მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168561.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
არა, ერთ სულიერსაც კი არ ვიცნობთ.
Nope—don’t know a soul.
168562.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
უბრალოდ, მივდივართ, ესაა და ეს.
We’re just going, that’s all.
168563.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
შეგიძლია, წარმოიდგინო?
Can you imagine it?
168564.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ჰოვარდს გივინგსმა სასმენ აპარატს მოჰკიდა ხელი და მერე ჰკითხა: – მიუღებელში რას გულისხმობ, ძვირფასო?
Howard Givings touched his hearing aid and said, "How do you mean, unsavory, dear?"
168565.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ხალხს ჯიბე ცარიელი აქვს, ბავშვები კი სადაცაა სკოლაში უნდა შევიდნენ.
People practically without a dollar to their name, with children just coming into school age?
168566.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ხალხი, როგორც წესი, ასე არ იქცევა!
I mean people don’t do things like that.
168567.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
აღარ ვიცი, რა ვიფიქრო; ესაა მთავარი.
I don’t know what to think; that’s the point.
168568.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ისეთი მოწესრიგებული, ჭკუადამჯდარი წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ.
And they always seemed such a steady, settled sort of couple.
168569.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
უცნაურობა არაა?
Isn’t it queer?
168570.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
– რა გადავიტანოთ, ძვირფასო?
Go through with what, dear?
168571.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
არ მისმენ? – ოჰ, რასაკვირველია.
Haven’t you been listening to any of this? - Oh; yes, of course.
168572.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
რასაც ვგულისხმობ ისაა, აზრი რატომ აღარ აქვს?
What I mean is, why doesn’t there seem much point to it?
168573.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
– ჯონის მათთვის გაცნობა სარგებლიანი რატომღა არის, თუ ისინი შემოდგომაზე გაქრებიან?
What’s the value of introducing them to John, if they’re going to disappear in the fall?
168574.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
– მოკლედ, უბრალოდ, იმის თქმა მინდა... ხომ იცი.
Well, I simply mean—you know.
168575.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ოჰ, ძვირფასო, ეს ყველაფერი ძალიან დამაბნეველია, არა?
Oh, dear, isn’t it all confusing?
168576.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
სულელო, სულელო, – თავს უსაყვედურა.
Silly, silly, she scolded herself.
168577.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ნამდვილი თავზარი კი მას შემდეგ ელოდა, როცა საწოლზე ჩამოჯდა მაღალყელიანი წინდების გასახდელად, რადგან ელოდებოდა თხელ, თეთრკანიან ტერფებს, ცისფერი ვენებით დაქსელილს, სწორი, ნაზი ძვლებით.
But the real shock came when she sat on the bed to take off her stockings, because she had expected her feet to be slim and white with light blue veins and straight, fragile bones.
168578.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
მომდევნო ხუთი წუთი საწოლის საზურგეზე ხელებჩაჭიდებული იდგა და კრიჭაშეკრული, რადგან ცხარე ცრემლით ტიროდა.
For the next five minutes, she had to stand there holding on to the bedpost with both hands and keeping her jaws shut very tight because she was crying.
168579.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ტიროდა იმიტომ, რომ ასეთ დიდ იმედებს ამყარებდა უილერებზე და ამ საღამოს ისინი საშინლად, საშინლად, საშინლად გაუცრუვდა.
She cried because she’d had such high, high hopes about the Wheelers tonight and now she was terribly, terribly, terribly disappointed.
168580.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ტიროდა იმიტომაც, რომ უკვე ორმოცდათექვსმეტი წლისა იყო და დამახინჯებული, შეშუპებული, საზიზღარი ფეხები ჰქონდა.
She cried because she was fifty-six years old and her feet were ugly and swollen and horrible.