მოიძებნა 668068 ჩანაწერი
16881.
ქართველოლოგი | ტომი 17, უძველესი ქართული გალობა წმიდა კოლაელ ყრმათა წამებაში
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოძღვრის მიერ წარმოთქმული საგალობელი ქართული გალობის უძველესი ნიმუშია, რომლის კვლევა მომავალშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს არამარტო ძველი ქართული ლიტერატურის, არამედ ქართული საეკლესიო გალობის ისტორიის, ქრისტიანული ღვთისმსახურების ისტორიის, საერთოდ თეოლოგიის მთელი რიგი საკითხების შესწავლაში.
It is safe to say that the hymn intoned by the priest is the oldest model of Georgian hymn and researching it in the future will play an important role in the study not only of questions of old Georgian literature, but the history of Georgian church hymn, history of Christian church service and theology in general.
16882.
ქართველოლოგი | ტომი 17, უძველესი ქართული გალობა წმიდა კოლაელ ყრმათა წამებაში
მას არ გააჩნდა სტოა.
It didn’t have a porch.
16883.
ქართველოლოგი | ტომი 17, შაირობის რუსთველური თეორიის მიმართებისათვის ანტიკურ ტრადიციასთან
შაირობის რუსთველური თეორიის მიმართებისათვის ანტიკურ ტრადიციასთან.
Towards the relation of rustaveli’s poetic theory to the classical tradition.
16884.
ქართველოლოგი | ტომი 17, შაირობის რუსთველური თეორიის მიმართებისათვის ანტიკურ ტრადიციასთან
წინამდებარე გამოკვლევის ძირითადი მიზანია, დასაბუთებული იქნეს რუსთველოლოგიურ კვლევებთან მიმართებით გამოთქმული ახალი თვალსაზრისი, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ვეფხისტყაოსნის პროლოგისეული შაირობის თეორია მიჩნეულია რუსთველის ორიგინალურ პოეტიკურ-ესთეტიკური და იმავდროულად, ეთიკურ-ფილოსოფიური ხასიათის კონცეფციად.
The main purpose of the present study is to argue a new point of view put forth in relation to Rustaveli Studies. In particular, the poetic theory from the Prologue to The Man in the Panther’s Skin (MPS) is considered to be Rustaveli’s original conception of aesthetic and simultaneously ethical and philosophical character.
16885.
ქართველოლოგი | ტომი 17, შაირობის რუსთველური თეორიის მიმართებისათვის ანტიკურ ტრადიციასთან
რაში მდგომარეობს შაირობის რუსთველური თეორიის ინოვაციურობა?
Wherein lies the innovative character of Rustaveli’s poetic theory?
16886.
ქართველოლოგი | ტომი 17, შაირობის რუსთველური თეორიის მიმართებისათვის ანტიკურ ტრადიციასთან
სტატიის თანახმად, იმაში, რომ ვეფხისტყაოსნის ავტორის მიერ საზოგადოდ პოეზია - ე.ი., როგორც შაირობა ანუ პოეტის მიერ თავისი მხატვრული ნაწარმოების შექმნისა და მასთან მსმენელის / მკითხველის ზიარების პროცესი, ისე შაირი ანუ ამ პროცესის შედეგი, საკუთრივ პოეტური ქმნილება, - გამოცხადებულია, ერთი მხრივ, პოეტიკურ-ესთეტიკური, ხოლო, მეორე მხრივ, ეთიკურ-ფილოსოფიური თვალსაზრისით, სიკეთედ („კარგი”)
According to the paper, it lies in the following: poetry in general - i.e. both the process of the creation of an artistic work by the poet, as well as its perception by the listener / reader (shairoba), and the product of this process, the poetical work itself (shairi) - is pronounced by the author of the MPS to be goodness ( kargi)
16887.
