მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168601.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
ვერ წარმომიდგენია, მთელი დღეები კაფეებში ატარო, ვიდრე შენი მშვენიერი ფრაუ საელჩოში თუ სადღაც ამდაგვარ დაწესებულებაში მუშაობს – ესაა მთავარი, თავადაც ხვდები.
I don’t see you languishing indefinitely at cafés while your good frau commutes to the embassy or whatever—but that’s the point, you see.
168602.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
წიგნს დაწერ? დახატავ?..
Writing a book? Painting a...
168603.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
– ყველა მაშინვე წიგნების წერასა და ნახატების შექმნას რატომ ახსენებს?
Why does everybody think in terms of writing books and painting pictures?
168604.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
– ღმერთო ჩემო, მარტო მწერლებსა და მხატვრებს აქვთ უფლება, საკუთარი ცხოვრება ჰქონდეთ?
My God, are artists and writers the only people entitled to lives of their own?
168605.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
მისმინე, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ სულელურ სამუშაოზე ვარ, ისაა...
Look. The only reason I’m here in this halfassed job is because...
168606.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
ამ მიზეზების სია რომ ჩამოვწერო, ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, მათ შორის ნამდვილად არ იქნება ამ სამუშაოს სიყვარული, იმიტომ, რომ არ მიყვარს.
If I started making a list of all the reasons, the one reason I damn sure couldn’t put down is that I like it, because I don’t.
168607.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
– მშვენიერია! – არ ეშვებოდა ორდუეი.
"Fine!" Ordway insisted.
168608.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
მხოლოდ ერთი სულელური კითხვა მაქვს: რის კეთება მოგწონს?
My only simple-minded question is this: What kind do you like?
168609.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
– ეგ რომ ვიცოდე, გამგზავრებაც არ იქნებოდა საჭირო.
If I knew that, I wouldn’t have to be taking a trip.
168610.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
ოდრუეი ჩაფიქრდა, სანდომიანსახიანი თავი ოდნავ გვერდზე გადახარა, წარბები ასწია და წინ წამოსწია ქვედა ტუჩი, რომელიც უსიამოვნოდ ვარდისფერი და სველი ჩანდა.
Ordway thought this over, tilting his handsome head to one side, lifting his brows and curling out his underlip, which looked unpleasantly pink and slick.
168611.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
ასეთი რამ შესაძლებელია? – არა, არა მგონია, ასე იყოს.
Isn’t that possible? No. I don’t think it is.
168612.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
– ჰმ, დამაჯერებელი მოსაზრება ჩანს, ფრანკლინ. ჰო, ნამდვილად.
Mm. Must say that sounds like a good point, Franklin. Yes indeed.
168613.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
– და ეს დიადი ექსპერიმენტი როდის იწყებაო, რა თქვი?
"And when did you say this noble experiment is going to begin?"
168614.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
სულ ერთი წამით ფრენკს ძალიან მოუნდა, მაგიდა მისთვის თავზე დაემხო, დაენახა სკამიდან გადავარდნილი მისი დამფრთხალი და უმწეო სახე, გარშემო საჭმლის ნარჩენებითა და დალეწილი ჭურჭლის ნამსხვრევებით.
For a second Frank wanted to turn the table over on him, to see the helpless fright in his face as his chair went over backwards and the whole mess of dishes went up and over his head.
168615.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
„დიადი ექსპერიმენტი!“
"Noble experiment"!
168616.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
– სექტემბერში გავემგზავრებით, – თქვა მან, – ყველაზე გვიან – ოქტომბერში.
"We’re going in September," he said. "Or October at the outside".
168617.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
ორდუეიმ ხუთჯერ თუ ექვსჯერ დააქნია თავი, თეფშზე ხორცისა და კარტოფილის ნარჩენებს დააცქერდა.
Ordway nodded five or six times, gazing at the concealed smears of meat and potato on his plate.
168618.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
ფრენკი თვალს არ აშორებდა და თანდათანობით მისი ბრაზი ნაზ სიბრალულად გადაიქცა.
Frank, watching him, felt his own resentment blurring into an affectionate pity.
168619.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
„საწყალი, სულელი, ბებერი ნაბიჭვარი, – ფიქრობდა, – სადილობა ჩავუშხამე; დღე ჩავუშხამე“.
The poor, silly old bastard, he thought. I’ve spoiled his lunch; I’ve spoiled his day.
168620.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
„ყველაფერი რიგზეა, ჯეკ, ნუ დარდობ; არავინ იცის, ეს ამბავი გამოვა თუ არა“;
"It’s all right, Jack, don’t worry".