მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169241.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
აქეთ-იქით მოძრავი მოცეკვავეებით გადავსებული დარბაზის შორეულ კედელთან ფრენკმა თავი მოჰკრა შეპის დიდ ჟღალ კეფას და ეიპრილის პატარა თავს.
He peered dizzily into the swaying roomful of dancers until he picked out Campbell’s big red neck and April’s small head.
169242.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
მისი ხელის გაცხარებული ქნევა მოხმობის ნიშნად წყვილმა შენიშნა და ცოტა ხნის შემდეგ ოთხივე ხრეშზე მიაბიჯებდა, ავტომობილების ჩაბნელებულ ზღვაში.
he gave them an urgent beckoning signal, and soon they were all four crunching in the gravel outside, wandering lost in a dark sea of automobiles.
169243.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– საით უნდა წავიდეთ?.. – აქეთ... ამ გზით...
Which way . . . ? This way... Over here . . .
169244.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– კარგად ხარ, საყვარელო? – როგორ ბნელა...
You okay, honey? It’s so dark . . .
169245.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– სად ჯანდაბაში დავტოვეთ ჩვენი დაწყევლილი მანქანები? ვინმეს ახსოვს?
"Where the hell did we leave the damn cars, then? Does anybody remember?"
169246.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– აქაა, – დაიძახა შეპმა, – ბოლო რიგში. ოჰ, ღმერთო, შეხედეთ! ჩემი დაბლოკეს!
"Here," Shep called. "Over here in the last row. Oh, but Jesus, look. Mine’s blocked in".
169247.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
რამდენიმე საათის წინ თავისი დიდი „პონტიაკი“ ხესთან გააჩერა.
He had backed his big Pontiac against a tree, hours before.
169248.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
მანქანის წინ ორი სხვა მანქანა იდგა და რომელიმე მხარეს მანევრირებას შეუძლებელს ხდიდა.
Now two other cars stood directly in front of it and there was no room for maneuvering on either side.
169249.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– ღმერთო, რა ჯანდაბაა... – ეს დაწყევლილი ხე...
Lord, what a mess . . . Damn that tree . . .
169250.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– ერთი თავისუფალი მანქანა გვაქვს; შეგვიძლია, მილი შინ წავიყვანოთ და მერე შეპის წასაყვანად დავბრუნდეთ, შეიძლება, ამასობაში მანქანაც...
"We’ve still got one car free; we could run Milly home and bring Shep back, and maybe by that time the car’ll be—"
169251.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– მაგრამ ამას რამდენიმე საათი დასჭირდება, – უპასუხა მისუსტებულმა მილიმ, – თქვენი ძიძა კი იმდენს მოითხოვს... ოჰ, ღმერთო.
"But it might take hours," Milly said weakly, "and meantime your sitter’ll be costing you a fortune. Oh dear".
169252.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– არა, მოიცათ, – თქვა შეპმა, – თქვენი მანქანით წავალთ ყველანი შინ; მერე თქვენგან მანქანას ვითხოვებ, დავბრუნდები და... ოჰ, არა, მოიცა...
"No, hold it," Shep said, "We can all go home in your car; then I’ll borrow your car and come back and—or no, wait—"
169253.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– მისმინეთ, – ეიპრილის ხმა საერთო დაბნეულობაში ისეთი უჩვეულო ავტორიტეტულობით ჟღერდა, ყველა გაჩუმდა.
"Oh, look", April’s voice cut through the confusion with such sober authority that they all stopped talking.
169254.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– ყველაფერი ძალიან მარტივია. ფრენკ, მილის შინ წაიყვან, მერე შენც სახლში წახვალ – შესაბამისად, ორივე ძიძა გათავისუფლდება, მე და შეპი კი აქ დავიცდით, ვიდრე სხვა მანქანა გათავისუფლდება.
It’s perfectly simple. You take Milly home, Frank, and go on home yourself—that takes care of both sitters—and Shep and I can wait till the other car’s free.
169255.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
ესაა ერთადერთი ლოგიკური გზა.
That’s the only logical way.
169256.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– ჩინებულია, – თქვა ფრენკმა და მანქანისკენ მომზადებული გასაღებით ხელში გაემართა.
"Fine," Frank said, moving away with his car keys out and ready.
169257.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– ყველა თანახმაა, არა?
"All agreed, then?"
169258.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
თავის ვერც ერთ დანაშაულებრივ ფანტაზიაში ვერ წარმოიდგენდა უკეთეს გზას მასთან მარტო დასარჩენად და ყველაზე უცნაური ის იყო, თვითონ მას ამაში არავითარი წვლილი არ მიუძღოდა.
In all his guilty fantasies he could never have plotted a better way of finding himself alone with her, and the funny part was that he hadn’t even had to arrange it.
169259.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
მან რატომ არ წაიყვანა მილი სახლში და ფრენკი აქ არ დატოვა?
Why couldn’t she have taken Milly home, and left Frank behind?
169260.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
ასეც ლოგიკური არ იქნებოდა?
Wouldn’t that have been logical too?