მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169021.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
თავისი სურვილისგან თითქმის დამოუკიდებლად, უკან დაიხია და თავისი უკანასკნელი ტაქტიკური ხერხი, უაღრესად სარისკო მანევრი გამოიყენა, რომელსაც აქამდე რეზერვად ინახავდა შესაძლო დამარცხების თავიდან ასაცილებლად.
Almost independent of his will, it had fallen back and begun to employ his final tactic, the dangerous last-ditch maneuver he had hoped to hold in reserve against the possibility of defeat.
169022.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
მისი გამოყენება წინდაუხედაობა იყო – კიდევ თორმეტი დღე რჩებოდა, მაგრამ რაკი დაიწყო, გაჩერება ვეღარ შეძლო.
It was reckless—there were still twelve days to go—but once he had started he couldn’t stop.
169023.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– ყური მიგდე, შეიძლება ისე გამოჩნდეს, თითქოს ვფიქრობ, რომ მართლაც რაღაც „საშინელება“ ხდება შენს თავს.
Look, this may sound as if I think there is something "awful" the matter with you.
169024.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
მაგრამ ჩემი აზრით, არსებობს ამ თემის ერთი-ორი ასპექტი, რასაც ჯერ არ შევხებივართ და მგონია, რომ უნდა შევეხოთ.
I do think, though, that there’s one or two aspects to this thing we haven’t really touched on yet, and I think we ought to.
169025.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
მას პასუხი არ გაუცია და სიბნელეში ვერც არჩევდა, უსმენდა თუ არა.
She didn’t answer, and in the darkness he could only guess at whether she was listening or not.
169026.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– იმას გულისხმობ, რომ სულიერი აშლილობა მაქვს?
"You mean I’m emotionally disturbed".
169027.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– ეს არ მითქვამს!
"I didn’t say that!"
169028.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
შესაძლებელია თუ არა, რომ იმდროინდელი დაბნეულობა მის ქცევაში ახლაც იყოს შემორჩენილი?
But wasn’t it just possible that something of the same confusion might still exist in her attitude?
169029.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– მე ხომ ორი შვილი გავაჩინე, – თქვა მან.
"But I’ve had two children," she said.
169030.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– ეს ჩემ სასარგებლოდ არ მეტყველებს?
"Doesn’t that count in my favor?"
169031.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
ერთხანს მისი ხმის სიბნელეში გაჟღერებას დააცადა.
He let these words reverberate in the darkness for a while.
169032.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– თითქოს ბავშვების ყოლა სასჯელია.
As if having children were a punishment.
169033.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
თითქოს ორის ყოლა „შენ სასარგებლოდ“ უნდა ჩაითვალოს და სხვების გაჩენის ყოველგვარი ვალდებულებისგან გაგათავისუფლოს.
As if having two of them could "count in your favor" as a credit against any obligation to have another?
169034.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
და ისიც, როგორ ამბობ ამას – მუდამ თავს იცავ, მუდამ მზად ხარ დაპირისპირებისთვის.
And the way you said it, too—all defensive, all ready to fight.
169035.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
ღმერთო, ეიპრილ, თუ ამ ფორმით ლაპარაკი გინდა, სხვა სტატისტიკით შემიძლია გიპასუხო: სამი ორსულობა გქონდა და აქედან ორზე აბორტი გინდოდა.
Jesus, April, if you want to talk that way I can come right back at you with another statistic: you’ve had three pregnancies and you’ve wanted to abort two of them.
169036.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
ოჰ, მისმინე, – ისეთი ალერსიანი ხმა ჰქონდა, თითქოს ჯენიფერს ელაპარაკებოდა, – მისმინე, საყვარელო.
"Oh, look." He made his voice very gentle, as if he were talking to Jennifer. "Look, baby".
169037.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
იმის თქმას ვცდილობ, რომ, შეიძლება, ამ თემას მთლიანობაში რაციონალურად ვერ აღიქვამ.
All I’m trying to suggest is that you don’t seem to be entirely rational about this thing.
169038.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
მინდა, ცოტათი იფიქრო ამაზე, სულ ესაა.
I just wish you’d think about it a little, that’s all.
169039.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– კარგი, – თქვა პირქუშად, – კარგი, დავუშვათ, რაც თქვი, ყველაფერი სიმართლეა, დავუშვათ, გრძნობებს აყოლილი, იმპულსურად ვმოქმედებ თუ რა ვიცი, როგორც ჰქვია. მერე რა?
"All right," She said bleakly. "All right, suppose all this is true. Suppose I’m acting out a compulsive behavior pattern, or whatever they call it. So what?"
169040.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
პირისპირ შევხედო ამ პრობლემებს და ხვალ დილიდან სხვა ადამიანად ცხოვრება დავიწყო თუ როგორ?
Am I just supposed to Face Up to my Problems and start being a different person tomorrow morning, or what?