მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169361.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
მაშინ გამოიჭირა, როდესაც უკვე შედგმული ჰქონდა ფეხი მორინის კორპუსის ვარდისფერი ქვის კიბეზე.
She had caught him with his foot on the first of the pink stone steps of Maureen’s building.
169362.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– ნორმა ტაუნსენდი ვარ, მორინის თანამობინადრე. თუ შეიძლება, თქვენთვის ორიოდე სიტყვის თქმა მინდოდა.
"I’m Norma Townsend, Maureen’s roommate. I wonder if I could have a word with you".
169363.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– რა თქმა უნდა, – იგი არ განძრეულა. – რით შემიძლია დაგეხმაროთ?
"Sure". He didn’t budge. "What can I do for you?"
169364.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– გთხოვთ, – ქალმა თავი ოდნავ გადახარა ცალ მხარეს, თითქოს ჭირვეულ ბავშვს ელაპარაკებოდა, – აქ არა.
"Please." She tilted her head slightly to one side as if to reprove a sullen child. "Not here".
169365.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– წუთზე მეტ დროს არ წაგართმევთ, – თქვა ქალმა, როდესაც შორეულ კუთხეში მარმარილოსზედაპირიან მაგიდას მიუსხდნენ.
"I won’t keep you a minute," she said when she had him cornered at a small marble-topped table.
169366.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– მხოლოდ აპერიტივის დალევის დრო მაქვს, ორი კვირით მივემგზავრები კეიპზე.
I’ve just time for an apéritif, and then I must run. I’m off to the Cape for two weeks.
169367.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
მორინიც ჩემთან ერთად უნდა წამოსულიყო, მაგრამ გეგმები შეცვალა.
Maureen was coming with me, but she’s changed her plans.
169368.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
მთელი შვებულების ქალაქში გატარება გადაწყვიტა, რაც მგონი, თქვენც იცით.
She now intends to spend her entire vacation here, as I expect you know.
169369.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
დარწმუნებული ხართ, რომ არაფრის დალევა არ გინდათ?
Are you sure you won’t have a drink?
169370.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– ძალიან გაბრაზებული ვარ მორინზე, – ამბობდა ის, – შვებულებასთან დაკავშირებული ეს ამბავი ბოლო იყო მის სისულელეთა რიგში, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს.
"I happen to be very annoyed with Maureen at the moment," she was saying, "This vacation mix-up is only the latest in a long line of foolishness, but that’s beside the point".
169371.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
მთავარი ისაა... – და აქ მას ბრაზით შეავლო თვალი, – მთავარი ისაა, რომ მასზე ძალიან ვღელავ.
"The main thing—" and here she looked at him keenly— "the important thing, is that I’m very deeply concerned about her too".
169372.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
უკვე დიდი ხანია მორინს ვიცნობ და მჯერა, იმაზე უკეთ, ვიდრე თქვენ, მისტერ უილერ.
I’ve known her a good deal longer and I believe I know her better than you do, Mr. Wheeler.
169373.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
ის ძალიან ახალგაზრდა, ძალიან დაუცველი, ძალიან საყვარელი ბავშვია და ბოლო წლებში ათასი საშინელება გამოიარა.
She’s a very young, very insecure, very sweet kid, and she’s gone through a lot of hell in the past few years.
169374.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
სწორედ ახლა მას ხელმძღვანელობა და მეგობრობა სჭირდება.
Right now she needs guidance and friendship.
169375.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
მორინს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ თქვენ მასზე შეყვარებული ხართ. ეს სიმართლეა?
Maureen appears to be under the impression that you’re in love with her. Is this true?
169376.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– ვფიქრობ, ეს თქვენი საქმე არ არის.
I don’t think that’s any of your business.
169377.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
ქალი საზურგეს მიეყრდნო, მშვიდად და ფიქრიანად ჩაიცინა, ნესტოებიდან კვამლის პატარა რგოლები გამოუშვა და მანიკიურით დაფარული ცერითა და ნეკით ტუჩიდან თამბაქოს ნამცეცი მოიშორა.
She leaned back and smiled at him in a canny, speculative way, letting little curls of smoke dribble out of her nostrils, picking a flake of cigarette paper from her lip with the lac quered nails of little-finger and thumb.
169378.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– ჩემი აზრით, მომწონხართ, ფრენკ, – თქვა ბოლოს ნორმამ, – შეიძლება, ასე დაგიძახოთ? ისიც კი მომწონს, რომ გაბრაზდით; თქვენს პირდაპირობას მოწმობს.
"I think I like you, Frank," she said at last. "May I call you that? I think I even like your getting angry; it shows integrity".
169379.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
წინ გადაიხარა, კეკლუცად მოსვა სასმელი და ცალი იდაყვით მაგიდას დაეყრდნო.
She came forward again, took a coquettish sip of her drink, and propped one elbow on the table.
169380.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– ოჰ, მისმინეთ, ფრენკ, მოდი, ვცადოთ და ერთმანეთს გავუგოთ.
"Oh, look, Frank," she said. "Let’s try to understand each other".