მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169081.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– მამა! გითხარი არ გამაწყვეტინო-მეთქი, არა? ხომ გითხარი?
Pop! I told you not to interrupt me, didn’t I? Didn’t I?
169082.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
არ გამაწყვეტინო, როცა ვლაპარაკობ.
Don’t interrupt me when I’m talking.
169083.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
უკვე წასვლის დროა.
It’s time to go.
169084.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
ის ქვის კედელს აეკრა.
He had backed himself up against the stone wall.
169085.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
ისეთი სასოწარკვეთილი იხედებოდა აქეთ-იქით, თითქოს იარაღს ეძებსო და ერთი წამით ფრენკი შეშინდა, კედლიდან ქვა არ გამოეჩიჩქნა სასროლად.
He was looking desperately around as if for a weapon, and for a second Frank was afraid he might pick a rock out of the wall and throw it.
169086.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– ნუ მაწყვეტინებ, სულ ესაა. თუ რამის თქმა გინდა, მოითმინე, ვიდრე მე დავასრულებ ლაპარაკს!
"Don’t interrupt me, that’s all. You got something to say, you can save it till I finish talking".
169087.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– კარგი, ჯონ, – ბუტბუტებდა ჰოვარდ გივინგსი.
"All right, John," Howard Givings murmured.
169088.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– დღეს არ უნდა მოვსულიყავით.
We shouldn’t have come today.
169089.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– ღმერთო, – თქვა ეიპრილმა, როცა სტუმრების წასვლის შემდეგ ცივი ჩაის ჭიქებს რეცხავდა, – წარმომიდგენია, როგორი ბავშვობა ჰქონდა.
"Lord," April said, washing out the iced-tea glasses when the visitors had gone, "I wonder what his childhood was like".
169090.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– არა მგონია, დიდებული ყოფილიყო – ასეთი მშობლების ხელში.
"Couldn’t have been very great, I guess, with a pair of parents like that".
169091.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– მაგრამ მას მაინც მშობლები ჰყავდა, იმაზე მეტი ემოციური უსაფრთხოება უნდა ეგრძნო, ვიდრე მე.
But at least he had a pair of parents, so at the very least he must have had more emotional security than me.
169092.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
მაგრამ ათ საათზე მან ზავი დაარღვია.
But at ten o’clock, she broke the truce.
169093.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– ერთგვარად, ქალად ყოფნის უარყოფაა. ამას გულისხმობდი?
"Sort of a denial of womanhood," she said. "Is that how you’d put it?"
169094.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– რას ვგულისხმობდი? რაზე ლაპარაკობ?
"Is that how I’d put what? What’re you talking about?"
169095.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
ნამდვილი ქალები არ არიან, ქალებად ყოფნა არ უნდათ თუ რაღაც?
They’re not really women, or don’t want to be women, or something?”
169096.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– საყვარელო, არ ვიცი, – ალერსით უპასუხა მან, გული კი მადლიერებით შეეკუმშა.
"Baby, I don’t know," he said kindly, while his heart thickened in gratitude.
169097.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
ვფიქრობ, ქალებში საკმაოდ გავრცელებული უნდა იყოს; ზუსტად არ ვიცი.
I guess this is supposed to be fairly common among women; I don’t know.
169098.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
დიდი ხნის წინ წავიკითხე, მაგრამ მთავარი აზრი ეს იყო.
I read it a long time ago, but that was the general idea.
169099.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
მაგრამ ქალმა ინფორმაცია ისე მიიღო, განსაკუთრებული გაკვირვება არ გამოუხატავს.
But she seemed able to absorb the information with no particular surprise.
169100.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
მუხლებზე იდაყვებით დაყრდნობილს, ნიკაპი ხელებზე ედო და სადღაც შორს, სივრცეში იცქირებოდა.
She was looking off into space with her chin in her two cupped hands and both elbows on her knees.