მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168581.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ტიროდა იმიტომ, რომ სკოლაში სწავლისას არც გოგონებს მოსწონდათ და მოგვიანებით არც ბიჭებს.
She cried because none of the girls had liked her at school and none of the boys had liked her later.
168582.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ტიროდა იმიტომ, რომ ჰოვარდ გივინგსი აღმოჩნდა ერთადერთი მამაკაცი, ვინც ცოლობა სთხოვა, და იმიტომ, რომ მისი ერთადერთი შვილი კი ჭკუიდან შეიშალა.
she cried because Howard Givings was the only man who’d ever asked her to marry him and because her only child was insane.
168583.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
– ასე უფრო სიმყუდროვეა.
That’s much cozier.
168584.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
– ჰოვარდ, უილერების ამბის მერე ნერვები დაწყვეტაზე მაქვს.
Really, Howard, my nerves were just like wires after that business with the Wheelers.
168585.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
ვერც კი წარმოგიდგენია, როგორი შეწუხებული ვარ.
You can’t imagine how it upset me.
168586.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი III
სულ მეგონა, დღევანდელი დაქორწინებული ახალგაზრდა წყვილები უფრო ჭკუადამჯდარები არიან.
I thought all the young married people today were supposed to be more settled.
168587.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
კეტჩუპით დალაქავებულ მაგიდასთან ისხდნენ „მშვენიერი ადგილის“ ბნელ კუთხეში და ფრენკი უკვე ნანობდა, რომ ორდუეის ევროპის შესახებ უამბო.
They were sitting at a ketchup-stained table in the dark corner of the Nice place, and Frank was beginning to regret having told Ordway about Europe.
168588.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
ივნისის შუა რიცხვები მოდიოდა.
It was getting on for the middle of June.
168589.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
ორთვე-ნახევარში (თერთმეტ კვირაში!) ოკეანეს გადალახავდა და აღარასოდეს შეეხებოდა გაყიდვების წახალისება, თუმცა ამ ფაქტის რეალობა ოფისის რეალობაში შეჭრას ჯერჯერობით ვერ ახერხებდა.
In two and a half months (eleven weeks!) he would be crossing the ocean, never to be concerned with Sales Promotion again, yet the reality of that fact had still to penetrate the reality of the office.
168590.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
ჩამოყალიბებული, გარდაუვალი ფაქტი იყო შინ, სადაც სხვა რამეზე არავინ ლაპარაკობდა.
It was a perfectly, inescapably real fact at home, where nobody talked of anything else.
168591.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
სამსახურში ყველა და ყველაფერი მისი წინააღმდეგი იყო.
Everyone and everything in the office conspired against it.
168592.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
კოლეგების უემოციო, დაქანცული ან, რბილად რომ ვთქვათ, გესლიანი სახეები, შემომავალი და გამავალი დოკუმენტების დასტები, ტელეფონების წკრიალი და ზუმერი, რაც ბენდის კაბინაში გამოცხადებას ნიშნავდა – ეს ყველაფერი სამუდამოდ აქ დარჩენას უქადდა.
The stolid or tired or mildly sardonic faces of his colleagues, the sight of his in basket and his current work pile, the sound of his phone or of the buzzer that meant he was wanted in Bandy’s cubicle—all these seemed constantly to tell him he was destined to stay here forever.
168593.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
– დღეში ოცჯერ მაინც უნდოდა, ეს ეთქვა.
He felt like saying twenty times a day.
168594.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
– დაიცადე და თავად ნახავ.
You just wait and see.
168595.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
მაგრამ მის გამოწვევას წონა აკლდა.
But his defiance lacked weight.
168596.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
ამ ადგილის კაშკაშა, მშრალი, უმოძრაო ტბა მასაც ძალიან დიდი ხნით და მშვიდობიანად დაისაკუთრებდა, თავის დაღწევის უხმო სურვილი შთაბეჭდილებას ვერ ახდენდა.
The bright, dry, torpid lake of this place had contained him too long and too peacefully to be ruffled by any silent threat of escape.
168597.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
ეს აუტანელი ხდებოდა, ერთადერთი გზა ამის დასასრულებლად ხმის ამოღება და ვინმესთვის თქმა იყო და ჯეკ ორდუეი, რაც უნდა იყოს, მისი საუკეთესო მეგობარი იყო სამსახურში.
This was intolerable, the only way to put an end to it was to speak out and tell somebody and Jack Ordway was, after all, the best friend he had in the office.
168598.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
დღეს მოახერხეს და თავიდან აირიდეს სმოლთან, ლეთროპსა და როსკოსთან ერთად სასადილოდ წასვლა.
Today they had managed to avoid Small and Lathrop and Roscoe for lunch.
168599.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
– თუმცა, ერთი პატარა დეტალია, რომელიც, გამომრჩა, – თქვა ორდუეიმ.
"There’s one small point I don’t quite grasp, though," Ordway was saying.
168600.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
– არ მინდა, გონებაჩლუნგი გამოვჩნდე, თუმცა მაინტერესებს, შენ რას აპირებ, რა უნდა გააკეთო?
I don’t mean to be dense, but what exactly will you be doing?