მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168661.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
არა, ძალიან სახალისოა, არა?
No, but I mean the whole thing’s pretty funny, isn’t it?
168662.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
– რატომ ისე არ ეუბნები?
Why not tell him anyway?
168663.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
– …წლის შემდეგ, რაც მაგათ დაწყევლილ სამუშაოზე გავატარე და არასოდეს... რა?
"—years of doping along in the damn job and never— What?"
168664.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
– რატომ ისე არ ეუბნები-მეთქი?
I said why don’t you tell him anyway?
168665.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
რას იზამენ?
What can they do?”
168666.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
– საქმე ის არ არის, რას „იზამენ“, უბრალოდ... ცოტა უხერხულია, მეტი არაფერი.
"It’s hardly a question of their "doing" anything, it’d just be—you know, a little awkward, that’s all".
168667.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
ჩანგალი ღორის ხორცის ნაჭერს ისეთი ბრაზით ჩაარჭო, რომ ხორცთან ერთად ლამის ჩანგალიც ჩაკბიჩა, მერე მაგრად მოკუმული პირით დიდხანს და ღონივრად ღეჭავდა, ღრმად ამოისუნთქა ცხვირით იმაში დასარწმუნებლად, რომ თავს აკონტროლებს, თუმცა ვერ მიხვდა, ასე ძალიან რამ გააბრაზა.
He forked a piece of pork chop into his mouth so angrily that he bit the fork as well as the meat, and as he chewed with all the strength of his jaws, exhaling a long breath through his nostrils to show how self-controlled he was, he realized that he didn’t quite know what he was angry about.
168668.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
– კარგი, – გულგრილად უპასუხა მან, თავი არც აუწევია, – რა თქმა უნდა, ეს შენი გადასაწყვეტია.
"Well," she said placidly, without looking up, "Of course that’s entirely up to you."
168669.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
პრობლემა, მისი აზრით, ის გახდა, რომ სხვაგვარად წარმოედგინა ამ საღამოს მისი პასუხი: „იქნებ ეს საუკეთესო სტატია იყო გაყიდვების ხელშეწყობის შესახებ, რაც მათ წაიკითხეს – რატომ არის ასეთი სასაცილო?“
The trouble, he guessed, was that all the way home this evening he had imagined her saying: "And it probably is the best sales promotion piece they’ve ever seen—what’s so funny about that?"
168670.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
თვითონ კი ეტყოდა: „არა, მთავარი გამოგრჩა – ეს მოწმობს, როგორი იდიოტები არიან ისინი“.
And himself saying: "No, but you’re missing the point— a thing like this just proves what a bunch of idiots they are".
168671.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
და ის: „არა მგონია, რაიმე ასეთს მოწმობდეს“.
And her: "I don’t think it proves anything of the sort".
168672.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
საკუთარ თავს სათანადოდ რატომ არასოდეს აფასებ?
Why do you always undervalue yourself?
168673.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
და ის: „არ ვიცი, შეიძლება“.
And him: "Well, I don’t know; maybe".
168674.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
და ის: „რასაკვირველია, არ გინდა და ამიტომაც მივემგზავრებით“.
And her: "Of course you don’t, and that’s why we’re leaving".
168675.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
ამასობაში კი, რატომ არის ცუდი, მათ შექებას თუ შეიფერებ?
But in the meantime, is there anything so terrible about accepting their recognition?
168676.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
შეიძლება, ეს სულაც არ გინდა ან გჭირდება, მაგრამ ასეთი ცუდიც არ არის.
Maybe you don’t want it or need it, but that doesn’t make it contemptible, does it?
168677.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი IV
მაგრამ მას მიახლოებულიც კი არაფერი უთქვამს, არც კი ეტყობოდა, რომ მსგავს აზრს გაივლებდა თავში.
But she hadn’t said anything even faintly like that; she hadn’t even looked as if thoughts like that could enter her head.
168678.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– ჩემი თოჯინას სახლი მომაქვს, – თქვა ჯენიფერმა შაბათს ნაშუადღევს, – და თოჯინას ეტლი და ჩემი დათუნია და სამი სააღდგომო ბაჭია და ჩემი ჟირაფი და ყველა თოჯინა და ყველა წიგნი, ყველა ფირფიტა და ჩემი დოლი.
"I’m going to take my dollhouse," Jennifer said that Saturday afternoon, "and my doll carriage and my bear and my three Easter rabbits and my giraffe and all my dolls and all my books and records, and my drum".
168679.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– ჰო, და ჩემი ჩაის სერვიზი და ჩემი ქვების კოლექცია და ყველა სათამაშო, და ჩემი გორიალაც.
"Oh, and my tea set too, and my rock collection and all my games, and my scooter".
168680.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
არაფრის დატოვებას არ აპირებ?
Aren’t you planning to leave anything behind?