მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168861.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
მახსოვს უილერი და როგორც ვიცი, მას ერლის მსგავსი სახელი ერქვა... არა, ის ჰარისბურგში თუ უილმინგტონში მუშაობდა და გარდა ამისა, ბევრად მოხუცი კაცი იყო.
I do remember a Wheeler and I think he had a name like Earl—no, but that was in Harrisburg, or Wilmington, and anyway, he was a much older man.
168862.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
– ჰარისბურგი, მართალია. ეს მოგვიანებით იყო. ჰარისბურგი იყო მისი უკანასკნელი სამუშაო ადგილი.
Harrisburg, that’s right. That was later, though. Harrisburg was the last place he worked.
168863.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
უფრო ადრე ნიუარკში მუშაობდა, ათას ცხრაას ოცდათხუთმეტი ან ოცდათექვსმეტი წელი იყო.
The Newark job was earlier, back around ’thirty-five or -six.
168864.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
მაგრამ სრულიად ცხადად მახსოვს ერლ უილერი ჰარისბურგიდან.
But I do recall Earl Wheeler very clearly in Harrisburg.
168865.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
ჩემს დაბადებამდე ორი მოზრდილი ვაჟიშვილი უკვე ჰყავდა, – კინაღამ წამოსცდა: „შემთხვევით გავჩნდი, რომ იცოდეთ; ჩემს მშობლებს არ ვუნდოდი“.
"He already had two full-grown kids by the time I was born, you see—" and he almost caught himself saying, "I was the accident, you see; I was the one they didn’t want".
168866.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
მაგრამ ეს არ მომხდარა.
But that didn’t happen.
168867.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
და წარმოიდგინეთ, ამდენი წელი გახსოვდათ ეს რესტორანი; ბებერი ოუტ ფილდზის გვარ-სახელიც არ დაგვიწყებიათ.
And imagine your remembering this restaurant all these years; even remembering old Oat Fields’s name.
168868.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
– ეს არც არის გასაკვირი.
Well, it’s not too surprising.
168869.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
პირველი და უკანასკნელი შემთხვევა იყო, როდესაც მამამ ნიუ-იორკში ჩამომიყვანა; თანაც იმ დღეს ბევრი რამ წყდებოდა.
It was the only time my father ever took me to New York, for one thing; besides, a hell of a lot depended on that day.
168870.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
მამაჩემს ნამდვილად სჯეროდა, რომ ფილდზი სათავო ოფისში სამუშაოს შესთავაზებდა.
He really thought Fields was going to give him a Home Office job, you see.
168871.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
არა მგონია, რომ ოდესმე მოენელებინა.
I don’t think he ever did get over it.
168872.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
პოლოკმა ზრდილობიანად დახარა თვალები.
Pollock respectfully lowered his eyes.
168873.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
სწრაფადვე გადავიდა ამბის უფრო სასიხარულო მხარეზე.
He hurried on to more cheerful aspects of the story.
168874.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
– არა, მაგრამ ეს მართლაც ძალიან საინტერესოა, ფრენკ.
No, but this is really interesting, Frank.
168875.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
არც ვიცოდი, თუ „ნოქსის“ ყოფილი თანამშრომლის შვილი ხართ. უცნაურია, რომ ტედსაც არასოდეს უხსენებია.
I had no idea you were the son of a Knox man. Funny Ted didn’t mention it.
168876.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
– არა მგონია, ტედმა იცოდეს.
I don’t think Ted knows it.
168877.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
და ბარტ პოლოკმა ერთდროულად წარბები შეკრა და გაიღიმა კიდეც.
And now Bart Pollock was frowning and smiling at the same time.
168878.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
იმ დროისთვის პენსიაზე კარგა ხნის გასული იყო, მე კი... არც კი ვიცი.
He was retired then, and I just—I don’t know.
168879.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
– რაღაცას გეტყვით, ფრენკ. აღფრთოვანებული ვარ.
I’ll tell you something, Frank. I admire that.
168880.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
ფრენკი უხერხულად შეიშმუშნა.
Frank shifted uncomfortably in his chair.