მოიძებნა 669201 ჩანაწერი
168981.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– როგორ შეიძლება ჩემს საკეთილდღეოდ იყოს, როდესაც ამაზე გაფიქრებისგანაც კი ლამისაა გული ამერიოს?
How can it be for my sake, when the very thought of it makes my stomach turn over?
168982.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
უბრალოდ, ცოტა დაფიქრდი, ეიპრილ, გთხოვ.
Just think a little, April. Please.
168983.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
ამ კამპანიის დასაწყისიდანვე მისი მთავარი ტაქტიკური პრობლემა იყო პირველი წინადადების მოძებნა, რომელიც დასაცავ პოზიციას მიმზიდველად და სასურველად წარმოაჩენდა.
His main tactical problem, in this initial phase of the campaign, was to find ways of making his position attractive, as well as commendable.
168984.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
ამას ეხმარებოდა ქალაქისა და გარეუბნის რესტორნებში სტუმრობა.
The visits to town and country restaurants were helpful.
168985.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– კარგი, – მისი მოსმენის შემდეგ ხანდახან ამბობდა.
"All right," she would say after hearing him out.
168986.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
მართლა გგონია, რომ უფრო ბედნიერი იქნები?
Do you really think you’d be any happier?
168987.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– იმიტომ რომ სწორედ ამას გააკეთებ, ეიპრილ.
Because that’s what you’d be doing, April.
168988.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
დანაშაულს ჩაიდენ საკუთარი არსის წინააღმდეგ. და ჩემისაც.
You’d be committing a crime against your own substance. And mine.
168989.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
ზოგჯერ იგი მსუბუქად საყვედურობდა საკითხის გადაჭარბებულად დრამატიზებისთვის.
Sometimes, gently, she would charge him with overdramatizing the whole thing.
168990.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
მაგრამ სინდისის ქენჯნის შემოტევებს სწრაფადვე იგერიებდა: სიყვარული და ომი ყველაფერს ამართლებს.
But these attacks of conscience were quickly allayed: all was fair in love and war.
168991.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
ამიტომაც თავს უფლება მისცა, ყურადღება თავისი როლის დახვეწაზე გადაეტანა.
And so he freed himself to concentrate on the refinements of his role.
168992.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
ჩვეულებრივი ცხოვრება უნდა გაგრძელებულიყო.
Ordinary life still had to go on.
168993.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
კიდევ აუცილებელი იყო, აეტანა მისის გივინგსი, რომელიც ხან რას იმიზეზებდა დასარეკად და მათთან შესავლელად, ხან რას.
It was also necessary to deal with Mrs. Givings, who lately had found one excuse after another for calling up and dropping in.
168994.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
მთელი კვირა დღე დაკარგეს კემპბელების დაჟინებული მოთხოვნით სანაპიროზე პიკნიკისთვის. ეს ჰოთდოგების, ბავშვების ცრემლების, ქვიშის, ოფლისა და თავბრუდამხვევი დაბნეულობის დღე იყო და ამ ყველაფერმა ისინი იმ საღამოს ლამის ისტერიკამდე მიიყვანა.
One whole Saturday was consumed that way, a picnic at the beach undertaken at the Campbells’ insistence—a day of hot dogs and children’s tears, of sand and sweat and dazzling confusion—and it left them on the brink of hysteria that night.
168995.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– ღმერთო, რა დღე იყო! – თქვა ეიპრილმა ბავშვების საძინებლის კარის გამოხურვისთანავე და ბოლთის ცემას მოჰყვა მისაღებ ოთახში, რაც ყოველთვის უსიამოვნებას მოწმობდა.
"God, what a day," April said as soon as she’d shut the children’s door, and then she began to move stiffly around the living room in a way that always meant trouble.
168996.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
არშიყობისა თუ კამპანიის საწყის ეტაპზევე დაადგინა, რომ მიზნის მისაღწევად ყველაზე უარესი ადგილი ეს ოთახი იყო.
He had learned early in the courtship, or the campaign, that this room was the worst possible place for getting his points across.
168997.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
ნესტიანი ბლუზა და ლურჯი შორტი ეცვა, რომელიც წელში უკვე ვიწრო ჰქონდა.
She was wearing a damp blouse and a pair of blue shorts that were tight across the abdomen.
168998.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
გეგონებოდა, ამბობდა, კარგი, რაკი ასეა, უცქირე.
All right, look at them, she seemed to be saying.
168999.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
საკმარისად „ქალურია“ ისინი შენთვის თუ არა?
Are they "womanly" enough for you?
169000.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
ცოტა ხნის შემდეგ დივანზე დაჯდა და უხალისოდ დაიწყო ძველი ჟურნალების თვალიერება.
After a while she sat heavily on the sofa and began a lethargic picking-over of old magazines.