მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168541.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
– არ ვარ დარწმუნებული, თუმცა... კარგი, მშვენიერია.
"I’m not sure if— All right, fine, then".
168542.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
– რა თქმა უნდა, სასწრაფო არაფერია.
Of course, it’s nothing urgent.
168543.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
– არა, ჰელენ. შემდეგი კვირა დღე შესანიშნავია.
No, Helen. Next Sunday’s fine.
168544.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ვშიშობ, ჯობია... ოჰ, მაგრამ თქვენ ხომ რაღაც უნდა გეთქვათ.
I’m afraid I’d better be—oh, but you had something to ask me about, didn’t you.
168545.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
როდესაც სასმელი მოსვა, მიხვდა, რომ პირი ძალიან გამშრალი ჰქონდა.
When she took a sip of her drink she discovered that her mouth was very dry.
168546.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
– ჰელენ, – წამოიწყო ფრენკ უილერმა, – მნიშვნელოვანი ახალი ამბავი გვაქვს...
"Helen," Frank Wheeler began, "we have some pretty important news . . ."
168547.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ნახევარი საათის შემდეგაც კი, სანამ მისის გივინგსი მანქანით შინ მიდიოდა, გაკვირვებისგან აზიდული წარბების დაშვება ვერ მოეხერხებინა.
Half an hour later, driving home, Mrs. Givings held her eyebrows high in astonishment all the way.
168548.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ერთი სული ჰქონდა, ქმარს როდის მოუყვებოდა.
She could hardly wait to tell her husband about it.
168549.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
„ჰერალდ ტრიბიუნის“ კითხვა დაემთავრებინა და „უორლდ-ტელეგრამ ენდ სანის“ გაცნობას შესდგომოდა.
He had finished with the Herald Tribune and was making his way through the World-Telegram and Sun.
168550.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
– ჰოვარდ, – დაუძახა ქმარს, – იცი, იმ ბავშვებმა რა მითხრეს?
"Howard," she said, "Do you know what those children told me?"
168551.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
– რომელმა ბავშვებმა, ძვირფასო? – უილერებმა.
"What children, dear?" "The Wheelers".
168552.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ის ხალხი, ვისზეც ვიფიქრე, რომ ჯონს მოეწონებოდა?
The people I thought John might like?
168553.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
– პირველი, რომ ფინანსურად არცთუ სახარბიელო მდგომარეობა აქვთ.
First of all, I happen to know they’re not at all wellfixed financially.
168554.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ჰოვარდ გივინგსი ყურის დაგდებას ცდილობდა, მაგრამ თვალი ძალაუნებურად კალთაში გადაშლილი გაზეთისკენ გაურბოდა.
Howard Givings tried to listen, but his eyes kept drifting down the newspaper in his lap.
168555.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
თორმეტი წლის ბიჭმა საუთ-ბენდიდან, ინდიანაში, ოცდახუთი დოლარის ოდენობის სესხი სთხოვა ბანკს თავისი ძაღლის, სპოტისთვის, წამლების საყიდლად და ბანკის მმართველმა თვითონ მოაწერა ხელი სესხის ხელშეკრულებას.
A twelve-year-old boy in South Bend, Indiana, had applied for a twenty-five-dollar bank loan to buy medicine for his dog, Spot, and the bank manager had personally co-signed the note.
168556.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
– რატომ უნდა გაყიდოთ? უკან რომ დაბრუნდებით, სახლი ხომ გჭირდებათ, სადაც იცხოვრებთ?“
"But why sell? Surely you’ll want to have the place when you come back".
168557.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
და იცი, რა მიპასუხა?
And do you know what he said?
168558.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
თავშეკავებული მზერით გადმომხედა და მითხრა: „საქმეც ეს არის, რომ იცოდეთ. უკან არ დავბრუნდებით“.
He looked at me in this very guarded way and said, "Well, that’s the point, you see. We won’t be coming back".
168559.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
„ოჰ, იქ სამუშაო იშოვეთ?“
"Oh, have you taken a job there?"
168560.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
„ნწუ, – მპასუხობს – ზუსტად ასე. – ნწუ, არავითარი სამუშაო“.
"Nope," he said—just like that. "Nope. No job".