მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169421.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– ხერესი დაგვრჩა? – არა მგონია. მგონი, გამოვცალეთ.
"Is there any sherry?" "I don’t think so, no. I think we’ve used it up".
169422.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– ჯანდაბა! ლუდიც არ უნდა გვქონდეს, – სანაცვლოდ ვისკის დალევა გადაწყვიტა, მაგრამ ჯერ ადრე იყო.
"Damn. Guess there isn’t any beer either, is there." He considered having whiskey instead, but it was too early.
169423.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– ჰო მართლა, ბავშვები სად არიან? – კემპბელებთან. – ოჰ, რა ცუდია. ვიფიქრე, კომიქსებს წავუკითხავდი.
"Where are the kids, anyway?" "Over at the Campbells’." "Oh; too bad. I thought I’d read them the funnies".
169424.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– მისმინე, – წამოიწყო, – ეს მართლაც გიჟური ზაფხული გამოდგა, და ვიცი, რომ შენ... ვიცი, რომ ორივე ძალიან დაძაბული ვიყავით.
"Look," he began. "This has been kind of a crazy summer, and I know you’re—I know we’ve both been under a strain".
169425.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– შენთან აღარ მძინავს და იმის გაგება გინდა, რატომ, – თქვა და მისი ხელი მოიშორა.
'You know I’m not sleeping with you and you want to know why," she said, pulling away from his hand.
169426.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– მაპატიე, ფრენკ, არ ვარ ამ თემაზე ლაპარაკის გუნებაზე.
"I’m sorry, Frank, I don’t feel like talking about it".
169427.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– კარგი, მაშინ რაზე გირჩევნია ლაპარაკი?
"Okay, what do you feel like talking about, then?"
169428.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
მან დაასრულა თეფშების რეცხვა და ნიჟარიდან წყალი გაუშვა.
She had finished with the dishes and let the water out of the sink.
169429.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
ჭურჭლის ტილოს ავლებდა და ხმა იქამდე არ ამოუღია, ვიდრე არ გაწურა, კაუჭზე არ ჩამოკიდა და შემდეგ ნიჟარას მოშორდა და მას შეხედა, პირველად.
now she was rinsing the dishrag, and she didn’t speak again until she had wrung it out, hung it on its hook, and moved away from the sink to turn and look at him, for the first time.
169430.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
დამფრთხალი ჩანდა.
She looked frightened.
169431.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– რა მოხდება, საერთოდ არაფერზე რომ არ ვილაპარაკოთ?
"Would it be all right if we sort of didn’t talk about anything?"
169432.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– არა მგონია, „მუდმივად რაღაცაზე ლაპარაკი“ მეხსენებინოს.
"I don’t think I suggested that we "talk about everything all the time".
169433.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
ეს არ მიგულისხმია. მხოლოდ ის მინდოდა...
"I certainly didn’t mean to. All I meant to sug—"
169434.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– იმიტომ, რომ არ მიყვარხარ.
It’s because I don’t love you.
169435.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– ეს არ არის პასუხი, – უთხრა ალერსით, – ის მაინტერესებს, სინამდვილეში რას გრძნობ.
"That isn’t much of an answer," he said kindly. "I wonder what you really feel".
169436.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– ოჰ, არ ვიცი; ჰო. როგორც შენ მოგწონს.
Oh, I don’t know; yes. Whatever you like.
169437.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
ისე ახსენი, როგორც შენთვის მისაღებია.
Put it whichever way makes you the most comfortable.
169438.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
იმის თქმას ვცდილობ, რომ ცხოვრება გრძელდება იმის მიუხედავად, მკურნალობ თუ არა.
All I’m saying is that life does have to go on, analysis or not.
169439.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
ჯანდაბა... ვიცი, რომ ახლა რთულ მდგომარეობაში ხარ; ზაფხული ძალიან დაძაბული გამოდგა.
Hell, I know you’re having a bad time just now; it has been a tough summer.
169440.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
ღმერთმა ხომ იცის, ბოლო დროს ჩემი საქციელიც მეტისმეტად უცნაურია.
I mean God knows my own behavior has been pretty weird lately.