ქართველოლოგი | ტომი 17, შაირობის რუსთველური თეორიის მიმართებისათვის ანტიკურ ტრადიციასთან
რამდენადაც ის არის, ეთიკურ-ფილოსოფიური თვალსაზრისით: უპირველეს ყოვლისა, 1) სიბრძნის ნაყოფი, 2) ღვთაებრივი, 3) ღვთაებრივად გონებითშესამეცნებელი, 4) მსმენელთათვის დიდად სასარგებლო, და, ამასთანავე, 5) [პოეზიის] მოსმენისათვის გამოსადეგი ადამიანისათვის ამქვეყნადაც სასიამოვნო; ხოლო, პოეტიკურ-ესთეტიკური თვალსაზრისით: 1) მოკლედ თქმული, 2) გრძელი სიტყვა.
from the poetic and aesthetic standpoint, on the one hand, and from the ethical and philosophical viewpoint, on the other, inasmuch as it is, from the ethical and philosophical standpoint: first of all, 1) the fruit of wisdom, 2) divine, 3) divinely intelligible, 4) highly useful for the listeners; and, also, 5) it is pleasant in this world as well, for a person fit to listen to [poetry]; and as to the poetic and aesthetic standpoint, it is: 1) shortly told, 2) long word.
16888.
ქართველოლოგი | ტომი 17, შაირობის რუსთველური თეორიის მიმართებისათვის ანტიკურ ტრადიციასთან
სტატიის ავტორის დასკვნით, შაირობის რუსთველური თეორიის მეთოდოლოგიური წყაროებია: პლატონის სახელმწიფო, არისტოტელეს პოეტიკა და ნიკომაქეს ეთიკა, კერძოდ, მისი VIII და X წიგნები.
According to the author of the paper, the methodological sources of Rustaveli’s poetic theory are: Plato’s Republic , Aristotle’s Poetics and Nicomachean Ethics, in particular, books VIII and X.
16889.
ქართველოლოგი | ტომი 17, შაირობის რუსთველური თეორიის მიმართებისათვის ანტიკურ ტრადიციასთან
ვეფხისტყაოსნის პროლოგში შაირობის ანუ პოეზიის შესახებ მსჯელობა შემდეგი სტროფით იწყება:
In the Prologue to The Man in the Panther’s Skin (MPS) the reasoning about the definition of shairoba / minstrelsy, i.e. poetry begins with the following stanza:
16890.
ქართველოლოგი | ტომი 17, შაირობის რუსთველური თეორიის მიმართებისათვის ანტიკურ ტრადიციასთან
ის გარემოება, რომ ზემოციტირებული მე–12 სტროფი შაირობის რუსთველური თეორიის ამსახველ სტროფთაგან მართლაც უმნიშვნელოვანესია, ვფიქრობ, საგანგებო მსჯელობას არ საჭიროებს.
That the 12<sup>th</sup> / 19<sup>th</sup> stanza just cited is the most important of those reflecting the poetic theory of Rustaveli does not seem to need much discussion.
16891.
ქართველოლოგი | ტომი 17, შაირობის რუსთველური თეორიის მიმართებისათვის ანტიკურ ტრადიციასთან
მართლაც, დანარჩენ ანუ 13–17 სტროფებში რუსთველი საუბრობს მხოლოდ სხვადასხვა კატეგორიის მელექსეებზე.
Indeed, in the other, i.e. 20<sup>th</sup>-24<sup>th</sup> / 13<sup>th</sup>-17<sup>th</sup> stanzas the author of the MPS speaks only about poets of various categories.
16892.
ქართველოლოგი | ტომი 17, შაირობის რუსთველური თეორიის მიმართებისათვის ანტიკურ ტრადიციასთან
ესენია: „გამოცდილი მელექსე” ანუ ჭეშმარიტი პოეტი, იმგვარი მელექსე, რომელსაც „მოშაირე არა ჰქვიან” , ე.წ. „მეორე ლექსი ცოტაის” და ე.წ. „მესამე ლექსის” შემქმნელი პოეტები.
These are: a veritable poet (lit.: "experienced...", i.e. well-known "...poet"; a kind of rhymester, who "cannot be called a poet", the poet of the so-called "second minor poem", and the poet of the so-called "third poem".
16893.
ქართველოლოგი | ტომი 17, შაირობის რუსთველური თეორიის მიმართებისათვის ანტიკურ ტრადიციასთან
რაც შეეხება შაირობის არსს, შაირის დეფინიციას, მის განმარტებას, იმას, თუ რა არის საზოგადოდ პოეზია, ამის თაობაზე მთელი შაირობის თეორიის ფარგლებში რუსთველი მხოლოდ ერთხელ, სწორედ მე–12 სტროფში მსჯელობს.
