მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169321.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– ოჰ, ეიპრილ! ოჰ, ღმერთო ჩემო! მე... ოჰ, ეიპრილ!..
Oh, April. Oh My God, I—Oh, April . . .
169322.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– საყვარელო, მოიცა. მოდი, სადმე წაგიყვან...
Honey, wait. Let me take you somewhere...
169323.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– არა, გთხოვ, – წაიჩურჩულა ქალმა, – აქ. ახლა. უკანა სავარძელზე.
"No. Please," she whispered. "Here. Now. In the back seat".
169324.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
შეპ კემპბელმა იპოვა და სრულად იგემა თავისი სიყვარული.
Shep Campbell found and claimed the fulfillment of his love.
169325.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– ოჰ, ეიპრილ! – თქვა, როდესაც გაათავა და ნაზად დატოვა მისი სხეული, როდესაც, პატარასა და მარტოსულს, სავარძელზე დაწოლაში დაეხმარა, თავქვეშ თავისი დაკეცილი პიჯაკი ამოუდო, თავად კი უხერხულად ჩაჯდა იატაკზე, ქალის ორივე ხელი ეჭირა.
"Oh, April," he said when he was finished, when he had tenderly disengaged and rearranged her, when he had helped her to lie small and alone on the seat with his wadded coat for a pillow and bunched himself into an awkward squat on the floor boards, holding both her hands.
169326.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– არა. ასე ნუ ამბობ.
"No. Don’t say that".
169327.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– მაგრამ ეს სიმართლეა. ყოველთვის მიყვარდი.
But it’s true. I’ve always loved you.
169328.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– გთხოვ, შეპ. თუ შეიძლება, ერთი წუთით ჩუმად იყავი და მერე სახლში წამიყვანე.
Please, Shep. Let’s just be quiet for a minute, and then you can take me home.
169329.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– კარგი, – თქვა შეპმა, – არაფერი დამვიწყნია, ალბათ, იდიოტი გგონივარ ან რაღაც ამდაგვარი.
"Okay," he said, "I’m not forgetting anything. I guess you must think I’m kind of an idiot or something".
169330.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– შეპ, ასე არ არის, – მანქანაში მხოლოდ იმდენი სინათლე შემოდიოდა, რომ დაენახა, სად ედო ქალს თავი, თუმცა გამომეტყველებას ვერ არჩევდა, იმის თქმაც არ შეეძლო, საერთოდ რამეს თუ გამოხატავდა.
"Shep, it’s not that", there was just enough light to show him where her face was, not enough for him to see its expression or even to tell whether it had any expression at all.
169331.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– არ არის ასე. მართლა. უბრალოდ, არ ვიცი, ვინ ხარ.
"lt’s not that. Honestly. It’s just that I don’t know who you are".
169332.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
– გამოცანებით ნუ ლაპარაკობ, – წაიჩურჩულა მან.
"Don’t talk riddles," he whispered.
169333.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
მართლა არ ვიცი, ვინ ხარ.
I really don’t know who you are.
169334.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი III
თუ სახის დანახვა არა, შეხება ხომ მაინც შეეძლო.
If he couldn’t see her face, at least he could touch it.
169335.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
სამი თუ ოთხი დღის შემდეგ ფრენკ უილერი გაეცალა მეექვსე ავენიუს ავტობუსის ჭრიალსა და სისინს, და მოჩვენებითი შემგუებლობით გაემართა მორინ გრუბის ქუჩისკენ.
Walking away from the hiss and whine of a Sixth Avenue bus, three or four days later, Frank Wheeler moved with a jaunty resignation toward Maureen Grube’s street.
169336.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
მასთან შეხვედრის განსაკუთრებული სურვილი არ ჰქონია და ხვდებოდა, რომ ასეც უნდა ყოფილიყო.
He didn’t especially feel like seeing her tonight, and this, he knew, was as it should be.
169337.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
სტუმრობის მიზნად ურთიერთობის შეწყვეტა ჰქონდა და ყოველგვარი იმპულსური მოუთმენლობა, რაც შეიძლება სწრაფად ენახა იგი, დამაბნეველი იქნებოდა.
The purpose of this visit was to break the thing off, and any impulsive eagerness for the sight of her would have been disconcerting.
169338.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
ყოველთვის აოცებდა და მოსწონდა, როდესაც მისი განწყობა მოსალოდნელ მოქმედებას შეესატყვისებოდა და ეს იშვიათი მდგომარეობა მოგვიანებით თითქმის ჩვევად ექცა.
It always surprised and pleased him when his mood coincided with the nature of the thing he had to do, and this rare state had lately become almost habitual.
169339.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
მაგალითად, სტატიების დარჩენილი ნაწილი „საუბრების“ სერიიდან სულ რაღაც ერთ სამუშაო დღეში დაასრულა.
He had been able, for instance, to wrap up all the rest of his Speaking-of series in little more than a day’s work apiece.
169340.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– შესანიშნავია, ფრენკ, – უთხრა პოლოკმა გუშინ და საქაღალდეს ცერი ჩამოუსვა, – და საბედნიეროდ, დღეს დილით კარგი ახალი ამბავი მაქვს თქვენთვის.
"Well, Frank, these are fine," Pollock had said yesterday, riffling the folder with his thumb, "And fortunately, I’ve got some good news for you this morning".