მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169301.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– ჩემთვისაც ნაცნობია ეს გრძნობა, – თქვა მან.
"I think I know that feeling," he said.
169302.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– მეეჭვება, – ეიპრილს მისკენ არც გაუხედავს, პირის გარშემო ისევ გამოუჩნდა პატარა ნაოჭები.
"I doubt it". She didn’t look at him, and the little lines had appeared again around her mouth.
169303.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– ყოველ შემთხვევაში, შენივე კეთილდღეობისთვის ვიმედოვნებ, რომ ასე არ არის.
At least I hope you don’t, for your sake.
169304.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
ეს ისეთი რამაა, არავის ვუსურვებ.
It’s a thing I wouldn’t wish on anybody.
169305.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
ყველაზე სულელური, დამანგრეველი იმედგაცრუებაა და პრობლემების გარდა, არაფერი მოაქვს.
It’s the most stupid, ruinous kind of self-deception there is, and it gets you into nothing but trouble.
169306.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
მას ნამდვილად არ სურდა ლაპარაკი; ყოველ შემთხვევაში, მასთან.
She didn’t really want to talk; not to him, anyway.
169307.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
საუბარში მონაწილეობა არ უნდა მიეღო და არც თავისი აზრი გამოეთქვა.
He wasn’t expected to participate in this discussion, and he certainly wasn’t to go getting any ideas.
169308.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
მერე მანქანით წაიყვანს შინ, გზად რამდენიმე ბრძნულ მოსაზრებას კიდევ გაუზიარებს.
Then he’d drive her home and she’d make a few more worldly-wise pronouncements on the way.
169309.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
და სხვა რა ჯანდაბის იმედი ჰქონდა?
And what the hell else did he expect?
169310.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– ოჰ, შეპ... მოდი, გავაკეთოთ ეს.
“Oh, Shep—let’s do it.”
169311.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
შეპს ეგონა, გონებას დაკარგავდა.
He thought he was going to faint.
169312.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– რა გავაკეთოთ? – ჯიტერბაგი. წამოდი.
"Do what?" "Jitterbug. Come on".
169313.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
სტივ კოვიკი იმ საღამოს კულმინაციასთან ახლოს იყო.
Steve Kovick was nearing the climax of his evening.
169314.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
ხალხის უმეტესობა შინ წავიდა, მენეჯერი თანხას ითვლიდა და სტივმა ჯაზის შესახებ გადაღებული ჰოლივუდური ფილმის ნებისმიერ პერსონაჟზე უკეთ იცოდა, რომ მისი წარმატების დრო ახლოვდებოდა.
Most of the people had gone home, the manager was counting his money, and Steve, no less than the hero of every Hollywood movie ever made about jazz, knew that this was the approach of what was supposed to be his finest hour.
169315.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
შეპს ცეკვა არასოდეს უსწავლია, მაგრამ დედამიწის ზურგზე არ არსებობდა ძალა, რომელიც ახლა შეაკავებდა.
Shep had never really learned to dance, but no power on earth could have stopped him now.
169316.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
ოჰ, შეხედეთ! – მღეროდა მისი გული. – ამ ქალს შეხედეთ! შეხედეთ!
Oh, look at her! his heart sang, Look at her! Look at her!
169317.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
შეიძლება, ეიპრილ უილერის მსგავსი გოგო მოტელში წაიყვანო?
Could you really take a girl like April Wheeler to a motel?
169318.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
რატომაც არა? და თანაც, მოტელი ერთადერთი შესაძლებლობა არ იყო.
But why not? And besides, a motel wasn’t the only possibility.
169319.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
ყველაფერი ავტოსადგომის სიბნელეში დაიწყო, წითელ-ლურჯად განათებული კიბიდან ათიოდე იარდის დაშორებით.
It started in the parking lot, in the darkness less than ten yards away from the red- and blue-lighted steps.
169320.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
შეჩერდა და იგი თავისკენ მიატრიალა, გულში ჩაიკრა და ეიპრილმა დახეთქილი ბაგეები გააპო, მის ტუჩებს შეაგება, ხელები მოხვია კეფაზე, შეპმა ვიღაცის მანქანის ფრთაზე ააკრა ქალი.
He stopped and let her turn against him in his arms, and then her crushed lips were opening under his mouth and her hands slid up and around his neck as he pressed her back against the fender of a parked car.