he inquired.
168502.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
– მეგონა, კიდევ გვქონდა ცოტა ქოქოსის ნამცხვარი.
I thought we still had some of the coconut cake.
168503.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
– ჰო, ძვირფასო, არის, მაგრამ ვიფიქრე, მხოლოდ ჩაი დაგველია, რადგან დღეს ადრე ვსადილობთ...
"Well yes, dear, but you see I thought we’d just have the plain tea today because we’ll be having such an early dinner . . ."
168504.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ეს უილერებთან ჩვეულებრივი სტუმრობა არ იქნებოდა.
This would be no ordinary visit to the Wheelers’.
168505.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ეიპრილ უილერი ეზოში იჯდა ნაჭედი რკინის თეთრ სკამზე, ოდნავ გვერდზე გადაეხარა ლამაზი თავი და ალერსიან ღიმილით უსმენდა ჰოვარდ გივინგსის მამობრივ დარიგებას, რომელიც იქვე იჯდა, ნაჭედი რკინის თეთრ მაგიდასთან.
April Wheeler was there, seated in a white wrought-iron chair and turning her pretty head to smile with affection at some wise and fatherly remark by Howard Givings, who sat beside her near a white wrought-iron table.
168506.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ჰელენი ხედავდა ჯონის ღიმილს, თავშეკავებულსა და ზრდილობიანს, თუმცა ეტყობოდა, რომ მისი მოსაზრება ოდნავ განსხვავდებოდა ფრენკის შეხედულებისგან პოლიტიკის, წიგნების, ბეისბოლის ან რამე სხვა თემის თაობაზე, რაზეც ახალგაზრდა მამაკაცები საუბრობდნენ.
She could see John smile, composed and courteous, begging to differ with Frank on some minor point of politics or books or baseball or whatever it was that young men talked about.
168507.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
„დედა! არ შემოგვიერთდები?“
"Mother? Won’t you join us?"
168508.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ადგილი უილერების შვილებისთვისაც გამონახა: ვარდების ბუჩქების ჩრდილში თამაშობენ თეთრ შორტებსა და საჩოგბურთო ფეხსაცმელში გამოწყობილები: ციცინათელებს იჭერენ და მინის ქილაში სხამენ.
She even found a place in it for the Wheelers’ children: they could be playing quietly in the shadows behind the rosebushes, dressed in white shorts and tennis shoes, catching fireflies in Mason jars.
168509.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
და უილერების მხრიდან ალტრუიზმზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო: მათ თავად არა ერთხელ გაუმხელიათ მისთვის, როგორ სწყუროდათ თავისი წრის მეგობრები.
And there need be no question of altruism on the Wheelers’ part: hadn’t they all but told her, time and again, how starved they were for friends of their own kind?
168510.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
და ღმერთმა ხომ იცის, ჯონი ნამდვილი ინტელექტუალი იყო.
And goodness only knew that John was an intellectual.
168511.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
მაგრამ ისიც იცოდა, რომ არ უნდა ეჩქარა.
But she knew too that it couldn’t be hurried.
168512.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
– ამ დროისთვის, არ მიმაჩნია გონივრულ ნაბიჯად მისი შინ სტუმრობა, – თქვა ექიმმა წინა თვეში.
"I don’t think any home visits would be wise at this time," the doctor had said last month.
168513.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
მოგვიანებით, იმის მიხედვით, როგორ იმოქმედებს, შეგიძლიათ მეტ-ნაკლებად ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ერთი-ორი ახლო მეგობრის სახლში მიიყვანოთ, ეს მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი იქნება.
Later on, depending how things work out, you might try taking him to the home of some close friend, where he’d feel more or less on neutral ground, that would be the next logical step.
168514.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ჰოვარდს მოელაპარაკა, რამდენიმე პაემნის დროს ჯონთანაც კი ახსენა და წინა კვირას, სხვადასხვა ფაქტორის სიფრთხილით აწონ-დაწონის შედეგად დაასკვნა, რომ მეორე ლოგიკურ ნაბიჯზე გადასვლის დრო დადგა.
She had talked it over with Howard—she had even mentioned it to John a few times, during their drives—and last week carefully weighing the factors, had decided that the time for this next logical step was at hand.
168515.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
დღეს ექიმს მხოლოდ იმისთვის შეხვდა, რომ თავისი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა და კიდევ, რჩევა რომ ეკითხა.
She had arranged the conference with the doctor today simply to announce her decision, and to ask one small piece of advice.
168516.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ექიმის აზრით, უნდა შეეტყობინებინა თუ არა უილერებისთვის ჯონის ავადმყოფობის ბუნების შესახებ?
How much, in his opinion, should she tell the Wheelers about the nature of John’s illness?
168517.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
თუმცა, როგორც ივარაუდა, მან დიდი დახმარება ვერ გაუწია – ექიმის სიტყვებით, თავად უნდა გადაეწყვიტა, ღირდა თუ არა ამ საკითხზე უილერებთან საუბარი.
The doctor, as she should have predicted, was no help at all—she could, he said, use her own judgment on that too.
168518.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
თავს ბევრად უფრო მოხერხებულად და დამშვიდებულად იგრძნობდა, ასეთი საუბარი მასთან სახლში, სანთლებით დამშვენებულ სასადილო მაგიდასთან წარმართულიყო, მაგრამ ვერაფერს გააწყობდა.
It would have been ever so much more comfortable and gracious to have the talk here, over a candlelit dinner table, but that couldn’t be helped.
168519.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ეს ჩემს ვაჟს, ჯონს ეხება...
It’s about my son John . . .
168520.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ოჰ, რა მნიშვნელობა აქვს, როგორ ჩამოაყალიბებს სათქმელს, საჭირო დროს სიტყვები თავისთავად მოვა და ეჭვი არ ეპარებოდა, უილერები გაუგებდნენ.
Oh, it didn’t matter how she phrased it, she would find the right words when the time came, and she knew the Wheelers would understand.