მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169281.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– რა? – ის, რომ მთელი იმ დროის განმავლობაში პაემნებზე არ გივლია ან რაღაც ამგვარი არ მომხდარა.
What is?" "That you never had any dates or anything, all that time".
169282.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– რატომ? უნდოდა, ეთქვა: „ოჰ, ღმერთო, ეიპრილ, თავადაც იცი. იმიტომ, რომ ასეთი მშვენიერი ხარ; იმიტომ, რომ ყველას უნდა უყვარდე, ყოველთვის“, მაგრამ გამბედაობა არ ეყო.
"Why?" He wanted to say, "Oh God, April, you know why. Because you’re lovely; because everyone must have loved you, always," but he lacked the courage.
169283.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
ამის სანაცვლოდ თქვა: – იმის თქმა მინდოდა, არდადეგებზე მაინც ხომ ერთობოდი.
Instead he said, "Well, I mean, hell; didn’t you ever have fun on vacations?"
169284.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– არდადეგებზე გართობა, – უღიმღამოდ გაიმეორა.
"Fun on vacations," she repeated dully.
169285.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
შეუძლებელია, ყველაფერი პანსიონს დავაბრალო, ხომ ასეა?
I can’t very well blame boarding school for that, can I?
169286.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
არა, არდადეგებზე თავს იმით ვირთობდი, რომ ვკითხულობდი და კინოში დავდიოდი, ვეჩხუბებოდი დეიდას ან დეიდაშვილს, ან დედაჩემის დაქალს, რომელთანაც იმ ზაფხულს ან შობას ვატარებდი.
No, all I ever did on vacations was read and go to movies by myself and quarrel with whichever aunt or cousin or friend of my mother’s it was who happened to be stuck with me that summer, or that Christmas.
169287.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
ეს ყველაფერი ცუდად ჟღერს, ასე არ არის?
It all does tend to sound pretty maladjusted, doesn’t it?
169288.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
ასე რომ, თითქმის მართალი ხარ.
So you’re quite right.
169289.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
სკოლა-პანსიონის ბრალი არ არის, არც არავის ბრალია, მხოლოდ ჩემი საკუთარი ემოციური პრობლემაა.
It wasn’t boarding school’s fault and it wasn’t anyone else’s fault, it was my own Emotional Problem.
169290.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– ეს არ მიგულისხმია, – უხერხულად თქვა შეპმა.
"I didn’t mean that" Shep said uncomfortably.
169291.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– იმის თქმა მინდა, რომ ასეთი მარტოსული ვერაფრით წარმომიდგენიხარ.
"I just meant, I never would’ve pictured you being that lonely".
169292.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
ყოველთვის ვიმედოვნებდი, ხალხს ვერც წარმოედგინა, როგორი მარტოსული ვარ.
I always hoped people wouldn’t picture me being that lonely.
169293.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
ომის შემდგომ ნიუ-იორკში საუკეთესო სწორედ ეს იყო, რომ იცოდე.
That was really the best thing about being in New York after the war, you see.
169294.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
ნიუ-იორკი ახსენა და მას ერთი სული ჰქონდა ის შეკითხვა დაესვა, უკვე დიდი ხანია, მოსვენებას რომ არ აძლევდა: ვიდრე ფრენკს შეხვდებოდა, ქალიშვილი იყო თუ არა? თუ არა, მისი შური ცოტათი დაცხრებოდა.
Now that she’d mentioned her life in New York he was yearning to ask a question that had morbidly haunted him as long as he’d known her: had she still been a virgin when she met Frank? If not, it would somehow lessen his envy.
169295.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
ვერც ვერასოდეს გაიგებს.
He would never know.
169296.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– ...ოჰ, ისეთი მხიარული იყო, იმ წლებზე ვამბობ, – თქვა მან, – ყოველთვის ვფიქრობდი, როგორც ბედნიერ, ამაღელვებელ დროზე და ჩემი აზრით, ასეთიც იყო.
". . . Oh, it was fun, I suppose, those years," she was saying, "I always think of that as a happy, stimulating time, and I suppose it was, but even so."
169297.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– უღიმღამო ხმა აღარ ჰქონდა, – მაშინაც ვგრძნობდი...არ ვიცი.
Her voice wasn’t flat anymore, "I still felt—I don’t know".
169298.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– მაშინაც გრძნობდი, რომ ცხოვრებამ სადღაც გვერდით ჩაიარა? – რაღაც ამდაგვარს.
You still felt that life was passing you by? Sort of.
169299.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
გედებს შორის აღმოჩენილ მახინჯ იხვის ჭუჭულს დავემსგავსებოდი.
I’d be like the ugly duckling among the swans.
169300.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
შეპი თვალს არ აცილებდა მის პროფილს, იმედოვნებდა, რომ თავისი სიყვარულის უტყვი ძალა ქალს მისკენ შეაბრუნებინებდა თავს.
Shep was looking steadily at her profile, hoping the silent force of his love would move her to turn and face him.