მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168721.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
ამავე დროს, ვწუხვარ, მაგრამ აზრს ვერ ვხედავ, თავი ოხვრით ვიქნიოთ, როგორი საწყლები არიან, ან მუჯლუგუნის კვრასა და ხელების გადამტვრევაზე ვილაპარაკოთ.
In the meantime I’m afraid I don’t see any point in holding our heads and moaning about how miserable they’re going to be, or talking about tripping them up and breaking their arms.
168722.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
გულახდილად გითხრა, ეს სენტიმენტალური სისულელეა და ძალიან მინდა, შეწყვიტო.
Frankly, I think that’s a lot of emotionalistic nonsense and I wish you’d cut it out.
168723.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– ღმერთო, – თქვა ქალმა, როდესაც ფრენკთან ერთად გაწკრიალებულ სამზარეულოში იჯდა, – ეს რაღაცნაირად ნერვიულობის მომგვრელია, არა?
"Gosh," she said, sitting down with Frank in the scrubbed kitchen when she returned. "This is sort of nervous-making, isn’t it?"
168724.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
მართლაც ძალიან კეთილშობილი და გულისხმიერი ადამიანი ხარ, ფრენკ.
You’re really a very generous, understanding person, Frank.
168725.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
წვიმა შეწყდა, მაგრამ ნესტიანი, მოღრუბლული დღე იყო და შინ ყოფნა სასიამოვნო.
The rain had stopped but it was still a wet, gray day and good to be indoors.
168726.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
ხშირად ჰქონია სურვილი, მისი ქორწინება ასეთი ყოფილიყო: მშვიდი, მეგობრული, ერთმანეთის მიმართ რომანტიკულობით აღსავსე სინაზე.
This was the way he had often wished his marriage could always be—unexcited, companionable, a mutual tenderness touched with romance.
168727.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
ვიდრე ჯონი სიგარეტის მოკიდების ადგილიდან სახლის შესასვლელისკენ დაიძვრებოდა, მისის გივინგსმა უკვე მოასწრო მისალმებისა და მობოდიშების უთვალავი წინადადების წარმოთქმა, მისმა ქმარმაც კი თქვა ერთი-ორი სიტყვა.
Mrs. Givings had time to chatter several whole sentences of greeting and apology, and even her husband was able to get a few words in, before John moved from his cigarettelighting place in the driveway.
168728.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
მერე სახეზე გამაოგნებელი ღიმილი აღებეჭდა: ლოყები ვერტიკალურმა ნაოჭებმა დაუსერა, გაფითრებული ტუჩები გაიპო და მწეველის დიდი, უზადო კბილების ორი მწკრივი გამოჩნდა, თვალებმა კი თითქოს რამის დანახვის უნარი დაკარგეს.
Then his face burst into an astonishing grin. His cheeks drew back in vertical folds, two perfect rows of big, tobacco-stained teeth sprang out between his whitening lips, and his eyes seemed to lose their power of sight.
168729.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
ეიპრილმა განმარტა, რომ ბავშვები დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდნენ, მისის გივინგსმა კი იმის მოყოლა დაიწყო, რა საშინელი მოძრაობაა მეთორმეტე გზატკეცილზე, მაგრამ მისი ხმა მისუსტდა, რადგან შენიშნა, უილერებმა მთელი ყურადღება ჯონზე გადაიტანეს.
April explained that the children were away at a birthday party, and Mrs. Givings began telling of how perfectly frightful the traffic had been on Route Twelve, but her voice trailed off when she found that John had claimed the Wheelers’ whole attention.
168730.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– არ არის ცუდი, – თქვა მან თავის დაქნევით.
"Not bad," he said, nodding.
168731.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
ჯონმა ქუდი მოიხადა და ერთ-ერთ თაროზე შემოდო.
John removed his cap and laid it on one of the bookshelves.
168732.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– ბებერი ჰელენი უკვე თვეებია, ლაპარაკობს თქვენზე, ხალხო, – უთხრა მათ.
"Old Helen here’s been talking it up about you people for months," he told them.
168733.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
თქვენც ხომ იცით, როგორია?
You know how she is?
168734.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
ლაპარაკობს, ლაპარაკობს და ლაპარაკობს… და არასოდეს არაფერს ამბობს.
How she talks, talks, and talks and never says anything?
168735.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
ეს ის არ არის, რაც წარმომედგინა.
This isn’t what I pictured at all.
168736.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
ვგულისხმობ, რომ მშვენიერია. მომწონს აქაურობა. იმ ადგილს ჰგავს, სადაც ადამიანები ცხოვრობენ.
I mean nice. I like it here. Looks like a place where people live.
168737.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– გმადლობ, – თქვა ფრენკმა.
"Thank you," Frank said.
168738.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– ოჰ, არა, გთხოვთ, ნუ წუხდებით, ეიპრილ, – უთხრა მისის გივინგსმა, – ჩინებულად ვართ; გთხოვთ, ნუ შეწუხდებით.
"Oh no, please don’t bother, April," Mrs. Givings was saying. "We’re fine; please don’t go to any trouble".
168739.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
სიმართლე ითქვას, მხოლოდ ერთი წუთ...
Actually, we can only stay a min...
168740.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
დიახ, მინდა ცოტა ხერესი, გმადლობ.
Yes, I’d like some sherry, thanks.