მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168921.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
ფრენკის სახლში დაბრუნების დროისთვის სალაპარაკოდ მეტისმეტად დაღლილი იყო.
By the time Frank came home she was too tired to feel like talking.
168922.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
ამის ნაცვლად სატელევიზიო დრამას უყურეს, რომელმაც ფრენკი დააინტერესა, ეიპრილმა კი გამოაცხადა, ნაგავიაო.
Instead, they watched a television drama that Frank found wholly absorbing and April declared was trash.
168923.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
და მომდევნო თუ მომდევნოს მომდევნო საღამოს – ფრენკს ზუსტად აღარ ახსოვდა – სამზარეულოში შესულს ეიპრილი დახვდა, აქეთ-იქით სწრაფი ნაბიჯით მიმოდიოდა ისეთივე დაძაბული, მხრებაწურული, როგორც „გაქვავებული ტყის“ პირველ მოქმედებაში.
And it was the next night, or the next—he could never afterwards remember which—that he found her pacing the kitchen in the same tense, high-shouldered way she had paced the stage in the second act of The Petrified Forest.
168924.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
მისაღები ოთახიდან ყრუდ ისმოდა საყვირისა და ქსილოფონის ხმა; ბავშვები მულტფილმს უყურებდნენ.
From the living room came the muffled strains of horn and xylophone; the children were watching an animated cartoon.
168925.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
– რა მოხდა? – არაფერი. – არ მჯერა. რამე მოხდა დღეს? – არა.
"What’s the matter?" "Nothing." "I don’t believe you. Did something happen today?" "No".
168926.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
– დღეს ისეთი არაფერი მომხდარა, რაც დღეების წინ არ ვიცოდი... ღმერთო, ფრენკ, ძალიან გთხოვ, ასე დაბნეული ნუ იყურები.
Nothing happened today that I haven’t known about for days—and oh God, Frank, please don’t look so dense.
168927.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
ორსულად ვარ, სულ ესაა. – დარწმუნებული ხარ? – ჰო.
I’m pregnant, that’s all. Are you sure? Yes.
168928.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
– ოჰ, მისმინე, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვერ წავალთ; ყური მიგდე, უბრალოდ, რაღაც სხვა გზა უნდა ვიპოვოთ, ეს არის და ეს.
"Oh, listen, it doesn’t mean we can’t go; listen, it just, we’ll have to figure out some other way of going, is all".
168929.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
– არავითარი სხვა გზა არ არსებობს, – თქვა ქალმა.
"There isn’t any other way," she said.
168930.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
– რა გგონია, მთელი კვირა ამაზე არ ვფიქრობ? არ არსებობს ეს სხვა გზა.
Do you think I’ve thought about anything else all week? There isn’t any other way.
168931.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
მთელი არსი ის იყო, რომ საკუთარ თავში გარკვევის შესაძლებლობა გქონოდა, ახლა კი ყველაფერი ჩაიფუშა. და ეს ჩემი ბრალია!
The whole point of going was to give you a chance to find yourself, and now it’s ruined. And it’s my fault!
168932.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
– არა, ყური მიგდე; არაფერი ჩაფუშულა. აღელვებული ხარ.
No, listen to me; nothing’s ruined. You’re all upset.
168933.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
უარეს შემთხვევაში, ცოტა ხანს დავიცდით, სანამ რამეს არ მოვიფიქრებთ...
At the very worst it only means waiting a little while until we can work out some—”
168934.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
– ცოტა ხანს! ორ წელიწადს? სამს? ოთხს? შენი აზრით, რამდენი ხანი გავა, ვიდრე სრული განაკვეთით მუშაობა შემეძლება?
A little while! Two years? Three years? Four? How long do you think it’ll be before I can take a full-time job?
168935.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
საყვარელო, აბა ამაზე დაფიქრდი ერთი წუთით. იმედი არ არის.
Darling, think about it a minute. It’s hopeless.
168936.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
– ახლა არა; ახლა ნუ ვილაპარაკებთ, კარგი?
Not now; don’t let’s try to talk about it now, okay?
168937.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
და ისევ გაზქურას მიუბრუნდა, ცრემლები კი ხელის ზურგით მოიწმინდა, როგორც ბავშვმა, რომელსაც რცხვენია, ატირებულს რომ ხედავენ.
And she turned back to the stove, wiping the inside of her wrist against one dribbling eye in a childish gesture of shame at being seen in tears.
168938.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
მისაღებ ოთახში ბავშვებს მუხლებზე ხელები შემოეხვიათ და თვალის დაუხამხამებლად მისჩერებოდნენ ანიმაციურ ბულდოგს, რომელსაც ეკლებიანი ხელკეტი ეჭირა და მულტფილმის სახლის ნანგრევებში კატას დასდევდა.
In the living room, hugging their knees, the children were staring blankly at a cartoon bulldog who brandished a spiked club as he chased a cartoon cat through the wreckage of a cartoon house.
168939.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
„მისმინე, – ასე დაიწყებს, – დავუშვათ, ამას დრო დასჭირდა. ახლა სხვა მხრიდან შეხედე საკითხს...“ – და ახალი ცხოვრების აღწერას შეუდგება.
"Listen," he would begin. "Suppose it does take time. Look at it this way . . ." And he would begin to draw the picture of a new life.
168940.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
თუ გამგზავრებას ორი-სამი წელი უნდა უცადონ, არ ჯობია, პოლოკის შემოთავაზებულ სამუშაოში აღებული ფულით ისარგებლონ?
If there was indeed a two- or three-year span of waiting to be done, wouldn’t it be made more endurable by the money from Pollock’s job?