მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168641.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
– საუცხოო პრეზიდენტი იქნებოდა, ამ სიტყვების ყველაზე უარესი მნიშვნელობით, – ეუბნებოდა ერთხელ ეიპრილს.
"He’d be perfect President in the worst sense," he had told April once.
168642.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
– ზორბა, მშვიდი, მამასავით ალერსიანი ნაბიჭვარია მილიონდოლარიანი ღიმილით, თავში კი სამი გირვანქა კუნთი უდევს, ტელევიზიით გამოიყვანე და მის მოწინააღმდეგეს არავითარი შანსი აღარ ექნება.
He’s one of these big calm father-image bastards with a milliondollar smile and about three pounds of muscle between the ears, put him on television and the other party’d never have a chance.
168643.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
ახლა კი, როდესაც იგრძნო, როგორ გამოესახა სახეზე მონური ღიმილი, ხოლო ოფლის წვეთი იღლიებიდან ნეკნებზე ჩაგორდა, სცადა, მოეფიქრებინა, საღამოს როგორ აუხსნიდა ეიპრილს ამ უკონტროლო მოქმედების მიზეზს.
And now, feeling his own face twitch into a grimace of servility, feeling a drop of sweat creep out of his armpit and run down his ribs, he tried to atone for this uncontrollable reaction by planning how he would describe it to April tonight.
168644.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
უეცრად საკუთარი თავი იმაში გამოვიჭირე, რომ ლამის დავდნი, მის წინ რომ ვიდექი – ეს განა სასაცილო არ არის?
And I suddenly caught myself sort of melting in front of him—isn’t that funny?
168645.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
ხომ ვიცი, რა არარაობაცაა; ვიცი, ჩემს ცხოვრებაში არაფერს მნიშვნელოვანს არ წარმოადგენს.
I mean I know he’s a horse’s ass, I know he’s got nothing to do with anything that matters in my life.
168646.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
– ბარტი და მე სუეა-ს ყრილობის მოხსენებაზე ვმსჯელობდით, – წამოიწყო მან, – და ბარტმა მთხოვა, მომეწვიე.
"Bart and I’ve been going over some of the reports on the NAPE conference," he began, "and Bart asked me to call you in on it".
168647.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
მაგრამ ფრენკს აღარ შეეძლო, მისთვის ესმინა, იმიტომ რომ ბარტ პოლოკმა მთელი მისი ყურადღება დაიპყრო.
But Frank couldn’t follow him because all his attention was fixed on Bart Pollock.
168648.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
წინ გადაწეული პოლოკი დაელოდა, ვიდრე ბენდი სათქმელს დაამთავრებდა.
Leaning earnestly forward in his chair, Pollock waited until Bandy had finished talking.
168649.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
– ანუ სასაცილოა, არა?
I mean isn’t it ironic?
168650.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
უნდა მოგესმინა, პოლოკი რას ამბობდა – მთელი ეს წლები ჩემი არსებობის შესახებაც კი არ იცოდა და უცებ მისი ფავორიტი, ბრწყინვალე გონების ყმაწვილი გავხდი.
You should’ve heard Pollock go on about it—all these years he hasn’t known I’m alive, and suddenly I’m his favorite bright young man.
168651.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
ღმერთო! – არაჩვეულებრივია, – თქვა მან – შეგიძლია, ესენი გაიტანო, ძვირფასო?
"Jesus!" "Marvelous," she said. "Would you mind carrying these in, darling?"
168652.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
ოჰ, რა თქმა უნდა, კარგი, – ჭიქა დადო, მოწოდებული თეფშები ჩამოართვა და მეორე ოთახში გაჰყვა, სადაც მაგიდასთან უკვე ისხდნენ ბავშვები.
Oh, sure, okay.” He put down his glass, took the plates she handed him and followed her into the other room, where the children were already seated at the table.
168653.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
– და მერე აღმოჩნდა, რომ გენიალური იდეა აქვს – პოლოკს უნდა, ამ სიგიჟის მთელი სერია გავაკეთო.
And then it turns out he’s got this big idea; Pollock wants me to do a whole series of the crazy things.
168654.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
„საუბარი ინვენტარიზაციის შესახებ“, „საუბარი გაყიდვების ანალიზის შესახებ“, „საუბარი საქონლის ღირებულების გამოთვლის შესახებ“, „საუბარი საშემოსავლო გადასახადის შესახებ“ – ყველაფერი ჩამოწერილი აქვს.
Speaking of Inventory Control, Speaking of Sales Analysis, Speaking of Cost Accounting, Speaking of Payroll—he’s got it all mapped out.
168655.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
– ერთი წამით მაპატიე, ფრენკ.
Excuse me a sec, Frank.
168656.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
მაიკლ, გაიმართე, ახლავე, თორემ საქმე ცუდად გექნება. არ ვხუმრობ.
Michael, you sit up straight, now, or there’s going to be trouble. I mean it.
168657.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
და ასეთი დიდი ლუკმებით ნუ ჭამ.
And don’t take such big bites.
168658.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
მაპატიე, გააგრძელე.
I’m sorry; go on.
168659.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
– მომდევნო კვირაში საქმიან საუზმეზე უნდა შევხვდე და დავილაპარაკებთ.
I’m supposed to go out to lunch with him next week and talk it over.
168660.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
რასაკვირველია, თუ ძალიან მომაწვა, ვეტყვი, შემოდგომაზე კომპანიის დატოვებას რომ ვაპირებ.
Course, if it gets too thick I’ll have to tell him I’m leaving the company in the fall.