მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169261.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
ამიტომაც თითები ფრთხილად ჩააცურა ხერხემლის ბოლოსკენ, გახურებული ლოყა თმაზე მიადო.
Allowing his fingers to spread out very shyly on the small of her back and his hot cheek to rest against her hair.
169262.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
ეს იმას ჰგავდა, რაც წინა ზაფხულს მოხდა, მაგრამ ახლა ბევრად, ბევრად უკეთესი იყო.
It was like the other time here last summer, but it was much, much better.
169263.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– გინდა, კიდევ დავლიოთ? – კარგი.
"Feel like another drink?" "All right".
169264.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– იცი რა, – თქვა ბოლოს, თითქმის უხეშად, – გავალ, მანქანას დავხედავ.
"Tell you what," he said at last, almost roughly, "I’ll go check the car".
169265.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
ჩაუთქვა, თუ ქალი რამეს მსუბუქად მაინც მიანიშნებდა, მაგალითად, გაუღიმებდა და ეტყოდა: „რა გეჩქარება, შეპ?“ ან რამე მსგავსს, ყველაფერს დაივიწყებს – ცოლს, შიშს, ყველაფერს.
And he promised himself that if she gave the slightest hint, if she smiled and said, "What’s your hurry, Shep?" or anything like that, he would forget everything— his wife, his fear, everything.
169266.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
მაგრამ ქალის რუხ თვალებში მსგავსი თანამონაწილეობის ნატამალი არ ჩანდა: ეს იყო სასიამოვნო გარეგნობის, დაღლილი, გარეუბანში მცხოვრები ახალგაზრდა ოჯახის ქალის თვალები, რომელსაც დაძინების საშუალებას არ აძლევენ, სულ ეს იყო.
There was nothing in her gray eyes to suggest complicity: they were the eyes of a pleasant, tired young suburban matron who’d been kept up past her bedtime, that was all.
169267.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– ჰო, კარგი, – თქვა მან, – რა თქმა უნდა, ნახე.
"Yes, all right," she said.
169268.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
არც არაფერი მოხდება და ეშმაკსაც წაუღია.
Nothing was going to happen; and the hell with her.
169269.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
რატომ არ წავიდა ევროპაში ან არ გაქრა, ან არ ჩაძაღლდა?
Why couldn’t she go to Europe or disappear or die?
169270.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
ჯანდაბამდის გზა ჰქონია ამ „სიყვარულს“, ყველა სხვა ყალბ, დროის გამფლანგველ, უვარგის ემოციას, ამ ქვეყანაზე.
The hell with "love" anyway, and with every other phony, time-wasting, half-assed emotion in the world.
169271.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
ადგილზე რბენას მოჰყვა, მუშტებით ჰაერს აპობდა, მუხლებს კი რაც შეეძლო, მაღლა სწევდა, მისი ფეხსაცმელი ენერგიულ, ღონიერ ხმას გამოსცემდა ხრეშზე.
He began running in place, pumping his fists and bringing his knees up high, his shoes making brisk, athletic sounds in the gravel.
169272.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– ჰო, კარგი. მოდი, ცოტა ხნით ჩამოჯექი. ძალიან არ მეჩქარება, შენ?
"Oh, well. Come and sit a minute. I don’t really mind, do you?"
169273.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– ამ ტიპის მუსიკამ ჩვენი ასაკის ხალხში წესით, ნოსტალგიური მოგონებები უნდა გააღვიძოს, – თქვა მან.
"This is the kind of music that’s supposed to make everybody our age very nostalgic," she said.
169274.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
ნამდვილ პაემანზე მხოლოდ ომის შემდეგ წავედი, მაგრამ იმ დროს ასეთ მუსიკას აღარ უკრავდნენ.
I never even had a real date until after the war, and by then nobody played this kind of music any more.
169275.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
თუ, არა, მგონი, ეგ უფრო ადრე იყო.
Or no, that was earlier, wasn’t it?
169276.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
ყოველ შემთხვევაში, ის მახსოვს, რომ სახელმძღვანელოების ყდები „არტი შოუს“ და „ბენი გუდმენის“ სახელებით მქონდა აჭრელებული, იმიტომ კი არა, რომ ვიცოდი, ვინ იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ უფროსკლასელი გოგონების ნაწილს თავის წიგნებზე ეწერა და ძალიან დახვეწილი ჩანდა, როგორც კოჭზე ფრჩხილის ლაქის დაწვეთება, სასკოლო ფორმის შემადგენელი თეთრი დაბალყელიანი წინდა რომ არ ჩაჩაჩულიყო.
At least I remember writing "Artie Shaw" and "Benny Goodman" all over the sides of my schoolbooks without quite being sure who they were, because some of the older girls used to have those names on their books and it seemed a terribly sophisticated thing to do, like putting dabs of nail polish on your ankles to hold your bobby socks up.
169277.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
ღმერთო, თორმეტი წლისას როგორ მინდოდა, ჩვიდმეტი წლისა ვყოფილიყავი.
God, how I wanted to be seventeen when I was twelve.
169278.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
ისიც კი არ ესმოდა, რას ლაპარაკობდა არც იმას ჰქონდა მნიშვნელობა, რომ ეიპრილი უფრო მეტად თავის თავს ელაპარაკებოდა, ვიდრე მას.
It didn’t even matter what she was saying, nor did he care that she was talking to herself as much as to him.
169279.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
ასეთი მუსიკა მხოლოდ ამას მახსენებს: ჩემს საზიზღარ სავარჯიშო ფორმას, ოფლის სუნით გაჟღენთილ გასახდელს და რწმენას, რომ ცხოვრებამ სადღაც გვერდით ჩაიარა.
And that’s all this kind of music can ever really remind me of—bouncing around in my horrible gym suit in that sweaty old locker room and being convinced that life had passed me by.”
169280.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– ძნელი დასაჯერებელია.
"That’s hard to believe".