მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168801.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
მიგანიშნებთ: ქალური ქალი არასოდეს იცინის ხმამაღლა და ყოველთვის იპარსავს იღლიებს.
Well, here’s a hint: a feminine woman never laughs out loud and always shaves her armpits.
168802.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
ცხოვრებაში მხოლოდ ათიოდე ნამდვილ ქალს თუ შევხვედრივარ და ვფიქრობ, ერთ-ერთი თქვენ გყავთ.
I’ve only met about half a dozen females in my life, and I think you got one of them here.
168803.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
მისის გივინგსი ფარულად უთვალთვალებდა მათ სახლიდან და არ იცოდა, რა ეფიქრა.
Mrs. Givings, covertly watching them from the house, didn’t quite know what to think.
168804.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
ნაშუადღევს მიღებული თავზარისგან ჯერ ისევ მთელი სხეული უკანკალებდა: მოხდა ყველაზე უარესი, რისიც ეშინოდა, მაგრამ ისიც უნდა ეღიარებინა, რომ ჯონი იშვიათად ყოფილა ისეთი ბედნიერი და მშვიდი, ვიდრე ახლა, როდესაც უილერებთან ერთად მათ უკანა ეზოში დასეირნობდა და საუბრობდნენ.
She was still shaken— the beginning of the afternoon had been worse than the worst of her fears—but she had to admit that John had seldom looked happier and more relaxed than he did now, strolling and chatting in the Wheelers’ back yard.
168805.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
და კიდევ უფრო გასაკვირი ის იყო, რომ უილერებიც კომფორტულად გამოიყურებოდნენ.
And the Wheelers looked comfortable too, which was even more surprising.
168806.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– მმ, – თქვა მან, – არ არის საჭირო ამაზე ასეთი ნერვიულობა, ჰელენ.
"Mm," he said. "You shouldn’t get so nervous about these things, Helen".
168807.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
რატომ არ შეიძლება, რომ მობრუნდებიან, ცოტათი მოდუნდე და ერთმანეთთან ლაპარაკი დააცადო?
Why don’t you just relax when they come back, and let them do the talking?”
168808.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– ოჰ, ვიცი, ვიცი, რომ მართალი ხარ.
Oh, I know, I know, you’re right.
168809.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
სტუმრობის ბოლო საათის განმავლობაში, როდესაც ჯონის გარდა ყველამ დალია მეორე ჭიქა ღვინო, მას სიტყვაც არ უთქვამს.
For the last hour of the visit, while everyone but John had another glass of wine, she scarcely said a word.
168810.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
ერთად იხსენებდნენ ოცდაათიანი წლების საბავშვო რადიოგადაცემებს.
They were reminiscing about the children’s radio programs of the nineteen-thirties.
168811.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– ბობ ბენსონი, – თქვა ფრენკმა, – „ბობ ბენსონის მარცვლეულის რანჩო“; ყოველთვის მომწონდა.
"Bobby Benson," Frank was saying. "Bobby Benson of the H-Bar-O Ranch; I always liked him".
168812.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– და „ჯეკ არმსტრონგი“, რა თქმა უნდა, – თქვა ეიპრილმა, – და „აჩრდილი“, და კიდევ იყო მისტიკური რაღაც... ფუტკარზე? „მწვანე ონავარი“.
"Oh, and "Jack Armstrong," of course,” April said, "and "The Shadow," and that other mystery one—something about a bee? The Green Hornet.
168813.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– არა, „მწვანე ონავარი“ მოგვიანებით იყო, – თქვა ჯონმა, – ეგ ორმოციან წლებში გადიოდა.
"No, "The Green Hornet" was later," John said, "That was still going in the forties".
168814.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
ის გახსოვთ, ფლოტის ოფიცერზე რომ იყო? რა ერქვა? სწორედ ამ დროს გადიოდა ხოლმე, კვირის სამუშაო დღეებში.
Remember the one about the naval officer? What was his name? Used to come on right about this time? On week days?
168815.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– ჰო, რა თქმა უნდა, – თქვა ეიპრილმა, – ერთი წუთით... „დონ უისლოუ“.
"Oh yes," April said. "Wait a minute—"Don Winslow".
168816.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– სწორია! „დონ უისლოუ აშშ-ის ფლოტიდან“.
"Right! "Don Winslow of the United States Navy".
168817.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– ოჰ, ეს ყველაფერი ისეთი არაჩვეულებრივი იყო, – თქვა გამომშვიდობებისას ჰელენმა და ერთი წუთით შეეშინდა კიდეც, ჯონს საპასუხოდ რამე საშინელება არ წამოეროშა.
"Oh, this has been such fun," she said when it was time to go, and for a second she was afraid John might turn on her and say something awful.
168818.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– არაჩვეულებრივი იყავი, – თქვა ეიპრილმა, როცა მათი მანქანა თვალს მიეფარა.
"You were wonderful," April said when the car had disappeared.
168819.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– როგორ მოთოკე! არც კი ვიცი, თავს როგორ გავართმევდი, შენ რომ არ ყოფილიყავი.
"The way you handled him! I don’t know what I’d ever have done if you hadn’t been here".
168820.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
ფრენკმა ხერესის ბოთლს გადასწვდა, მაგრამ გადაიფიქრა და სანაცვლოდ ვისკი გადმოიღო.
Frank reached for the sherry bottle, but changed his mind and got out the whiskey instead.