მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169101.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
დაბნეულობა ეტყობოდა, სულ ეს იყო.
She looked perplexed; that was all.
169102.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– ნებისმიერ შემთხვევაში, – განაგრძო ფრენკმა, – დარწმუნებული ვარ, შეცდომაა მხოლოდ წიგნებში ამოკითხულზე დაყრდნობით დასკვნების ჩამოყალიბება. ვინ იცის?
"In any case," he went on, "I’m sure it’s probably a mistake to try and draw your own conclusions from the things you read in books. Who knows?"
169103.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– ასე მგონია, საღ აზრს თუ მოვუხმობთ, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ზოგადად, პატარა გოგონების უმრავლესობას სურს, ბიჭი იყოს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს სურვილი ქრება, ისინი აკვირდებიან დედებს, აღაფრთოვანებთ მათი მაგალითი და მიბაძვა სურთ – შენც ხვდები, რას ვამბობ: მოხიბლონ მამაკაცი, შექმნან ოჯახი, ჰყავდეთ შვილები და ასე შემდეგ.
I think we can assume, though, just on the basis of common sense, that if most little girls do have this thing about wanting to be boys, they probably get over it in time by observing and admiring and wanting to emulate their mothers—I mean you know, attract a man, establish a home, have children and so on.
169104.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
არ ვიცი, ეს ყველაფერი ძალიან ბუნდოვანი და რთულია... მოსაგვარებლად რთული, ჩემი აზრით.
I don’t know; all these things are very obscure and hard to—hard to get hold of, I guess.
169105.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
გაახსენდა, პირველად როდის დაინახა, მრავალი წლის წინ – მაღალი, ამაყი, გამორჩეულად უმაღლესი შეფასების ღირსი გოგონა.
He was reminded of the way he had first seen her, long ago—a tall, proud, exceptionally first-rate girl.
169106.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– შენი აზრით, როგორ უნდა ვიპოვოთ? – იკითხა მან. – ფსიქოანალიტიკოსს ვგულისხმობ.
"How do you suppose we’d go about finding one?" she asked. "A psychiatrist, I mean".
169107.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
– კარგი, – თქვა მან, – მგონი, მართალი ხარ. მეტი არც არაფერია სალაპარაკო, არა?
"Okay," she said. "I guess you’re right. I guess there isn’t much more to say, then, is there?"
169108.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი I
დასაწყისისთვის, დღეს შინ დარჩენა გადაწყვიტა.
For a start, he decided he would stay home today.
169109.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
საბანაო ტრუსებში გამოწყობილები, მხრებზე წამოსასხამივით მოხვეული პირსახოცებით, ის და მაიკლი მისაღებ ოთახში ხალიჩაზე იდგნენ.
She and Michael were standing in their bathing suits on the living room carpet, with towels drawn around their shoulders like cloaks.
169110.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
გაზონის სარწყავით წუწაობდნენ, როდესაც დედამ ორივეს სახლში შესვლა სთხოვა, რომ „გამშრალიყვნენ, რძე დაელიათ და ფხვიერი ნამცხვარი ეჭამათ“, მაგრამ ამასთან, ორივე მშობელმა ოფიციალურად აცნობა მათ, რომ შემოდგომაზე საფრანგეთში აღარ გაემგზავრებოდნენ.
They’d been playing in the lawn sprinkler, and their mother had called them indoors ostensibly to "dry off for a minute and have some milk and cookies," but also, as it turned out, to hear a formal announcement, from both parents, that they weren’t going to France after all.
169111.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
– იმიტომ, რომ მამიკომ და დედიკომ გადაწყვიტეს, რომ უკეთესია, ახლა არ წავიდეთ, – თქვა ეიპრილმა.
"Because Daddy and Mommy have decided it would be better not to go just now," April said.
169112.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
ჯენიფერმა ერთი შიშველი ტერფი ასწია და მეორე ფეხის კოჭზე კოღოს ნაკბენი მოიქექა.
Jennifer lifted one bare foot and used it to scratch a mosquito bite on the ankle of her other leg.
169113.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
– სულ ეს არის, რაც შეგიძლიათ თქვათ? – იკითხა ფრენკმა იმაზე უფრო ხალისიანად, ვიდრე აპირებდა.
"Is that all you’ve got to say?" Frank demanded, with a little more heartiness than he’d planned.
169114.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
– არც „ვაშა“ და არც არაფერი?
" even "Hurray" or anything?
169115.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
გვეგონა, გაგიხარდებოდათ.
We thought you’d be pleased.
169116.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
ბავშვებმა ერთმანეთს გადახედეს და მერე მორცხვად გაიღიმეს.
The children looked briefly at one another and performed bashful smiles.
169117.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
ჯენიფერმა რძის „ულვაშები“ მოიწმინდა.
Jennifer wiped away her milk mustache.
169118.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
– ესე იგი საფრანგეთში მერე წავალთ, თუ როგორ?
"Are we going to France later, then, or what?"
169119.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
– ალბათ, ვნახოთ.
Maybe. We’ll see.
169120.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
– ესე იგი აქ ვრჩებით, – დახმარება სცადა ჯენიფერმა, – მაგრამ არა სამუდამოდ და სამარადისოდ.
"So we’ll be staying here," Jennifer said helpfully, "but not forever and ever".