მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168781.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
სახლის უკან, ზემოთ, ტყეში, ხეები მზემ გამოაცოცხლა, ახალნაწვიმარზე მიწას გამამხნევებელი სურნელი ასდიოდა.
Up in the woods behind the house, steaming in the sun, the newly rainwashed earth gave off an invigorating fragrance.
168782.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
უილერები და მათი სტუმარი მოდუნდნენ, უეცრად აუხსნელი მეგობრული სულისკვეთება იგრძნეს, სათითაოდ მოუწიათ გორაკზე ასვლა და ხეებს შორის ფრთხილად მიიკვლევდნენ გზას.
The Wheelers and their guest, relaxing in an unexpected sense of camaraderie, had to walk single file on the hill and pick their way carefully among the trees.
168783.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
იდაყვის მსუბუქი გაკვრის შემდეგ ტოტიდან წვიმის წვეთების ნიაღვარი წამოვიდა და ტოტების აპრიალებულ ქერქს შეიძლებოდა მათ სამოსზე შავი ლაქები დაეტოვებინა.
The slightest nudge of an overhanging branch brought down a shower of raindrops, and the glistening bark of passing twigs was apt to leave grainy black smears on their clothing.
168784.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
მცირე ხნის შემდეგ ტყე დატოვეს და სამივე სახლის უკანა ეზოში შევიდა.
After a while they quit the woods and walked slowly around the back yard.
168785.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
ძირითადად მამაკაცები ლაპარაკობდნენ.
The men did most of the talking.
168786.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– ოჰო, – თქვა მან, – ახლა თქვენ წარმოთქვით ეს სიტყვები. უიმედო სიცარიელე.
"Wow," he said. "Now you’ve said it. The hopeless emptiness".
168787.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
მთელი ღამეები ვლაპარაკობდით სიცარიელეზე.
We’d sit around talking about emptiness all night.
168788.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
თუ შეგიძლია.
If you can.
168789.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– როგორც ვიცი, მათემატიკოსი ხართ.
"I hear you’re a mathematician".
168790.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– არასწორი ინფორმაცია გაქვთ. ერთხანს ვასწავლიდი, სულ ესაა.
You hear wrong. Taught it for a while, that’s all.
168791.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
იცით ელექტროშოკით მკურნალობა რა არის?
You know what electrical shock treatments are?
168792.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
იმიტომ რომ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ოცდათხუთმეტი... თუ არა, მოიცათ... ოცდაჩვიდმეტი... – ცაში გამოცარიელებული მზერით იყურებოდა, რაოდენობის გახსენებას ცდილობდა.
Because you see, the past couple months I’ve had thirty-five—or no, wait—thirty-seven—” He squinted at the sky with a vacant look, trying to remember the number.
168793.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– მკურნალობის ამ ტიპის მთავარი იდეაა, გონებიდან ყველა ემოციური პრობლემა გამოგიბერტყოს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში განსხვავებული შედეგი მოიტანა – სრულიად დამავიწყდა ეს დაწყევლილი მათემატიკა.
The idea is to jolt all the emotional problems out of your mind, you see, but in my case they had a different effect. Jolted out all the God damned mathematics.
168794.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– რა საშინელებაა, – თქვა ეიპრილმა.
"How awful," April said.
168795.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– რატომ? იმიტომ, რომ მათემატიკა ასეთი საინტერესოა?
"Why?" he demanded. "Because mathematics is so "interesting?"
168796.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– არა, – უპასუხა მან, – იმიტომ, რომ შოკით მკურნალობა საშინელებაა და ისიც საშინელებაა, როდესაც ვინმე იმას ივიწყებს, რაც უნდა რომ ახსოვდეს.
"No," she said. "Because the shocks must be awful and because it’s awful for anybody to forget something they want to remember".
168797.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
მათემატიკას რაც შეეხება, ჩემი აზრით, ძალიან მოსაწყენია.
As a matter of fact I think mathematics must be very dull.
168798.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
დიდხანს ხმის ამოუღებლად უმზერდა, მერე მოწონების ნიშნად თავი დააქნია.
He stared at her for a long time, and nodded with approval.
168799.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– მომწონს თქვენი გოგონა, უილერ, – გამოაცხადა ბოლოს.
"I like your girl, Wheeler," he announced at last.
168800.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
იცით, რა განსხვავებაა ქალსა და ქალურს შორის?
You know what the difference between female and feminine is?