მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169381.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
ჩემი აზრით, თქვენ, სავარაუდოდ, ძალიან კარგი, სერიოზული ბიჭი ხართ, უმშვენიერესი ცოლი და საყვარელი ბავშვები გყავთ იქ, კონექტიკუტში.
I think you’re probably a very good, serious boy with a nice wife and nice kids out there in Connecticut.
169382.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
ჩემი აზრით, აბეზარი ქალი ხართ, სხვის საქმეებში ცხვირის ჩაყოფა რომ უყვარს, შეიძლება, ლატენტური ლესბოსელიც და სრულიად აშკარაა, – წამოდგა და მაგიდაზე დოლარიანი დააგდო, – ნამდვილად გამაღიზიანებელი.
"I think you’re probably a meddling, tiresome woman, possibly a latent lesbian, and very definitely"—he laid a dollar bill on the table— "very definitely a pain in the ass".
169383.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
შვებულების კარგად გატარებას გისურვებთ.
Have a nice vacation.
169384.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
სუნთქვა აღარ შეეძლო.
He couldn’t breathe.
169385.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
ნანობდა. მაგრამ ახლა ყურადღების მოკრება სჭირდებოდა; მორინთან საკითხის გარკვევის დრო დადგა.
He was sorry. But he would have to pull himself together now; it was time to deal with Maureen.
169386.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
არ უნდოდა, აქოშინებული მისულიყო; ყველაფერი მის სიმშვიდეზე იყო დამოკიდებული.
He didn’t want to be short of breath when he got there; everything depended on his being calm.
169387.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
ერთი-ორჯერ დააკაკუნა და ხმა გაიგონა, აშკარად საძინებლიდან მოდიოდა.
He knocked once or twice and then heard her voice, apparently coming from the bedroom.
169388.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– ფრენკ, შენ ხარ? შემოდი. ახლავე გამოვალ.
"Frank? Is that you? Come on in. I’ll be right out".
169389.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
მხოლოდ ახლა, ხალიჩაზე გავლა-გამოვლის შემდეგ შენიშნა, რომ ფონოგრაფი იმ მუსიკას უკრავდა, კიბეზე ამოსვლისას რომ მოესმა.
Only now, strolling around the carpet, did he notice that a phonograph was playing the music he heard all the way upstairs.
169390.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– ყავის მაგიდაზე სასმელია, – მოისმა მორინის ხმა, – მიირთვი.
"There’s some drinks on the coffee table," Maureen’s voice called. "Help yourself".
169391.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– კარი დახურე? – დაიძახა ქალმა. – და ჩაკეტე კიდევაც? – მგონი, ჰო.
"Did you close the door?" she called. "And lock it?" "I think so, yes".
169392.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
როგორც იქნა, ცალი ხელის გათავისუფლება მოახერხა და პერანგის პირველი ღილი გაიხსნა, მერე გაღიმება სცადა.
Finally he was able to free one hand to tear open his choking collar, and he tried to smile.
169393.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– სალამი, – ხრინწიანად წაიჩურჩულა მორინმა და ისევ აკოცა.
"Hello," she murmured huskily, and kissed him again.
169394.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– მისმინე, მორინ, მგონი სალაპარაკო გვაქვს.
"Look, Maureen, I think we ought to have a talk".
169395.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
ჩართული მისი გონების მხოლოდ ნაწილი იყო.
Only a part of his consciousness was involved.
169396.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
„ესე იგი, სათქმელი მეტი არაფერია, არა?
In that case, there really isn’t anything more to say, is there?
169397.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
იმაზე მაინც თუ იფიქრე, რა მდგომარეობაში ჩამაგდე?
Have you thought about what kind of position this puts me in?
169398.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– მაპატიე. მე...
"I’m sorry. I—"
169399.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– არც ისე ცუდია, მორინ.
"It’s not too bad, Maureen".
169400.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– არა, განადგურებულია. ყველაფერი განადგურდა. ჯობია, წახვიდე.
"No. It’s ruined. Everything’s ruined. You’d better go now".