But the reasoning about the essence of minstrelsy, the definition of poetical work,the concept of poetry in general is found only once in Rustaveli’s entire poetic theory, precisely in the 19<sup>th</sup> / 12<sup>th</sup> stanza.
16894.
ქართველოლოგი | ტომი 17, შაირობის რუსთველური თეორიის მიმართებისათვის ანტიკურ ტრადიციასთან
ამდენად, ნათელია, რომ მასში გადმოცემული პოეტიკური კონცეფციის არსის ამოცნობის გარეშე შეუძლებელია მომდევნო სტროფების ანუ მთლიანად შაირობის რუსთველური თეორიის გააზრება.
Hence it is obvious, that without comprehension of the essence of the poetic conception reflected in it, it is impossible to understand fully the subsequent strophes, i.e. Rustaveli’s whole poetic theory.
16895.
ქართველოლოგი | ტომი 17, შაირობის რუსთველური თეორიის მიმართებისათვის ანტიკურ ტრადიციასთან
როგორია მე–12 სტროფის სტრუქტურა?
What is the structure of the 19<sup>th</sup> / 12<sup>th</sup> stanza?
16896.
ქართველოლოგი | ტომი 17, შაირობის რუსთველური თეორიის მიმართებისათვის ანტიკურ ტრადიციასთან
სრულიად აშკარაა, რომ მასში ჩამოთვლილია შაირობის, შაირის ნიშან–თვისებები.
Clearly enough it lists the characteristic features of shairoba / shairi, i.e. poetry.
16897.
ქართველოლოგი | ტომი 17, შაირობის რუსთველური თეორიის მიმართებისათვის ანტიკურ ტრადიციასთან
მათი რიცხვი, ფორმალურად, რვას შეადგენს.
Formally, their number is eight.
16898.
ქართველოლოგი | ტომი 17, შაირობის რუსთველური თეორიის მიმართებისათვის ანტიკურ ტრადიციასთან
ერთი შეხედვით, ეს თვისებები, თითქოს, არაერთგვაროვანია და ამდენად, ზედაპირული ანალიზის შემთხვევაში გაუგებარია, ისინი რაიმე ერთიან, მწყობრ პოეტიკურ კონცეფციას ქმნიან, თუ მხოლოდ ცალკეული თვისებების უსისტემო ჩამონათვალია.
At first sight, it seems that these features are non-uniform, and hence in the case of a superficial analysis, it is unclear whether they create a single, harmonious concept of poetry or we are dealing with an unsystematic listing of separate features.
16899.
ქართველოლოგი | ტომი 17, შაირობის რუსთველური თეორიის მიმართებისათვის ანტიკურ ტრადიციასთან
ასე მაგალითად, შაირობა ანუ პოეზია არის „საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი” და მეორე მხრივ, „აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი...” ანუ ის ამქვეყნადაც სიამოვნების მომნიჭებელია.
Thus, for example, poetry is "divine, divinely intelligible", and on the other hand, "a listener will be pleased also here [below]..." i.e. it affords pleasure in this world too.
16900.
ქართველოლოგი | ტომი 17, შაირობის რუსთველური თეორიის მიმართებისათვის ანტიკურ ტრადიციასთან
არათანმიმდევრულობის შთაბეჭდილებას ქმნის ის გარემოებაც, რომ განსახილველი ჩამონათვალი იწყება ეთიკურ–ფილოსოფიური ტერმინებით, მაგრამ მთავრდება სამი იმგვარი ტერმინით, რომელთაგან პირველი ორი, უდაოდ, პოეტიკურ–ესთეტიკური ხასიათისაა („გრძელი სიტყვა” და „მოკლედ ითქმის”).
An impression of inconsistency is also created by the list under discussion beginning with ethical and philosophical terms (the first five features of poetry), but ending with three terms of which the first two are doubtless of poetic and aesthetic character - "a long discourse" (lit.: "a long word") and "in few words he utters" (lit.: "is told shortly").