მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168621.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
– არა, არა, არა, არა, – თქვა ორდუეიმ, მაგრამ როდესაც მიმტანმა თეფშები წაიღო და მათ ნაცვლად კონიაკის მუცელგამობერილი ჭიქები დააწყო, სახეზე ისეთივე კმაყოფილება ეტყობოდა, როგორიც მოფერების შემდეგ სპანიელს.
"No, no, no, no," Ordway said, but he looked as pleased as a stroked spaniel when the waiter cleared the plates away and set the rich little cognac glasses in their place.
168622.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
ნათელი, თბილი დღე იდგა, შენობების თავზე მოწმენდილი, უძირო და სამრეცხაოში გალილავებული ზეწარივით ცისფერი ცა მოჩანდა და ასევე, ხელფასის აღების დღე იყო, ბანკში ტრადიციული სადილობის შემდგომი გასეირნების დრო.
It was a clear, warm day, with a sky as clean and deep as laundry blueing above the buildings, and it was also payday, time for the traditional after-lunch stroll to the bank.
168623.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
– არ არის საჭირო იმის თქმა, რომ ეს ყველაფერი „entre nous“ დარჩება, ძველო სკაუტო, – თქვა ორდუეიმ, ვიდრე მიდიოდნენ.
"Needless to say I’ll keep this strictly entre nous, old scout," Ordway said as they walked.
168624.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
– დარწმუნებული ვარ, არ გინდა, ამის გამო ხმაური ატყდეს.
I don’t suppose you want it noised around.
168625.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
ამაზე ჯერ არც მიფიქრია.
Haven’t thought about it.
168626.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
მზე სასიამოვნოდ ათბობდა.
The sun was pleasingly warm.
168627.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
– უნდა ნახო, როგორ მივჩოჩავთ იმ დაწყევლილ ბანკში, – უყვებოდა წლების წინ ეიპრილს.
"You ought to see us shuffling around that damned bank," he had told April years ago.
168628.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
– იმ გოჭებს ვგავართ, თავისუფალ ძუძუს რომ ელოდებიან.
We’re like suckling pigs waiting for a free tit.
168629.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
ზრდილობიანად ვდგავართ რიგში და ვცდილობთ, მუჯლუგუნებითაც არ შევაწუხოთ ერთმანეთი, და მერე, როცა სარკმელს მივაღწევთ, აღებულ ჩეკს თითს ან ხელისგულს ვაფარებთ, ან რამე სხვა გზით მასზე დაწერილის დამალვას ვცდილობთ.
We all stand very suavely and try not to jostle each other too much, and when one gets up close to the window he takes out his check and sort of folds it in his fingers or palms it or finds some other way of hiding it without seeming to.
168630.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
– ჯენტლმენებო! – თქვა ვინს ლეთროპმა ფრენკის მხართან.
"Gentlemen," said Vince Lathrop, at Frank’s shoulder.
168631.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
– ის, ედ სმოლი და სიდ როსკო შარვლის ჯიბეში იდებდნენ საფულესა და საანგარიშგებო წიგნაკს.
He and Ed Small and Sid Roscoe were pocketing their passbooks and their wallets.
168632.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
ფრენკმა წარმოიდგინა, რომ უკანასკნელად მიდის მზის გულზე ნელი ნაბიჯით სასეირნოდ თანამშრომლებთან ერთად, მისი გაპრიალებული ფეხსაცმელი უკანასკნელად დააფრთხობს მტრედებს ნაფურთხითა და მიწის თხილის ჩენჩოთი გადავსებულ ტროტუარზე, შეიფრთხიალებენ, რიგრიგობით გაშლიან შავ და ვერცხლისფერ ფრთებს და ცათამბჯენების თავზე წრიულად აფრინდებიან.
He pretended it was the last time he would ever join this slow promenade of office people in the sunshine, the last time the approach of his own polished shoes would ever cause these wobbling pigeons to take fright and skitter away across the spit and peanut shells of the sidewalk, to flap and climb until they were wheeling high over the towers with alternately black and silver wings.
168633.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
ორდუეი, ლეთროპი, მუდამ შეწუხებული ტანდაბალი ედ სმოლი და პრეტენზიული, მომაბეზრებელი სიდ როსკო – სულ მალე მათ გამოემშვიდობებოდა და მომავალ წელს სახელების გახსენებაც კი გაუჭირდებოდა.
Ordway, Lathrop, worried little Ed Small, pretentious, boring Sid Roscoe—he would soon be saying goodbye to all of them and in another year he’d have trouble remembering their names.
168634.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
არც ისე ცუდი ბიჭები იყვნენ.
They weren’t such bad guys.
168635.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
ეს იყო თავისუფლების საუცხოო შეგრძნება და ის მხოლოდ იქამდე გაგრძელდა, ვიდრე სამუშაო მაგიდას დაუბრუნდებოდა.
It was a splendid sense of freedom, and it lasted until he was back at his desk.
168636.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
ტედ ბენდი არასოდეს გამოიყურებოდა კარგად დარში, შენობის ადამიანი იყო.
Ted Bandy never looked his best in fine weather, he was an indoor man.
168637.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
მაგრამ კაბინაში შებიჯებისთანავე მიხვდა, რომ ბენდის ამგვარი უხერხულობის მიზეზი იშვიათი და ზეპური სტუმარი იყო.
But he discovered with a start, on entering the cubicle, that the main cause of Bandy’s uneasiness was a rare and august visitor.
168638.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
– ფრენკ, რასაკვირველია, იცნობ ბარტ პოლოკს, – თქვა ბენდიმ, ფეხზე წამოდგა და მერე მობოდიშებასავით გადააქნია თავი და თქვა: – ბარტ, ფრენკ უილერი.
"Frank, you know Bart Pollock, of course," he said, getting to his feet, and then with an apologetic nod he said, "Frank Wheeler, Bart".
168639.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
– მგონი ოფიციალურად არასოდეს გაგვიცნია ერთმანეთი, – თქვა ისეთმა ბოხმა და ძლიერმა ხმამ, რომ სპიკერის ტრიბუნაზე წყლის გრაფინი და ჭიქა აწკარუნდა.
"Don’t guess we’ve ever been formally introduced," said a voice deep enough to make the glassware tremble on a speaker’s rostrum.
168640.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
– მიხარია თქვენი გაცნობა, ფრენკ.
Glad to know you, Frank.