მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168741.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– მაღალი ჭიქები თუ გაქვთ?
You got a highball glass?
168742.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
ჰოდა, მისმინეთ. იღებთ მაღალ ჭიქას, შიგ აგდებთ ორ-სამ ყინულის კუბს, მერე ასხამთ ხერესს პირამდე.
Well, look. Take a highball glass, put a couple-three ice cubes in it, and pour the sherry up to the brim.
168743.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
მისის გივინგსი დაგრაგნილი გველივით დაძაბული იჯდა დივნის კიდეზე, თვალები დაეხუჭა და უნდოდა მომკვდარიყო.
Mrs. Givings, sitting tense as a coiled snake on the edge of the sofa, closed her eyes and wanted to die.
168744.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
ხერესი მაღალი ჭიქით!
Sherry in a highball glass!
168745.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
თაროზე შემოდებული ქუდი და... ოჰ! და ეს სამოსი.
His cap on the bookshelf—oh, and those clothes.
168746.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
ჯიბრით იქცევა ასე. და ეს საშინელი უზრდელობა!
He did it for spite. And this dreadful rudeness!
168747.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
და რატომ არის ჰოვარდი ასეთ წუთებში ყოველთვის არაფრის მაქნისი?
And why was Howard always so useless at times like this?
168748.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
ზის აქ კუთხეში, იღიმება და თვალებს ახამხამებს… ოჰ, ღმერთო, რატომ არ ეხმარება?!
Sitting there smiling and blinking in the corner like an old—oh God, why didn’t he help?
168749.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– ოჰ, არაჩვეულებრივია, ეიპრილ, დიდი მადლობა, – თქვა მან, თან აკანკალებული ხელით აიღო ჭიქა ლანგრიდან.
"Oh, this is lovely, April, thanks so much," she said, tremulously lifting a glass from the tray.
168750.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– ნამდვილად არ იყო საჭირო ჩვენ გამო ასე შეწუხება.
"You really shouldn’t have gone to all this bother for us".
168751.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
უილერებმა გაიგეს ზონირების ახალი წესების შესახებ?
Had the Wheelers heard the latest ruling of the zoning board?
168752.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
ჯონი დედამისს უყურებდა, ცალ მხარეს გადაეხარა თავი და როგორც კი ბოლო ლუკმა გადაყლაპა, წინადადების დასრულება არ დააცადა.
John watched his mother, head cocked to one side, and when he had swallowed his last mouthful he cut her off in mid-sentence.
168753.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– იურისტი ხართ, ფრენკ? – მე? იურისტი? არა.
"You a lawyer, Frank?" "Me? A lawyer? No".
168754.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
აბა რას აკეთებთ?
Whaddya do, then?
168755.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– და იქ რას აკეთებთ?
Whaddya do there?
168756.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
მანქანების დიზაინზე მუშაობთ თუ ამზადებთ, თუ ყიდით, თუ აკეთებთ, თუ რა?
You design the machines, or make them, or sell them, or repair them, or what?”
168757.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– ერთგვარად ვეხმარები გაყიდვებში. უშუალო შეხება მანქანებთან არ მაქვს; სიმართლე ითქვას, სულელური სამუშაოა.
Sort of help sell them. I don’t really have much to do with the machines themselves. Actually it’s sort of a stupid job.
168758.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
ანუ მასში არაფერია... საინტერესო.
I mean there’s nothing—interesting about it.
168759.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– „საინტერესო?“ – ჯონი ამ სიტყვით შეურაცხყოფილი ჩანდა.
"Interesting?" John Givings seemed offended by the word.
168760.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– ის გაღელვებთ, სამუშაო „საინტერესოა“ თუ არა?
You worry about whether a job is "interesting" or not?