მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169161.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
ამ დროისთვის ჯერჯერობით სულ ეს არის.
That’s all for the time being.
169162.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
– თქვენი რა შეიცვალა? – შეშინებულმა წარბები შეკრა და ისე ჩასძახა მისის გივინგსმა ტელეფონის ყურმილის შავ ნახვრეტებს.
"Changed your what?" said Mrs. Givings, frowning fearfully into the black perforations of her telephone.
169163.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
მან უთხრა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჯონის ქცევა „სამწუხაროდ, იმედის მომცემი სრულებით არ იყო“ და „ჩემი აზრით, უმჯობესია, საავადმყოფოდან მისი ცოტა ხნით გაყვანა ხუთი-ექვსი კვირით შეწყდეს“.
He told her that John’s behavior in the past several weeks had been "not very encouraging, I’m afraid," and that "I think we’d better call a halt to these outings of his for a while, say five or six weeks".
169164.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
– მაგრამ ჩვენთან ძალიან კარგად გრძნობს თავს, – მოიტყუა მისის გივინგსმა, – თქვენთვის ამის თქმა მინდოდა.
"But he’s been perfectly fine with us," she had lied. "That’s what I was going to tell you".
169165.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
ოჰ, ბოლოს, როგორც უკვე გითხარით, ცოტა გართულდა საქმე, მაგრამ ზოგადად, ძალიან აუღელვებელი ჩანდა.
Oh, things did get a little out of hand this last time, as I said, but in general he’s seemed very relaxed.
169166.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
რას გრძნობდა ყოველ ჯერზე, როდესაც საავადმყოფოში დაბრუნების დრო დგებოდა?
How does he seem to feel about coming back to the hospital each time?
169167.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
– დიახ, – ექიმი ჰალსტუხის საზიზღარ დამჭერს შეეხო.
"Yes." And the doctor had fingered his loathsome tie clasp.
169168.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
მოდი, ვთქვათ... – წარბშეკრულმა გადახედა კალენდარს, – ვთქვათ, სექტემბრის პირველ კვირამდე აქ დარჩეს გაუსვლელად.
Let’s say—he frowned at his calendar—let’s say at least until the first Sunday in September.
169169.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
შემდეგ შეგვიძლია კიდევ ვცადოთ.
Then we might try again.
169170.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
ეიპრილ უილერი კი, რომლის ხმა მეტისმეტად მისუსტებული და შორეული მოეჩვენა, ცდილობდა, მისთვის რაღაც ცვლილების შესახებ ეთქვა.
April Wheeler, whose voice sounded small and very far away, was trying to tell her that something was changed.
169171.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
რატომ იცვლება ყოველთვის ყველაფერი, როცა ერთადერთი, რაც გსურს, ერთადერთი, რასაც თავმდაბლად შესთხოვ ღმერთს, ისაა, რომ ყველაფერი ძველებურად დარჩეს?
Why did everything always change, when all you wanted, all you had ever humbly asked of God to be, was that certain things be allowed to remain the same?
169172.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
– ოჰ, თქვენი გეგმები შეიცვალა.
". . . Oh, changed your plans".
169173.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
– ოჰ, მიხარია ამის გაგონება, ეიპრილ.
Oh, I am so glad to hear that, April.
169174.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
ესე იგი, ჩვენთან რჩებით...
So you’ll be staying here with us, then . . .
169175.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
მაგრამ საბედნიეროდ, ეიპრილმა მობოდიშება დაიწყო „იმ უხერხულობისთვის, რაც სახლის გასაყიდად ბაზარზე გატანამ გამოიწვია“, რამაც მას საშუალება მისცა, აუღელვებელი, შემწყნარებელი ბიზნესმენი ქალის ჩაცინებით ეპასუხა.
but luckily April was apologizing now for "all the trouble you’ve gone to about putting the house on the market," which allowed her to retreat into the protection of a cool, tolerant businesswoman’s chuckle.
169176.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
ყურმილი ისეთი სიფრთხილით დადო, გეგონებოდა, ხავერდის ფუტლარში იშვიათი და გამორჩეული სამკაული ჩააბრუნაო.
When she put the receiver back it was as if she were returning a rare and exquisite jewel to its velvet case.
169177.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
ცუდმა სიზმარმა თუ ჩიტის ხმამაღალმა ჭიკჭიკმა, ან ორივემ ერთად დილით ძალიან ადრე გააღვიძა და ძრწოლამ აიტანა.
A bad dream or a shrill bird, or both, woke him much too early in the morning and filled him with a sense of dread.
169178.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
ერთი წუთი დასჭირდა იმის გასახსენებლად, რომ ახალი ამბავი ცუდი კი არა, სინამდვილეში კარგი იყო: გუშინ აგვისტოს პირველი კვირის ბოლო დღე იყო.
It took him at least a minute to remember that it was good news, not bad: yesterday had been the last day of the first week in August.
169179.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
დებატი დამთავრდა და გამარჯვება მას დარჩა.
The debate was over, and he had won.
169180.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
ყოველ ნაშუადღევს ფრენკი სამსახურიდან უკანასკნელ წამს მისი მოშველიებული არგუმენტების გასანეიტრალებლად მზადმყოფი ბრუნდებოდა, სასმლის რაოდენობასაც მოუკლო, რომ კამათისას ფხიზელი ყოფილიყო, მაგრამ ყოველ საღამოს ან სულ სხვა საკითხებზე ლაპარაკობდნენ, ან საერთოდ არ ლაპარაკობდნენ.
Each afternoon he had come home ready to intercept whatever last-minute points of argument she might raise—he had even cut down on his drinking, so that his head would be clear for discussion—but each evening they had either talked of other things or hadn’t talked at all.