მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169181.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
რაზე გინდა ლაპარაკი?
What do you want to talk for?
169182.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
რა არის სალაპარაკო?
What is there to talk about?
169183.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
განა უკვე საკმარისად არ ვილაპარაკეთ?
Haven’t we done enough talking?
169184.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
როდესაც ტელევიზორი გამორთო და დაფა აკეცა, ის მიუახლოვდა და მკლავზე შეეხო.
When she turned off the television and folded up the ironing board at last, he went over and touched her arm.
169185.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
– იცი, ეს რა არის?
You know what this is?
169186.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
– რა რა არის? რას გულისხმობ?
What what is? What do you mean?
169187.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
– დღევანდელი დღე. დღეს ბოლო დღეა... ხომ ხვდები.
Today. It’s the last day of the—you know.
169188.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
– არ ნანობ?
No regrets?
169189.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
– საუთოო დაფა ასწია, რომლის ერთი ფეხი უშნოდ ქანაობდა და სამზარეულოსკენ გაემართა, სანამ ფრენკმა დახმარება მოისაზრა.
She carried the ironing board awkwardly away, one of its legs dangling, and she was all the way to the kitchen door before it occurred to him to help her.
169190.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
და საწოლში სიტყვის უთქმელად გონივრული, ზომიერი, მოწიფული სიყვარულის შესაბამისი სექსუალური აქტი ჰქონდათ.
And in bed, without a word, they made a sensible, temperate, mature kind of love.
169191.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
ბოლო სიტყვები, რაც დაძინებამდე თქვა, ეს იყო: – მისმინე, ჩვენ კარგად ვიქნებით.
The last thing he said before falling asleep was, "Listen. We’re going to be all right".
169192.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
– იმედი მაქვს, – წაიჩურჩულა მან. – ვიმედოვნებ; ძალიან.
"I hope so," she whispered. "I hope so; very much".
169193.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
მერე მან დაიძინა, ახლა კი ეღვიძა.
Then he had slept, and now he was awake.
169194.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
ადგა და ფეხაკრეფით გაიარა მდუმარე სახლი.
He got up and went padding through the silent house.
169195.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
სამზარეულო ამომავალი მზის სხივებს გაენათებინა – არაჩვეულებრივი დილა იყო, კალენდარმა კი თავისი ძალაუფლება დაკარგა.
The kitchen was alight with all the colors of the sunrise—it was a beautiful morning—and the calendar had lost its power.
169196.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
დღეები და კვირები უდარდელად ჩაივლიდა.
Days and weeks could pass now without caring.
169197.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
ფრანკლინ ჰ. უილერმა ყინულივით ცივი, ფორთოხლის მზისფერი წვენი დაისხა და სამზარეულოს მაგიდასთან ჩამომჯდარი, ნება-ნება სვამდა, რადგან ეშინოდა, ერთბაშად თუ დალევდა, გულისრევას ვერ გადაურჩებოდა.
Franklin H. Wheeler poured himself a glass of ice-cold orange juice, the color of the sun, and sipped it slowly at the kitchen table, afraid it would sicken him to take it all at once.
169198.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
გამარჯვებას მიაღწია, მაგრამ თავს გამარჯვებულად ვერ გრძნობდა.
He had won but he didn’t feel like a winner.
169199.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
წარმატებით გამოასწორა საკუთარი ცხოვრების გზა, მაგრამ სამყაროს გულგრილობის მსხვერპლად უფრო მიაჩნდა თავი.
He had successfully righted the course of his life but he felt himself more than ever a victim of the world’s indifference.
169200.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
ეს უსამართლობად ეჩვენებოდა.
It didn’t seem fair.