მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169041.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– ოჰ, საყვარელო, ეს ხომ ასე მარტივია.
"Oh, baby," he said. "It’s so simple".
169042.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
ესე იგი, თუ გააცნობიერებ, რომ გარკვეული ტიპის ემოციურ სირთულეებს გრძნობ, თუ ამგვარი პრობლემის არსებობას გააცნობიერებ, ესე იგი მას რაღაც უნდა მოვუხერხოთ, ხომ ასეა?
I mean assuming you are in some kind of emotional difficulty, assuming there is a problem of this sort, don’t you see there is something we can do about it?
169043.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
რაღაც სრულიად ლოგიკური და ხელშესახები უნდა მოვიმოქმედოთ.
Something very logical and sensible that we ought to do about it.
169044.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– ფსიქოანალიტიკოსთან უნდა წავიდეთ.
"We ought to have you see a psychoanalyst".
169045.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
მან ამოიოხრა.
He issued a sigh.
169046.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– ხედავ, რას აკეთებ, როცა ასეთ რაღაცებს ამბობ? მებრძვი.
You see what you’re doing, when you say a thing like that? You’re fighting with me.
169047.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
და რაც უარესია, საკუთარ თავს ებრძვი.
And what’s worse, you’re fighting with yourself.
169048.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
სავარაუდოდ, ორი ზრდასრული ადამიანი ვართ და თუ ერთ ჩვენგანს დახმარება სჭირდება, დავსხდეთ და ამაზე ვიმსჯელოთ, როგორც ზრდასრულებს შეეფერებათ.
We’re two supposedly adult human beings, and if one or the other of us needs this kind of help we ought to be able to talk it over in an adult way.
169049.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
გპირდები.
I promise you.
169050.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– შეიძლება, ახლა ამაზე ლაპარაკი შევწყვიტოთ? დაღლილობისგან მკვდარი ვარ.
"Could we sort of stop talking about it now? I’m dead tired".
169051.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
სასმელი ბოლომდე დალია და მას მარცხის გემო ჩაატანა.
He finished his drink with a foretaste of defeat.
169052.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
მაგრამ მეორე დღემ მის პოზიციას ახალი ძალები შემატა სრულიად მოულოდნელი წყაროდან: კვირა დღე იყო – ჯონ გივინგსის მეორე სტუმრობის დღე.
But the next day brought fresh reserves of strength to his position from an unexpected source: it was the Sunday of John Givings’s second visit.
169053.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
თავიდან მისი იერი და ლაპარაკის მანერა ისეთი შემაშფოთებელი იყო, ფრენკმა ვერც კი გაიაზრა, ვიზიტს ერთგვარად სასარგებლო, ხელსაყრელი შედეგიც თუ ექნებოდა.
The sight and the sound of him was so unnerving, at first, that it was some time before Frank began to see how this visit might have a certain beneficial, cautionary effect.
169054.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
ამის შემდეგ შეძლებს თქვას, რომ არ ადარდებს, თუ თვითონაც შეშლილია?
Could she still say, after this, that she didn’t care if she was crazy too?
169055.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– სექტემბერი თქვით? აღარ მახსოვს.
"September, did you say? I don’t remember".
169056.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– კიდევ ერთ თვეს მაინც აქ იქნებით, არა?
You’ll be around another month, though, anyway; right?
169057.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– ეი, სხვათა შორის, ბავშვები სად გყავთ, ხალხო?
Hey, by the way, where do you people keep your kids?
169058.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
ყოველ კვირას დადიან დაბადების დღეზე თუ რა ხდება?
They go to birthday parties every Sunday, or what?
169059.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– დღევანდელ შუადღეს მეგობრებთან ატარებენ, – თქვა ეიპრილმა.
"They’re visiting friends this afternoon," April said.
169060.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
თუ შვილები მეყოლებოდა.
If I had any kids.