მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169001.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– მართლაც ჩემზე მეტად ზნეობრივი ადამიანი ხარ, ფრენკ, ჩემი აზრით, სწორედ ამიტომაც ვარ შენით აღტაცებული.
You really are a much more moral person than I am, Frank. I suppose that’s why I admire you.
169002.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
ეტყობოდა, რომ ამაზე დიდხანს ფიქრობდა.
She seemed to think this over for a long time.
169003.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
განა „ზნეობრივი“ იგივე არ არის, რაც „საყოველთაოდ მიღებული“?
"Don’t "moral" and "conventional" really mean the same thing?"
169004.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
ეს მანიპულატორი, არასანდო... ღმერთო ჩემო!
Of all the insinuating, treacherous little—Christ!
169005.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
ცოლქმრული ცხოვრების ნებისმიერ სხვა პერიოდში წამოხტებოდა და უყვირებდა:
And in any other time of his married life he would have been on his feet and shouting:
169006.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
მისმინე! – მიეჭრებოდა მას.
"Listen!" he would have raged at her.
169007.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– მისმინე! შეიძლება, ასე ცხოვრობდნენ შენი მშობლები; შეიძლება ამ მოდურ, სასიამოვნოდ ამაღელვებელ განავალში იზრდებოდი შენც, მაგრამ ამას, ღმერთმა დასწყევლოს, საერთო არაფერი აქვს რეალურ ცხოვრებასთან“.
Listen! Maybe that’s the way your parents lived; maybe that’s the kind of chic, titillating crap you were raised on, but it doesn’t have a God damned thing to do with the real world.
169008.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
კიდევ თორმეტი დღე იყო დარჩენილი.
There were twelve days to go.
169009.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
როდესაც სპაზმი მოეშვა, ძალიან ხმადაბლა თქვა: – საყვარელო, ვიცი, რომ დაღლილი ხარ. არ არის ახლა ამაზე ლაპარაკი საჭირო.
When the spasm was over he said, very quietly: "Baby, I know you’re tired. We shouldn’t be talking about it now".
169010.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
სახეზე ისეთი გულწრფელი დაბნეულობა ეწერა, მას შეხედვაც კი არ შეეძლო.
Her face was so innocently confused that he couldn’t look at it.
169011.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– ვერ გაიგე, ფრენკ? მართლა ვერ ვხვდები განსხვავებას.
Don’t you see, Frank? I really don’t know the difference.
169012.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
უბრალოდ ვთქვი, რომ არსებული განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით, ერთადერთ გააზრებულ ნაბიჯად ჩანს წინ სვლა და...
I’ve simply said that under these particular circumstances, it seems pretty obvious that the only mature thing to do is go ahead and...
169013.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– ისევ იქ ვართ, – უპასუხა მან, – ვერ ხვდები? ასევე არ ვიცი, რას ნიშნავს „გააზრებული“ და შეგიძლია, მთელი ღამე ილაპარაკო, მე კი მაინც ვერაფერს გავიგებ.
"But there we are again," she said. "You see? I don’t know what "mature" means, either, and you could talk all night and I still wouldn’t know".
169014.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
ეს ყველაფერი ჩემთვის მხოლოდ სიტყვებია, ფრენკ.
It’s all just words to me, Frank.
169015.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
გიყურებ, როცა ლაპარაკობ და ვფიქრობ: საოცარი არ არის? მართლაც ასე ფიქრობს; ეს სიტყვები მისთვის რეალურად რაღაცას ნიშნავს.
I watch you talking and I think: Isn’t that amazing? He really does think that way; these words really do mean something to him.
169016.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
ოჰ, არა, მანდ დარჩი.
Oh no, stay there.
169017.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
გთხოვ, მანდ იჯექი, უბრალოდ ვცადოთ, რომ ვილაპარაკოთ, კარგი?
Please stay sitting there, and let’s just sort of try to talk. Okay?
169018.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
წამოდგა, სინათლე ჩააქრო და წაიბუტბუტა: – ცოტათი მაინც აგრილდება, – თუმცა სიბნელე არ დახმარებია.
He got up and turned off all the lights, murmuring "Cool the place off a little," but the darkness didn’t help.
169019.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
ეს ჩიხი იყო.
This was deadlock.
169020.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
თუ ყველაფერი, რაც თქვა, „მხოლოდ სიტყვები“ იყო, მაშინ რაღა აზრი აქვს ლაპარაკს?
If everything he said was "just words," what was the point of talking?