მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169221.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი II
– სალამი, – თქვა მან.
"Hi," he said.
169222.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
ყოველ პარასკევსა და შაბათ საღამოს მეთორმეტე გზატკეცილზე მდებარე „ვიტოს ქოხში“ სტივ კოვიკის კვარტეტი უკრავდა „რომ იცეკვოთ და ისიამოვნოთ“, და იმ ორი ღამის განმავლობაში (როგორც თვალის ჩაკვრით უყვარდა თქმა თავად სტივს, ჭვავისა და ჯანჯაფილის ვისკიანი ჭიქით ხელში) იქაურობას გუგუნი გაჰქონდა.
Every Friday and Saturday night, "For Your Dancing Pleasure," the Steve Kovick Quartet played at Vito’s Log Cabin, on Route Twelve, and on those two nights (as Steve himself liked to say, winking over the rim of his rye and ginger) the joint really jumped.
169223.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
პიანინო, კონტრაბასი, ტენორ-საქსოფონი და დასარტყამი ინსტრუმენტები – ისინი საკუთარი მრავალმხრივობით ამაყობდნენ.
Piano, bass, tenor sax and drums, they prided themselves on versatility.
169224.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
შეეძლოთ, დაეკრათ ყველაფერი, ნებისმიერი სტილით, რასაც შეუკვეთდნენ, თუმცა მათ თვალებში ჩამდგარი აღტაცება მოწმობდა, ვერც კი ხვდებოდნენ, რა მდარე შემსრულებლები იყვნენ.
They could play anything, in any style you wanted to name, and to judge from the delight that swam in their eyes they had no idea of what inferior musicians they were.
169225.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
შემოქმედების სიყვარული გააღვიძა და კვებავდა ჯინ კრუპას ადრეული ჩანაწერები და მხატვრული ფილმები.
Artistically awakened and nourished by the early recordings and movies of Gene Krupa.
169226.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
ყველა მიხვდებოდა, რომ მხოლოდ დრო გაჰყავდა, იმ მომენტს ელოდებოდა, როდესაც ბიჭებს ბენი გუდმენის რომელიმე კარგად ცნობილი კომპოზიციის შესრულებისას აწყვეტას სთხოვდა.
Anyone could tell he was only marking time, waiting for the moment when he could tell the boys to cut loose on one of the old-time Benny Goodman jump numbers.
169227.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– ხალხო, „ქოხში“ არასოდეს ყოფილხართ? – ჰკითხა კემპბელებს მათი ნაცნობობის დასაწყისში, ეიპრილმა კი თქვა: – ოჰ, არა, ძვირფასო, არ მოეწონებათ. იქაურობა საშინელებაა.
"You people ever been to the Log Cabin?" he had asked the Campbells early in their acquaintance, and April had said, "Oh no, darling; they’d hate it. It’s terrible".
169228.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– არა მგონია, არ მოეწონოთ, – არ იშლიდა ფრენკი, – ნაძლევს ჩამოვალ, რომ მოეწონებათ.
"No, I don’t think they’d hate it," Frank had insisted, "I bet they’d like it".
169229.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
სპეციფიკური ტიპის გემოვნება უნდა გქონდეს, სულ ესაა.
It takes a special kind of taste, is all.
169230.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
მისი ცოლი უბედური იყო?
Was his wife unhappy?
169231.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
ძალიან ცუდი, მაგრამ ეს ხომ მისი პრობლემაა.
That was unfortunate, but it was, after all, her problem.
169232.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
ფიქრის ასეთი უყოყმანო მანერა, რომელსაც არც სინდისის ქენჯნა, არც დაბნეულობა არ ამძიმებდა, ისეთივე ახალი და მოსახერხებელი იყო, როგორიც მისი მსუბუქი საშემოდგომო კოსტიუმი (მუქი ყავისფერი გაბარდინის ქსოვილისგან შეკერილი, უფრო ახალგაზრდული და უფრო გემოვნებიანი, ახალგაზრდა მმართველის ვერსია იმისა, რასაც ბარტ პოლოკი ატარებდა).
This crisp way of thinking, unencumbered by guilt or confusion, was as new and as comfortable as his lightweight autumn suit (a wool gabardine in a pleasingly dark shade of tan, a younger and more tasteful, junior-executive version of the suit Bart Pollock wore).
169233.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
ეს იყო სახე მშვიდი, გაწონასწორებული მამაკაცისა, რომელსაც ახალი საფიქრალი აქვს და ეს სახე მოსწონდა.
It was the steady, controlled face of a man with a few things on his mind, and he rather liked it.
169234.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
რასაკვირველია, სულ მალე მოხდენილად უნდა დაესრულებინა მორინთან ურთიერთობა – ამან თავისი სასარგებლო შედეგი უკვე გამოიღო.
The business with Maureen would have to be brought to a graceful conclusion soon—it had served its purpose.
169235.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
რა თქმა უნდა, დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა და არც გაგრძელდებოდა.
It couldn’t go on much longer, of course, and it wouldn’t.
169236.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
ამასობაში... ამასობაში მომდევნო ნელი რიტმის მუსიკაზე და იმის შემდეგაც გულთბილად ცეკვავდა მილი კემპბელთან.
In the meantime... In the meantime, all during the next slow tune and the one after that, he cordially danced with Milly Campbell.
169237.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– ღმერთო, ღმერთო, ფრენკ, მგონი, არც ისე... ერთი წუთით, მაპატიე, – მილი ბარბაცით გაემართა ქალების ტუალეტისკენ, რამაც მას საშუალება მისცა, ბართან ღირსეულ სიმარტოვეში შეეკვეთა სასმელი.
"Gosh. Gee, Frank, I’m afraid I’m not very—excuse me a second", Milly lurched pathetically away toward the ladies’ room, which gave him an opportunity to have a dignified drink alone at the bar.
169238.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– ღმერთო, – მან გაღიმება სცადა; ფრენკს ნარწყევის სუნი ეცა, – მგონი, ჯობია, მე და შეპი შინ დავბრუნდეთ, ფრენკ.
"Gosh." She tried to smile, giving off a faint scent of vomit, "I guess Shep and I’d better sort of go home, Frank".
169239.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
მგონი, ავად ვარ ან რაღაც ამგვარი.
I think I must be sick or something.
169240.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
ვწუხვარ, საღამო რომ ჩაგიშალეთ; ალბათ, ფიქრობ, რომ... – არა, რა სისულელეს ამბობ, ერთი წამი დამაცადე და შეპს მოვძებნი.
"I guess I’m being an awful party-poop; you must think I’m—" "No, don’t be silly. Just hold on a second and I’ll get Shep".