მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169401.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– ხომ გითხარი – წადი.
I said please go.
169402.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
ცენტრალური ვაგზლის ბარებში დალეულმა სასმელმა ვერ წაშალა ეს გამოსახულებები.
No amount of drink in the Grand Central bars was able to blur those images.
169403.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
შვებულებაში იყო.
She was on vacation.
169404.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
ნორმას კეიპზე გაჰყვებოდა?
Would she follow Norma to the Cape?
169405.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
არა; სავარაუდოდ, შვებულების ორ კვირას ახალი სამუშაოს მოსაძებნად გამოიყენებდა.
No; more likely she would use her two weeks to look for another job.
169406.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
ნებისმიერ შემთხვევაში, თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ვეღარასოდეს ნახავდა.
in either case, he could be fairly certain he would never see her again.
169407.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
თუ ვეღარასოდეს ნახავს, როგორღა მიეცემა შესაძლებლობა... ყველაფერი აუხსნას?
If he never saw her again, how would he ever have a chance to—to explain things to her?
169408.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
მხოლოდ კვირას, ნაშუადღევს, როდესაც ბენზინგასამართ სადგურზე გავიდა გაზეთების საყიდლად, მერე კი რამდენიმე მილი იარა, მის ბაგეებს მოსწყდა: „დაივიწყე“.
It wasn’t until early Sunday afternoon, when he’d gone out in the station car to get the papers and ended up driving for miles, that the words "Forget it" rose to his lips.
169409.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
მშვენიერი დარი იდგა.
It was a beautiful day.
169410.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
მთელი ეს ეპიზოდი ახლა მისი ცხოვრების თხრობითი ნაკადისგან რაღაც განცალკევებულად და განსხვავებულად აღიქმებოდა, რაღაც ხანმოკლედ, უმნიშვნელოდ და ძირითადად, კომიკურად.
The whole episode could now be dismissed as something separate and distinct from the main narrative flow of his life—something brief and minor and essentially comic.
169411.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
მანქანა გზის ნაპირას გააჩერა.
He stopped the car on the side of the road.
169412.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
ზაფხული არც ისე ცუდი გამოდგა.
It hadn’t been such a bad summer after all.
169413.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
„მისმინე, – დაიწყებს, – ეს მართლაც გიჟური ზაფხული გამოდგა და ვიცი, რომ ორივე ძალიან დაძაბული ვიყავით.
"Look," he would begin. "This has been kind of a crazy summer, and I know we’ve both been under a strain".
169414.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
მესმის, ახლა თავს ერთგვარად მარტოსულად და დაბნეულად გრძნობ.
I know you’re feeling sort of lonely and confused just now.
169415.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
არც ისე ცუდი სახლი იყო.
It wasn’t such a bad house after all.
169416.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
უცხოს თვალით შეხედა, როგორც ერთხელ ჯონ გივინგსმა თქვა, ის ადგილია, სადაც ეტყობა, რომ ადამიანები ცხოვრობენო – ადგილი, სადაც ცხოვრების რთული, ჩახლართული პროცესი ხან ბედნიერების დაუჯერებელ ჰარმონიულობამდე აღწევდა და ხანაც ტრაგედიამდე მისულ უთანხმოებამდე, ასევე სასაცილო უმნიშვნელო ინტერლუდიებიც ახასიათებდა.
It looked, as John Givings had once said, like a place where people lived—a place where the difficult, intricate process of living could sometimes give rise to incredible harmonies of happiness and sometimes to near-tragic disorder, as well as to ludicrous minor interludes.
169417.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
ეიპრილი სამზარეულოში საქმიანობდა.
April was working in the kitchen.
169418.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
დიდხანს იდგა სასიამოვნოდ თბილი შხაპის ქვეშ, კარგა ხანს ივარცხნიდა და ისწორებდა თმას.
He took a long, voluptuously warm shower and spent a long time brushing and combing his hair.
169419.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
ეიპრილს ორჯერ შეხედა, ვიდრე მიხვდებოდა, რა შეიცვალა ქალში: მას ძველი საორსულო კაბა ეცვა.
He had to glance at April twice before he realized what was different about her: she was wearing one of her old maternity dresses.
169420.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– ლამაზად გამოიყურება, – თქვა მან. – გმადლობ.
"That looks nice," he said. "Thank you".