მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168821.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– ისე ვექცეოდი, როგორც ნებისმიერ სხვას, სულ ესაა.
"I just treated him like anyone else, is all".
168822.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– სწორედ ამას ვამბობ, სწორედ ეს იყო არაჩვეულებრივი.
“But that’s what I mean—that’s what was so wonderful.
168823.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
და თავისებურად საყვარელიცაა, არა? და გონიერიც.
And he’s sort of nice, isn’t he? And intelligent.
168824.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
ვფიქრობ, ზოგიერთი მისი ნათქვამი, უბრალოდ, ბრწყინვალეა.
I thought some of the things he said were sort of brilliant.
168825.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
იცი რა, ფრენკ? ის პირველი ადამიანია, რომელიც ნამდვილად მიხვდა, რას ვგულისხმობთ.
And do you know something, Frank? He’s the first person who’s really seemed to know what we’re talking about.
168826.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– მართალია, – დიდი ყლუპი მოსვა, ფანჯარასთან იდგა და მზის ჩასვლას უყურებდა.
"That’s true." He took a deep drink, standing at the window and watching the sunset.
168827.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
– ჩემი აზრით, ეს ნიშნავს, რომ მისნაირი გიჟები ვართ.
"I guess that means we’re as crazy as he is".
168828.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
ეს უცნაური, გამახალისებელი დღე დასრულდა და ახლა, ჩამავალ სინათლეზე, დროებით შვებად ჩანდა იმ დაძაბულობის შემდეგ, მთელი კვირა მოსვენებას რომ არ აძლევდა.
This odd, exhilarating day was over, and now in the fading light he could see that it had only been a momentary respite from the tension that had harried him all week.
168829.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი V
დიდხანს იდგნენ ასე.
They stood that way for a long time.
168830.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
– ტედ ბენდი მშვენიერი ყმაწვილია, – თქვა ბარტ პოლოკმა, თან სწრაფად მიაბიჯებდა ქუჩაში, – და ჩინებულად ხელმძღვანელობს განყოფილებას, მაგრამ რაღაც უნდა გითხრათ…
"Now ted bandy’s a nice fella," Bart Pollock said as they walked rapidly uptown, "and he’s a good department head, but I’ll tell you something".
168831.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
ცოტა არ იყოს ნაწყენი ვარ მასზე, ამდენ ხანს ჩრდილში ჰყავდით.
I’m a little sore at him for the way he’s kept you under a bushel all these years.
168832.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
– ასე არ ვიტყოდი, მისტერ... ბარტ, – ფრენკი გრძნობდა, მის სახეზე მორცხვი ღიმილი როგორ გამოისახა, – მაგრამ მაინც მადლობელი ვარ.
"Well, I wouldn’t say that, Mr.—Bart." Frank felt his features jump into a bashful smile. "But thanks anyway".
168833.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
„აბა რა ჯანდაბა უნდა მეთქვა? – ასე აუხსნის ეიპრილს, თუ საჭირო გახდა.
"I mean what the hell else could I say?" he would explain to April later, if necessary.
168834.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
– ეს ადგილი გაკმაყოფილებთ? – პოლოკმა დიდი სასტუმროს ვესტიბიულში, შემდეგ კი რესტორანში შეიყვანა.
"This place okay with you?" Pollock swept him into the lobby and then into the restaurant of a big hotel.
168835.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
როგორც კი მაგიდასთან დასხდნენ, ფრენკმა ყინულივით ცივი წყალი მოსვა და დარბაზს თვალი მოავლო, თან იმაზე ფიქრობდა, იმავე ადგილზე ხომ არ მოხვდა, სადაც მამასთან ერთად ლანჩზე იმყოფებოდა მისტერ ოუტ ფილდზთან ერთად.
When they were settled at a table Frank took a sip of ice water and glanced around the room, wondering if this was the same place he had come with his father for the lunch with Mr. Oat Fields.
168836.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
იგივე ქოთნის პალმები, იგივე პატარა თასები ხამანწკების გასახსნელით… ღმერთო, ასე მეგონა, სიზმარში ვიყავი.
Same potted palms, same little bowls of oyster crackers—Jesus, it was like something in a dream.
168837.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
ფრენკი დაქორწინებულია? შვილები? სად ცხოვრობს?
Was Frank married? Children? Where did he live?
168838.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
რა თქმა უნდა, გონივრულია ქალაქგარეთ ცხოვრება, როდესაც ბავშვები გყავს.
Well, it certainly was wise to live in the country when you had kids.
168839.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
– იცით, რამ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება თქვენს სტატიაში? ლოგიკამ და მკაფიოობამ.
You know what impressed me most about that piece of yours? The logic and the clarity of it.
168840.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
ფრენკმა თავი დახარა.
Frank ducked his head.