მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168761.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
მეგონა, ასე მხოლოდ ქალები აკეთებდნენ.
I thought only women did that.
168762.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– ოჰ, ნახეთ, მზე გამოვიდა! – წამოიძახა მისის გივინგსმა.
"Oh, look, the sun’s coming out!" Mrs. Givings cried.
168763.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– იქნებ ცისარტყელა გამოჩნდეს. რა კარგი იქნება, არა?
"Maybe we’ll see a rainbow. Wouldn’t that be lovely?"
168764.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ არ მომწონს სამუშაო და არც არასოდეს მომწონდა.
"All I meant is that I don’t like the job and never have".
168765.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– მაშინ რატომ მუშაობთ? ოჰ, კაი, კაი...
"Whaddya do it for, then? Oh, okay, okay—"
168766.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– კაი; ვიცი, ჩემი საქმე არ არის.
Okay; I know; it’s none of my business.
168767.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
ესაა ჩემი პრობლემა, რომ იცოდეთ; და ყოველთვის იყო. დაივიწყეთ, რაც ვთქვი.
That’s my trouble, you see; always has been. Forget I said it.
168768.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
გინდათ, სახლობანა ითამაშოთ, სამსახური უნდა გქონდეთ.
You want to play house, you got to have a job.
168769.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
დამიჯერე, მეგობარო, მოსაბოდიშებელი არაფერია.
Believe me, buddy, you’ve got nothing to apologize for.
168770.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– ოჰ, შეხედეთ, ცისარტყელაა, – თქვა მისის გივინგსმა, – თუ არა, მოიცათ, მგონი, არ არის... ოჰ, მაგრამ რა არაჩვეულებრივია მზეში.
"Oh look, there is a rainbow," Mrs. Givings said, "—or no, wait, I guess it isn’t—oh, but it’s perfectly lovely in the sunshine".
168771.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
ყველაფერს ვეთანხმები, რაც ახლა თქვი.
I agree with everything you said just now.
168772.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
სწორედ ამიტომაც მივდივარ სამსახურიდან ამ შემოდგომაზე და ამიტომ მივემგზავრებით.
That’s why I’m quitting the job in the fall and that’s why we’re taking off.
168773.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
ჯონ გივინგსი უნდობლად უყურებდა ხან ფრენკს, ხან კი ეიპრილს.
John Givings looked incredulously from Frank to April.
168774.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– ჰოო? მიემგზავრებით? აჰა. ჰო, ჰო, ერთი წუთით… ის რაღაცას ამბობდა ამასთან დაკავშირებით. ევროპაში მიდიხართ, არა? ჰო, გამახსენდა.
Yeah? Taking off where? Oh, hey, yeah, wait a minute—she did say something about that. You’re going to Europe, right? Yeah, I remember.
168775.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
ის კი არ უთქვამს, რატომ; უბრალოდ, ასე თქვა, „ძალიან უცნაურიაო“.
She didn’t say why, though; she just said it was "very strange".
168776.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– ეი, ამაზე რას იტყვი, დე? ისევ „ძალიან უცნაურად“ გეჩვენება?
Hey, how about that, Ma? Still seem "very strange" to you?
168777.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
მაგრამ ჯონს ყურადღება არ მიუქცევია.
But John ignored him.
168778.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
მათ შემხედველი ჯონის სახეს ჯერ კიდევ შერჩენოდა ხარხარის მჩქეფარე სიხარული.
Watching them, John’s face was still ebullient with the remnants of his laughter.
168779.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– იცით, რას გეტყვით, – თქვა ჯონ გივინგსმა, – რა იქნება, ჩვენ სამმა გავისეირნოთ, ჩემიანები კი აქ დარჩნენ და თავიანთ ცისარტყელას დაელოდონ.
"Tell you what," John Givings said. "Why don’t the three of us take a walk, and the folks can stay here and wait for their rainbow".
168780.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– მაშ, შეხვედრამდე, დე, – თქვა მან.
"See you later, then, Ma," he said.