მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169121.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
– დაახლოებით ასეა, ნიფერ. მოდი, ახლა დედიკოს აკოცეთ და ისევ გარეთ გადით, მზეში იყავით.
That’s about right, Niffer. Give Mommy a kiss now, and then go out and get some sun.
169122.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
სულ გალურჯებული გაქვთ ტუჩები.
Your lips are all blue.
169123.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
თუ გინდათ, კიდევ აიღეთ ერთი-ორი ნამცხვარი.
You can each have a couple more cookies, if you want.
169124.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
– იცი, რა ვქნათ, ნიფერ? – უთხრა მაიკლმა, როცა ისევ გარეთ გავიდნენ.
"Know what we can do, Niffer?" Michael said as soon as they were outside again.
169125.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
– არ მინდა. – მიდი, რა.
"I don’t feel like it." "Come on".
169126.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
მე გეტყვი: „დღეს რას მიირთმევთ?“ შენ მეტყვი: „ნამცხვარი, თუ შეიძლება“ და მე გეტყვი...
And I’ll say "What would you like to eat today?" And you’ll say "A cookie, please," and I’ll say—"
169127.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
– არ მინდა, ხომ გითხარი.
I don’t feel like it, I said.
169128.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
და რატომ იყო მისი დედიკო ასეთი მხიარული და მოწყენილი, როცა თქვა „დაახლოებით ასეა“?
And why had her mother looked so funny and sad when she said "That’s about right"?
169129.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
და მამიკო თუ ავად არ არის, სამსახურში რატომ არ წავიდა და შინ დარჩა?
And why had her father stayed home from work when he wasn’t even sick?
169130.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
მაიკლმა ფხვიერი ნამცხვარი შეჭამა, მერე პირდაპირ ფერდობზე გიჟივით ავარდა ხელების ქნევით.
When Michael finished eating he ran crazily out along the crest of the front-yard slope, flailing his arms.
169131.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
– ნიფერ, მიყურე, მიყურე, შემომხედე... ვგორდები!
"Look at me, Niffer, look at me, look at me—I’m falling down!"
169132.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
ფანჯარას მიუახლოვდა და მალულად შეიხედა.
She had walked up close to the window and was peeking inside.
169133.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
ორივენი ისევ დივანზე ისხდნენ, ერთმანეთისკენ ოდნავ გადახრილი, დედა თავს უქნევდა, მამა კი ლაპარაკობდა.
They were still sitting on the sofa, leaning a little toward each other, and her mother was nodding and her father was talking.
169134.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
ცოტა ხნის შემდეგ დედა სამზარეულოში გავიდა და მამა ერთხანს მარტო იჯდა.
After a while her mother went away to the kitchen and her father went on sitting there alone.
169135.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
მერე წამოდგა, სარდაფში ჩავიდა და იქიდან ბარით ხელში ამოვიდა, რომელსაც ქვის ბილიკის გასაკეთებლად იყენებდა.
Then he got up and went down to the cellar and came outdoors with his shovel, to work on the stone path.
169136.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
– ოჰ, არც კი ვიცი, მეწყინოს თუ გამიხარდეს, – თქვა მილი კემპბელმა.
"Oh, I don’t know whether to be sad or glad," said Milly Campbell.
169137.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
ბოლო რამდენიმე კვირა ეიპრილ უილერის გონებიდან ამოგდებას ცდილობდა და დღისით ხშირად წარმოიდგენდა, თითქოს ათი წელი გავიდა.
For weeks now, in an effort to put April Wheeler out of his mind, he had drawn solace from a daydream in which ten years had passed.
169138.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
უილერები ევროპიდან დაბრუნდნენ, კემპბელები გემს ხვდებიან, და როგორც კი ტრაპის საბიჯელაზე ეიპრილი ჩნდება, იგი მაშინვე ამჩნევს, ათი წლის განმავლობაში ოჯახის შენახვაზე პასუხისმგებელი ეიპრილი როგორ გასუქებულა და დამძიმებულა.
The Wheelers were coming back from Europe, the Campbells were meeting the boat, and from the moment April came down the gangplank he saw that she’d grown thick and stumpy from her decade of breadwinning.
169139.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
ეს ზმანება სიმკვეთრეს როცა კარგავდა, გონებაში ჩამოთვლიდა ხოლმე მის ყველა ნაკლს და ყოველთვის, როდესაც სტემფორდის გზაზე მანქანით წინ და უკან მგზავრობისას ლამაზ გოგონას ხედავდა სანაპიროზე ან შუქნიშანზე შეჩერებული, რწმუნდებოდა, რომ ქვეყანა სავსეა ეიპრილ უილერზე ბევრად უფრო ლამაზი, უფრო ჭკვიანი, დახვეწილი და უფრო სასურველი ქალებით.
Whenever this vision faltered he contented himself with a single-minded cataloguing of her present imperfections and every time he saw a pretty girl, on the beach or at traffic lights on his daily drive to Stamford and back, he would use her to strengthen his belief that the world was full of better looking, more intelligent, finer and more desirable women than April Wheeler.
169140.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
ახლა კი მთელი ეს ძალისხმევა წყალში ჩაიყარა.
And now it was all shot to hell.