მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168521.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ღმერთმა დალოცოს ისინი; ღმერთმა დალოცოს; იცოდა, გაუგებდნენ.
Bless them; bless them; she knew they would understand.
168522.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
მაგრამ როდესაც ლაქლაქითა და სიცილით უილერების მისაღებ ოთახში შეაბიჯა, მღელვარება პანიკამ შეცვალა.
But the moment she walked chatting and laughing into the Wheelers’ living room her excitement changed to a kind of panic.
168523.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
თავს უცხოდ გრძნობდა.
She felt like an intruder.
168524.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
როგორც სხვა დროს, ახლაც არეულობასა და უწესრიგობას ელოდებოდა: ორივე ერთდროულად ლაპარაკობს, მის გარშემო ფაციფუცობენ, ხელს უშლიან და არ აცდიან ერთმანეთს სათამაშოს აღებას სკამიდან, რომელზეც დაჯდომას აპირებდა, მაგრამ ამის ნაცვლად მშვიდი კეთილგანწყობით შეხვდნენ.
She had expected to find them as tense and disorganized as ever—both talking at once, bobbing and darting around her, getting in each other’s way as they sprang to remove a sharp toy from the chair she was about to sit down on—but instead their welcome was serene.
168525.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ეიპრილს არ დასჭირვებია მობოდიშება არეული სახლის გამო, იმიტომ რომ არ იყო, ფრენკს არ ჩაუბურტყუნებია: „ახლავე მოგიტანთ დასალევს“, კისრისტეხით არ გაქანებულა სამზარეულოში და მაცივრის კარის ჯახუნიც საჭირო არ გამხდარა, იმიტომ რომ ყავის მაგიდაზე უკვე ლამაზად ეწყო გამზადებული კოქტეილები.
April didn’t have to insist that the house was in a terrible mess, because it wasn’t, Frank didn’t have to blurt "Get you a drink" and go lunging off to wrestle and bang at the refrigerator, because the drinks were there, nicely arranged on the coffee table.
168526.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
– ოჰ, სულ ერთი წვეთი, გმადლობთ, არაჩვეულებრივია, – ესმოდა მისის გივინგსს საკუთარი ხმა.
"Oh, just a tiny dollop for me, thanks, that’s wonderful," Mrs. Givings heard herself saying.
168527.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
– ვიმედოვნებ, არ ჩათვლით, თითქოს რამეს გახვევთ თავს, მაგრამ მაინტერესებს, თუ შეიძლება დახმარება რომ გთხოვოთ.
I do hope it doesn’t seem an imposition, but I was wondering if I could ask a great favor.
168528.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ეს ჩემს ვაჟს, ჯონს ეხება.
It’s about my son John.
168529.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ცოლ-ქმრის სახის კუნთები ისე მსუბუქად შეტოკდა, რომ მსოფლიოში ყველაზე მგრძნობიარე კამერას გაუჭირდებოდა დაფიქსირება, თუმცა მისის გივინგსისთვის ეს წიხლის ტოლფასი იყო.
The muscular contraction in both the Wheelers’ faces was so slight that the subtlest camera in the world couldn’t have caught it, but Mrs. Givings felt it like a kick.
168530.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
მათ იცოდნენ!
They knew!
168531.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
მხოლოდ ეს შესაძლებლობა არ გაუთვალისწინებია.
It was the one possibility she had completely overlooked.
168532.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ვინ უთხრა? რამდენი იციან?
Who had told them? How much did they know?
168533.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
მათთვის ცნობილია სახლის დალეწვის, გადაჭრილი სატელეფონო ხაზისა და პოლიციის შესახებ?
Did they know about the smashing of the house and the cutting of the phone wires and the Police?
168534.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
მისის გივინგსის მხოლოდ ხმა იყო ცოცხალი, სხვა დანარჩენი გვამად იქცა.
Her voice had become the only living thing in Mrs. Givings, all the rest was numb.
168535.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
რომელიმე კვირა დღეს – ოჰ, რა თქმა უნდა, ახლავე არა, არამედ მომავალში, რომელიმე კვირა დღეს, უილერები ძალიან ხომ არ შეწუხდებიან, თუ...
Some Sunday soon—oh, not right away, of course, but some Sunday in the future—would the Wheelers mind very much if . . .
168536.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
– რასაკვირველია, არა, ჰელენ, – უპასუხა ეიპრილ უილერმა.
"Of course not, Helen," April Wheeler was saying.
168537.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
– გაგვიხარდება მასთან შეხვედრა.
We’d love to meet him.
168538.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
სასიამოვნოა, რომ ჩვენზე იფიქრეთ.
It’s very nice of you to think of us.
168539.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
– მაშინ, მომავალ კვირადღეზე რას იტყვით? – თქვა ეიპრილმა – თუ თქვენთვის მისაღებია.
"How about next Sunday, then?" April said, "If that suits you".
168540.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
– მომავალ კვირა დღეს? – მისის გივინგსი თითქოს რაღაცას ანგარიშობდა.
"Next Sunday?" Mrs. Givings pretended to calculate.