მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169141.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
უილერები არსადაც არ მიდიან.
The Wheelers weren’t going anywhere.
169142.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
ეიპრილ უილერი კი ისევ ისეთი თვალისმომჭრელი და ულამაზესია.
April Wheeler was as cool and beautiful as ever.
169143.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
მან ჩაახველა.
He cleared his throat.
169144.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
– ესე იგი, აქ საბოლოოდ გადაწყვიტეთ დარჩენა, თუ როგორ?
"So you figure you’ll be staying on here indefinitely, then?"
169145.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
– ოჰ, – თქვა ჯეკ ორდუეიმ, – გასაგებია. უხარისხო კონტრაცეფციის შედეგი.
"Ah," said Jack Ordway. "So. Foiled by faulty contraception".
169146.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
ფრანკლინ, ვერ ვიტყვი, რომ მეწყინა.
Franklin, I can’t say I’m sorry.
169147.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
ძალიან დააკლდებოდი ამ მრავლისმნახველ კაბინას, დარწმუნებით შემიძლია გითხრა.
You’d have been sorely missed here in the old cubicle, I can promise you that.
169148.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
რასაკვირველია, ეს ჩემი საქმე არ არის.
None of my business, I’m sure.
169149.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
– დაბრძანდით, ფრენკ, – თქვა ბარტ პოლოკმა.
"Pull up a chair, Frank," said Bart Pollock.
169150.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
კაბინეტი იმაზე პატარა აღმოჩნდა, ვიდრე გარედან ჩანდა და პოლოკს საზაფხულო, გასაოცრად იაფფასიანი პერანგი ეცვა.
The room was smaller than it looked from the outside, and Pollock, wearing a surprisingly cheap summer shirt.
169151.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
ის უფრო დაქანცულ გამყიდველს ჰგავდა, ვიდრე კომპანიის ხელმძღვანელს.
He looked more like an exhausted salesman than a top executive.
169152.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
ერთადერთ სამშვენისს, რომელიც სიმდიდრეზე მეტყველებდა, წარმოადგენდა ვერცხლით მოსევადებული, კორპის მუხის ქერქისგან დამზადებული ლანგარი, რომელზეც ყინულიანი წყლის გრაფინი და ჭიქა იდგა, თუმცა ახლოდან დათვალიერების შემდეგ ნახა, რომ ყველაფერი მტვრით იყო დაფარული.
Its only ornament suggesting the luxury of rank was a cork-and-silver tray that held a stout little thermos jug for ice water and a tumbler, and a careful inspection of this display revealed that all its elements were finely coated with dust.
169153.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
მე პირადად ძალიან გახარებული ვარ, ეს გადაწყვეტილება რომ მიიღეთ.
I’m personally very glad you’ve come to this decision.
169154.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
ახლა კი, როგორც უკვე გითხარით... – გადმოკარკლული თვალები დახუჭა და ქუთუთოები მოისრისა.
"Now of course, as I’ve told you—" He closed his bulbous eyes and tenderly rubbed their lids.
169155.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
ეს იმას ნიშნავდა, რომ არაფერი დავიწყებია; ფრენკი აშკარად ხედავდა.
This didn’t mean he had forgotten anything; Frank could see that.
169156.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
ყველაფერი რიგზე იყო.
Everything was all right.
169157.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
შეუძლებელია, ასეთ ოთახში სიხარული გამოხატო ისეთ დღეს, როგორიც დღევანდელია და გარდა ამისა, საქმეზე საუბრობდნენ.
It was just that no man could be jubilant in a room like this, on a day like this and besides, what they were talking about was, after all, a matter of business.
169158.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
– როგორც იმ დღეს, სადილობისას ვახსენე, პროექტი ჯერ განვითარების სტადიაზეა.
As I mentioned that day at lunch, this whole project’s still in the development stage.
169159.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
როგორც კი ფორმის მიღებას დაიწყებს, დროდადრო გასაუბრებისთვის დაგირეკავთ ხოლმე.
I’ll be calling you in for conferences from time to time as the thing shapes up.
169160.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
ტედს დავურეკავ და ვეტყვი, რომ ჩემთვის რაღაცაზე მუშაობთ.
I’ll give Ted a buzz and tell him you’re working on something for me.