მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168881.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
– არა, ზუსტად ასე არ ყოფილა. არ ვიცი. ეს ძალიან ჩახლართულია.
"No, it wasn’t exactly that. I don’t know. It was pretty complicated".
168882.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
– ასეთი ამბავი ყოველთვის ჩახლართულია ხოლმე, – საზეიმოდ გამოაცხადა ბარტ პოლოკმა, – ბევრი ადამიანი ამას ვერ გაიგებს, ფრენკ, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით.
"A thing like that is complicated," Bart Pollock said with solemnity. "Many people wouldn’t understand a thing like that, Frank, but I’ll tell you something".
168883.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
მე აღფრთოვანებული ვარ. დარწმუნებული ვარ, მამათქვენიც. ასე არ იყო?
I admire it. I bet your dad did too. Didn’t he?
168884.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
თუმცა არა, ერთი წუთით, – უკან გადაიწია, გაიღიმა და თვალები ეშმაკურად მოჭუტა, – ერთი წუთით მოითმინეთ.
"Or no, wait a minute". He leaned back, smiling and cannily narrowing his eyes. "Wait a minute".
168885.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
საშუალება მომეცით, გაჩვენოთ, რა კარგად ვერკვევი ადამიანის ხასიათში.
Let me see how good a judge of character I am.
168886.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
ნაძლევს ჩამოვალ, ვიცი, რაც მოხდა.
I bet I know what happened.
168887.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
ფსონს ჩამოვალ, რომ მამათქვენს აგრძნობინეთ, თითქოს მისი სახელი დაგეხმარათ სამუშაოს მიღებაში, მისთვის რომ გესიამოვნებინათ. მართალს ვამბობ?
I bet you went ahead and let your dad think his name had helped you get the job, just to please him. Am I right?
168888.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
იმ წელიწადს, შემოდგომის ერთ დღეს, სარჟის ქსოვილის ახალი კოსტიუმით შებოჭილმა ფრენკმა ცოლი მშობლებთან სტუმრად წაიყვანა;
On an autumn day of that year, feeling stiff and formal in a new serge suit, Frank had taken his wife to visit his parents.
168889.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
და მთელი გზა ჰარისბურგამდე იმას გეგმავდა, ხაზგასმული უდარდელობით როგორ ეცნობებინა მათთვის ორიოდე ახალი ამბავი: ბავშვი და სამუშაო.
And all the way out to Harrisburg he’d planned to be elaborately, sophisticatedly offhand in the announcing of his double piece of news, the baby and the job.
168890.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
აპირებდა, ეთქვა: „ჰო, სხვათა შორის, ახლა მეც მაქვს მუდმივი სამუშაო, სულელური სამუშაოა, არაფერი საინტერესო.
"Oh, and by the way, I’ve got a steadier kind of job now, too," he had planned to say, "kind of a stupid job, nothing I’m interested in".
168891.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
მაგრამ როცა შესაფერისი დრო დადგა, ჰარისბურგის სახლის ავეჯით გადატვირთულ მისაღებ ოთახში, სადაც უღონობის, წამლების, მოახლოებული სიკვდილის სუნი იდგა, მამამისი თავის გამხნევებას ცდილობდა, დედამისი კი ძალ-ღონეს არ იშურებდა, სიხარულის ცრემლი გადმოეღვარა ბავშვის შესახებ და ეიპრილი ცდილობდა, მომხიბლავი და მორცხვად ამაყი ყოფილიყო – როდესაც შესაფერისი დრო დადგა, ერთი ხელის მოსმით გაქრა ყალბი ალერსიანობა, ასე რომ უშლიდა ნერვებს და პირდაპირ წამოიძახა: – სამუშაო სათავო ოფისში!
But when the moment came, in that overstuffed Harrisburg living room with its smell of weakness and medicine and approaching death, with his father doing his best to be benign, his mother doing her best to be tearfully pleased about the baby and April doing her best to be sweetly and shyly proud—when all the lying tenderness of that moment came it had robbed him of his nerve, and he’d blurted it out—a job in the Home Office!
168892.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
– ტედ ვინ? ბენდი? არა მგონია, ვიცნობდე; თუმცა უმრავლესობის გვარი და სახელი აღარც მახსოვს.
Ted who? Bandy? Don’t believe I know him; course, I’ve forgotten a lot of the names.
168893.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
ის კი მიცნობს, ხომ ასეა? „ოჰ, რა თქმა უნდა, – თუმცა ხმა კინაღამ ჩაუწყდა, – რა თქმა უნდა. ძალიან გაქებდა, მამა“.
"He knew me, though, I guess, didn’t he?" "Oh yes, certainly. He spoke very highly of you, Dad".
168894.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
„მაჯობა! ეს საზიზღრობა არ არის? ამ ბებერმა ნაბიჭვარმა ისევ მაჯობა“.
"He beat me! Isn’t that the damnedest thing? The old bastard beat me again".
168895.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
– რაღაცას გეტყვით, ფრენკ: იშვიათად, რომ ჩემმა ინტუიციამ ადამიანის შეფასებისას მიმტყუნოს.
I’ll tell you something, Frank: I’m seldom wrong in my hunches about people.
168896.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
„იმის თქმა გინდა, რომ მთელი სადილობის განმავლობაში იჯექი, მთელი შენი ცხოვრება მოუყევი და სიტყვაც არ დაგიძრავს შემოდგომაზე კომპანიიდან წასვლაზე? საერთოდ რა აზრი ჰქონდა ამას“, – ეტყოდა, ალბათ, საღამოს ეიპრილი.
"And do you mean to say you sat through the whole lunch," April might well ask tonight, "and told him your whole life story, and never even got around to telling him you’re leaving the company in the fall? Whatever was the point of that?"
168897.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
როგორც იქნა, საქმეზე გადავიდა.
He was getting down, at last, to business.
168898.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
ვინ უძიძავებს ჩვილს? ვინ ააშენებს ხიდს?
Who was going to nurse that baby? Who was going to build that bridge?
168899.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
– ...თქვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი? თქვენი ელექტროინჟინერი? თქვენი მენეჯერ-კონსულტანტი?
. . . Your public relations expert? Your electronics engineer? Your management consultant?
168900.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
მაგრამ მთავარი ეს არის: არც ერთს არ გააჩნია სათანადო გამოცდილება ან შესაბამისი კვალიფიკაცია ამ სამუშოსთვის.
But here’s the point. No single one of them has the right background or the right qualifications for the job.