მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168901.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
ხვდებით ხომ, რას ვაკეთებ? საკუთარ გუნდს ვკრებ.
You see what I’m doing? I’m recruiting myself a team.
168902.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
– ახლა კი ბენდიზე ძალიან გავბრაზდი, – თქვა პოლოკმა.
"Well, now I am sore at Bandy," Pollock was saying.
168903.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
ფრენკ, ჩემთან გულახდილი იყავით და ამას ძალიან ვაფასებ; ახლა კი მეც გულახდილი ვიქნები.
Frank, you’ve been aboveboard with me and I appreciate it; now I’ll be aboveboard with you.
168904.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
არ მინდა იმაში ჩარევა, რაც ჩემი საქმე არ არის, მაგრამ შეგიძლიათ, ეს მითხრათ?
I don’t want to pry into things that’re none of my business, but can you tell me this?
168905.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
ვშიშობ, რომ თითქმის საბოლოოა, ბარტ.
Pretty definite, I’m afraid, Bart.
168906.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
– არა. ძალიან ვაფასებ, ეს რომ თქვით, მაგრამ ფული არაფერ შუაშია.
No. I mean I appreciate your saying that, but it’s not really a question of money at all.
168907.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
ეს უფრო პირადი საკითხია.
It’s more of a personal thing.
168908.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
პოლოკი ნელა და მტკიცედ უქნევდა თავს იმის საჩვენებლად, რომ კარგად ესმის, როდესაც საქმე პირად საკითხს ეხება.
Pollock began to nod slowly and steadily, to show his infinite understanding of personal things.
168909.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
– თავზე საყრელი დრო მაქვს მათ დასამთავრებლად.
I’ll have plenty of time to finish that.
168910.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ, იფიქრეთ დღევანდელ საუბარზე. გაითავისეთ; ცოლს მოეთათბირეთ – ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია, ხომ ასეა?
All I’m asking is, I’d like you to give a little thought to this chat we’ve had today; Sleep on it a while; talk it over with your wife—and that’s always the main thing, isn’t it?
168911.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
„ბარტ, მოდი, კიდევ ერთხელ დავილაპარაკოთ“.
Bart, let’s have another chat.
168912.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
და დაიმახსოვრეთ, ის, რაზეც გელაპარაკეთ, სრულიად ახალი მასშტაბის სამუშაოა.
And remember, this thing I’m talking about would amount to a brand-new job for you.
168913.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
დარწმუნებული ვარ, ახლა სხვა გეგმების შესრულება უფრო სასურველია თქვენთვის, – თვალი ჩაუკრა, – ვერასოდეს გამომიჭერთ კონკურენტისთვის სარმის გამოდებაში; და რა თქმა უნდა, ყველაფერი თქვენი გადასაწყვეტია.
"Now I’m sure this other thing looks very desirable to you right now"—he winked—"you’ll never catch me knocking a competitor; and of course it’s entirely your decision".
168914.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
მაგრამ, ფრენკ, გულახდილად გეტყვით, თუ „ნოქსის“ სასარგებლოდ მიიღებთ გადაწყვეტილებას, არასოდეს ინანებთ.
But Frank, in all sincerity, if you do decide for Knox, you’ll never regret.
168915.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
და კიდევ ერთი რამის მჯერა.
And I believe something else, too.
168916.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
როგორ შეიძლებოდა, ეიპრილისთვის გაემხილა, რომ ამ უაღრესად სენტიმენტალური სიტყვების გაგონებისას ყელში თითქოს ბურთი გაეჩხირა?
And how could he ever tell April that these abysmally sentimental words had sent an instantaneous rush of blood to the walls of his throat?
168917.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
როგორ შეეძლო, აეხსნა ისე, რომ მისგან, როგორც ყოველთვის, აბუჩად აგდება არ დაემსახურებინა იმის გამო, რომ კინაღამ ცრემლებით დანამა გამდნარი შოკოლადის ნაყინი?
How could he ever explain, without bringing down her everlasting scorn, that for a minute he was afraid he might weep into his melting chocolate ice cream?
168918.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
საბედნიეროდ, იმ საღამოს საუბრის შესაძლებლობა არ მისცემია.
Fortunately, there was no chance to tell her anything that night.
168919.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
მან მთელი დღე დაუთმო საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად სძულდა და თავს ხშირად აძლევდა უფლებას, არაფრად ჩაეგდო: სახლის იმ კუთხე-კუნჭულების გასუფთავება, რომლებიც არ ჩანს.
She had spent the day at a kind of work she had always hated and lately allowed herself to neglect: cleaning the parts of the house that didn’t show.
168920.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
გაზქურის ახლოს ლინოლეუმის ნაჭერი ააჭრა, მის ქვეშ გაჩენილი წაგრძელებული ყავისფერი ლაქა რომ ენახა, რაც სულიერი აღმოჩნდა – ეს იყო ჭიანჭველების ბუდე და მერე კარგა ხანს ეგონა, რომ ტანსაცმლის ქვეშ დაძვრებოდნენ;
She had torn up a loose flap of linoleum near the stove to reveal what looked like a long brown stain until it came alive—a swarm of ants that seemed still to be crawling inside her clothes for hours afterwards.