მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168941.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
„რა თქმა უნდა, დიდი ვერაფერი სამუშაო იქნება, მაგრამ ფული! ფულზე იფიქრე!“
Oh, of course it’ll be a nothing-job, but the money! Think of the money!
168942.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
შეუძლიათ უკეთეს სახლში გადავიდნენ, ან კიდევ უკეთესი, თუ ჩათვლიან, რომ გარეუბანში ცხოვრება აუტანელია, ნიუ-იორკში გადავლენ.
They could get a better house—or better still, if they continued to find the suburbs intolerable, they could move back to town.
168943.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
ვინ იცის, იქნებ მათი ცხოვრება ბევრად უფრო სისხლსავსე და ბევრად უფრო საინტერესო გახდეს? და თანაც... თანაც...
Who knew how much broader and more interesting their lives might become? And besides ...besides . . .
168944.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
ის ხელებს იბანდა, ისუნთქავდა საპნისა და ეიპრილის გამოყენებული საწმენდი ფხვნილის სასიამოვნო სურნელს, სარკეში შენიშნა, ბევრად უკეთ და ცოცხლად გამოიყურებოდა.
He was washing his hands, breathing the good smell of soap and the aromatic fumes of April’s scouring powder, noticing that his face in the mirror looked ruddier.
168945.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ „ნოქსი“, „ნოქს ინტერნეშნელის“ მეშვეობით, ქსელს გააფართოებს და კომპიუტერებს საზღვარგარეთაც გაყიდის.
Wasn’t there a good chance that Knox, through Knox International, might soon be expanding its promotion of computers abroad?
168946.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
„თქვენ და მისის უილერი სრულებით არ შეესატყვისებით ამერიკელი ბიზნესმენების შესახებ ჩამოყალიბებულ სტერეოტიპს“, – ასე ჰენრი ჯეიმზისეულად იტყვის ვენეციელი გრაფინია, ვიდრე ტკბილ ვერმუტს აგემოვნებენ ბალუსტრადაზე, დიდ არხს რომ გადაჰყურებს...
"You and Mrs. Wheeler are so very unlike one’s preconceived idea of American businesspeople," a Henry James sort of Venetian countess might say as they leaned attractively on a balustrade above the Grand Canal, sipping sweet vermouth...
168947.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
და სარკეში არეკლილ გულისხმიერ და ურყევ სახეს, საპასუხოდ თავი რომ დაუკრა, ახლებური მოწიფულობა და ვაჟკაცურობა ეტყობოდა.
And there was a new maturity and manliness in the kindly, resolute face that nodded back at him in the mirror.
168948.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
ამან და სულ უფრო მზარდმა, აუხსნელმა შიშმა აიძულა, ჩამოეღო და გაეხსნა.
It was this as much as his unaccountable, rising fear that made him take it down and open it.
168949.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
– ყური მიგდე, – თქვა ფრენკმა, – ამით რა ჯანდაბის გაკეთებას ფიქრობ?
"Listen," he said. "Just what the hell do you think you’re going to do with this?"
168950.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
– და შენი აზრით, შენ რის გაკეთებას აპირებ? – ჰკითხა ეიპრილმა.
"And what do you think you’re going to do?" she said.
168951.
ამბოხის გზა | ნაწილი 2, თავი VI
– გგონია, შემაჩერებ?
"Do you think you’re going to stop me?"
168952.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
დროის გაზომვისა და შეფასების უნარი ჩვენი სიმშვიდის თითქმის ამოუწურავი წყაროა.
Our ability to measure and apportion time affords an almost endless source of comfort.
168953.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– საათები გავასწოროთ: ექვსი საათი და ნული-ნული წუთია, – ამბობს ქვეითი ჯარის კაპიტანი და მისი ხელქვეითი ლეიტენანტებიდან თითოეული შიშს დროებით ივიწყებს, ვიდრე ორ პაწაწინა ისარს იუველირის სიზუსტით ასწორებს, ვიდრე მათ თავს ზემოთ მძიმე არტილერია გრუხუნებს:
"Synchronize watches at oh six hundred," says the infantry captain, and each of his huddled lieutenants finds a respite from fear in the act of bringing two tiny pointers into jeweled alignment while tons of heavy artillery go fluttering overhead:
168954.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
„მშვენიერია, ჯერჯერობით ყველაფერი თავის დროზე ხდება“.
Fine: so far, everything’s happening right on time.
168955.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– ჩემი პირველი ცოლი გაზაფხულზე გარდაიცვალა...“, და უეცრად შიში იპყრობს.
"My first wife passed away in the spring of—" and for a moment he is touched with terror.
168956.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
რომელ გაზაფხულზე? წარსულის? მომავლის?
The spring of what? Past? Future?
168957.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
ყოველი გაზაფხული ხომ დედამიწის ქერქის უჯრედების სულელური გადაჯგუფებაა, სანამ დედამიწა მზის გარშემო დაუსრულებლად ტრიალებს?
What is any spring but a mindless rearrangement of cells in the crust of the spinning earth as it floats in endless circuit of its sun?
168958.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
თავად მზე სხვა რა არის, თუ არა ერთ-ერთი მილიარდობით უგრძნობელი ვარსკვლავიდან და ისინი მარადიულად მოგზაურობენ არსაიდან არსად. დაუსრულებლობა!
What is the sun itself but one of a billion insensible stars forever going nowhere into nothingness? Infinity!
168959.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
მაგრამ სულ მალე მის თავის ტვინში სისხლძარღვების შემბრალებელი სარქვლები და სინაფსები თავიანთ რუტინულ სამუშაოს იწყებენ და „ათას ცხრაას ექვსში,“ – შეუძლია თქვას.
But soon the merciful valves and switches of his brain begin to do their tired work, and "The spring of Nineteen-Ought-Six," he is able to say.
168960.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– „ოჰ, არა, მოიცათ...“ – და გალაქტიკების ტრიალისგან სისხლი ისევ ცივდება. „მოიცათ! ათას ცხრაას ოთხში“.
"Or no, wait—" and his blood runs cold again as the galaxies revolve. "Wait! Nineteen-Ought—Four".