მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168961.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
ათას ცხრაას ათი, ათას ცხრაას ოცი – რა თქმა უნდა, ახსენდება! – ათას ცხრაას ოცდაათი, ათას ცხრაას ორმოცი და ასე გრძელდება მისი მართებულად დამსახურებული აწმყოსა და მომავლის ალერსიან დაპირებამდე.
Nineteen-Ten, Nineteen-Twenty— of course he remembers!—Nineteen-Thirty, Nineteen-Forty, right on up to the well-deserved peace of his present and on into the gentle promise of his future.
168962.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
დედამიწას უსაფრთხოდ შეუძლია დაუბრუნდეს თავის დიდსულოვან უმოძრაობას – ეს ახლად ამოსული ბალახი დაყნოსეთ!
The earth can safely resume its benevolent stillness—Smell that new grass!
168963.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
„დიახ, სერ, – დარწმუნებით ამბობს ის, – ათას ცხრაას ოთხში“, – და ვარსკვლავები ამაღამ მისი საბოლოო განსასვენებლის მხიარული ნიშნები იქნებიან.
"Yes sir," he can say with authority, "NineteenOught-Four," and the stars tonight will please him as tokens of his ultimate heavenly rest.
168964.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
მან ქაოსში წესრიგი შეიტანა.
He has brought order out of chaos.
168965.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
1955 წლის ადრიანი ზაფხული ორივე უილერისთვის აუტანელი იქნებოდა და ყველაფერი სხვაგვარად მოხდებოდა, რომ არა სამზარეულოს კედელზე ჩამოკიდებული კალენდარი.
The early summer of 1955 might well have been intolerable for both the Wheelers, and might in the end have turned out very differently, if it hadn’t been for the calendar that hung on their kitchen wall.
168966.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
ამ ნაშუადღევს პანიკამ აიძულა იგი, ექიმის კაბინეტიდან გამოსული პირდაპირ აფთიაქში გაქცეულიყო.
Panic had sent her straight to the drugstore the minute she was free of the doctor’s office that afternoon.
168967.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
დრო თავზე საყრელი იყო მართებული გადაწყვეტილების მისაღებად.
There was plenty of time for coming to the right decision.
168968.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– ვიცი, ვიცი, – და ალერსით უსვამდა ხელს ტირილისგან აცახცახებულ მხარზე.
"I know; I know." And he patted her softly weeping shoulder.
168969.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
ეს ცრემლები მის კაპიტულაციას სრულებით არ ნიშნავდა.
These tears didn’t mean she was capitulating.
168970.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
ჯერჯერობით ეს იყო ყველაზე მთავარი.
For the time being, that was all that mattered.
168971.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– იმიტომ რომ, ხომ ხვდები, ერთმანეთის გვერდით უნდა ვიყოთ ამ საკითხში, ხომ ასეა? – ჰკითხა მან.
"Because I mean we’ve got to be together in this thing, haven’t we?" she asked.
168972.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– სხვა შემთხვევაში, აზრი არაფერს აქვს. ხომ ასეა? – რა თქმა უნდა, ასეა.
"Otherwise nothing’s going to make any sense. Isn’t that right?" "Of course it is".
168973.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
ახლა შეგვიძლია ცოტა ვილაპარაკოთ? იმიტომ, რომ რაღაც მაქვს შენთვის სათქმელი.
Can we talk a little now? Because I do have a few things to say.
168974.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
ეს ის თემა არ არის, რომლის გამოც უნდა ვიჩხუბოთ.
It’s just not a thing we can afford to fight about.
168975.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– ვიცი. მისმინე...
I know. Listen . . .
168976.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
ასობით ათასი სიტყვა ითქვა სახლში და გარეთაც, გორაკების გარშემო მანქანით ღამეული სეირნობებისას, გარეუბნისა და ნიუ-იორკის ძვირად ღირებულ რესტორნებში ვახშმობისას.
Their numberless hundreds of thousands of words were spoken indoors and out, on long drives through the hills at night, in expensive country restaurants, and in New York.
168977.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
ორ კვირაში იმაზე მეტჯერ გავიდნენ ქალაქში, ვიდრე მთელი წინა წლის განმავლობაში და მეორე კვირის დასაწყისში ერთ-ერთი ნიშანი, რომლის მიხედვითაც იგი საკუთარ გამარჯვებას ეჭვობდა, ის იყო, რომ ის ფულის ხარჯვას არ ეწინააღმდეგებოდა.
They had as many evenings-out in two weeks as they’d had in the whole previous year, and one of the ways he began to suspect he was winning, early in the second week, was that she didn’t object to spending so much money.
168978.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
მაგრამ იმ დროისთვის ასეთი უმნიშვნელო მინიშნებები აღარ სჭირდებოდა.
But by then he was in little need of such minor indications.
168979.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
თითქმის დასაწყისიდანვე ჩაიგდო ხელში ინიციატივა და სამართლიანად იყო დარწმუნებული გამარჯვებაში.
Almost from the start he had seized the initiative, and he was reasonably confident of victory.
168980.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– ჰო მაგრამ, ფრენკ, ვერ ხვდები, რომ ამას მხოლოდ შენს საკეთილდღეოდ გავაკეთებ? რატომ არ შეიძლება ამის გჯეროდეს ან სცადო მაინც დაჯერება?
"But Frank, don’t you see I only want to do it for your sake? Won’t you please believe that, or try to believe it?"