მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169341.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
მომდევნო ორშაბათს „საინფორმაციო არაფორმალური თათბირი“ გაიმართებოდა, ფრენკი ახალ კოლეგებს შეხვდებოდა, რაც „რამდენიმე მიზნის ჩამოყალიბებას“ ემსახურებოდა და ამის შემდეგ ბენდის გუნდის წევრად შეეძლო თავი აღარ ჩაეთვალა.
There would be an "informal shakedown conference" next Monday, at which Frank would join his new colleagues in helping to "block out a few objectives," and after which he could consider himself no longer a member of Bandy’s staff.
169342.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
პოლოკის კაბინეტის ატრიბუტების ესთეტიკური თვალსაზრისით შესაფასებლად თვალებს არ აცეცებდა, არც იმაზე ნერვიულობდა, რას ეტყოდა საღამოს ეიპრილი.
His eyes never strayed in dismal aesthetic searching among Pollock’s office fixtures, nor was he plagued with cautionary thoughts of what April might say.
169343.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– კარგი, – თქვა ეიპრილმა, როდესაც ციფრი შეიტყო.
"Good," April said on hearing the figure.
169344.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– დაახლოებით ესაა რასაც ელოდი, არა? – დაახლოებით, კი.
"That’s about what you expected, isn’t it?" "Just about, yes".
169345.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
წინა ორი თუ სამი ღამის განმავლობაში მისი ქორწინება ტექნიკური თვალსაზრისით უსიამოვნოდ შეტრიალდა, რაც წარსულში აუცილებლად ტანჯვის საბაბი გახდებოდა.
For the past two nights, or three, his marriage had taken that technical turn for the worse which, in the old days, would have filled him with anguish.
169346.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– რამე მოხდა? – ჰკითხა თავაზიანად სამზარეულოს ზღურბლზე მდგარმა, სასმლის ჭიქით ხელში, ვიდრე იგი ზეწარსა და გადასაფარებელს შლიდა.
“What’s the deal?” he asked mildly, leaning against the kitchen doorjamb with a drink in his hand while she flapped and spread the sheets.
169347.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– ჩემზე ნაწყენი ხარ თუ რაშია საქმე?
"You sore at me, or what?"
169348.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– არა. რა თქმა უნდა, არ ვარ შენზე „ნაწყენი“.
"No. Of course I’m not "sore" at you".
169349.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– არ ვიცი. მაპატიე, თუ გწყინს.
"I don’t know. I’m sorry if it upsets you".
169350.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– არა, არ მწყინს. ვწუხვარ, რომ ცუდად გძინავს.
No, it doesn’t upset me. I’m sorry you’re not sleeping well.
169351.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
და ეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი, მართლაც მნიშვნელოვანი განსხვავება იყო: არ სწყინდა.
And that, of course, was the other, the really important difference: it didn’t upset him.
169352.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
ცოტათი გაღიზიანდა, მაგრამ არ სწყენია. რატომ უნდა სწყენოდა? ეს მისი პრობლემა იყო.
It annoyed him slightly, but it didn’t upset him. Why should it? It was her problem.
169353.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
გასული თვეების განმავლობაში ორივემ ერთგვარი კრიზისი გადაიტანა; ამას ახლა ხვდებოდა.
The pressures of the past few months had brought them each through a kind of crisis; he could see that now.
169354.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
თუ ეს იწვევდა მის ცუდ განწყობასა და უძილობას, სრულიად გასაგები იყო.
If it caused her moodiness and insomnia, that was perfectly understandable.
169355.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
იქამდე კი მთავარი ამოცანა მორინთან საქმის გაწყვეტაა.
In the meantime, the main task before him was to put an end to the business with Maureen.
169356.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– არა, ჩემთან მოდი, – უჩურჩულა მან, – ნორმა საღამოს ადრე მიდის, ვახშამს მოვამზადებ ჩვენთვის.
"No, come to my place," she had whispered, "Norma’s leaving early, and I’ll fix supper for us".
169357.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
ამის ნაცვლად უთხრა: – არ მინდა, შეგაწუხო, – რაც ასევე სიმართლე იყო; მაგრამ, საბოლოოდ, დასთანხმდა.
Instead he said, "I don’t want you to go to any trouble," which was true too; but in the end he had agreed.
169358.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
ლამის მეასედ ახსენებდა თავს, რომ საბოდიშო არაფერი ჰქონდა.
There was, he assured himself for the hundredth time, nothing to be apologetic about.
169359.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
ამიერიდან, მის ცხოვრებაში რაც უნდა მოხდეს, ბოდიშს აღარ მოიხდის.
From now on, whatever else his life might hold, there would be no more apologies.
169360.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– მაპატიეთ, მისტერ უილერი ხართ, ხომ ასეა? – დაუძახა ტროტუარის კიდიდან ქალმა.
"Excuse me," called a woman’s voice from the curb. "You’re Mr. Frank Wheeler, aren’t you?"