მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169441.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
სინამდვილეში... – ფრენკი ფანჯრისკენ შებრუნდა, ქვედა ყბა დაეძაბა.
"Actually—" He turned and stood looking out the window, tightening his jaw.
169442.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– სინამდვილეში ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვიმედოვნებ, ერთმანეთს გვერდში დავუდგებით, ისაა, რომ მინდა, რაღაც მოგიყვე: რაღაც ერთგვარად... გაუწონასწორებელ და ირაციონალურ საქციელზე, რამდენიმე კვირის წინ რომ გადამხდა.
"Actually, one of the reasons I’ve been hoping we could get together again is because there’s something I’d like to tell you about: something kind of—well, kind of neurotic and irrational that happened to me a few weeks ago".
169443.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– და ჩემი აზრით, მთავარი ისაა... თითქოს ჩემი მამაკაცურობა შელახა აბორტზე ამდენმა ლაპარაკმა; თითქოს რაღაცის დამტკიცებას ვცდილობდი; არ ვიცი.
And I think the main thing was simply a case of feeling that my—well, that my masculinity’d been threatened somehow by all that abortion business; wanting to prove something; I don’t know.
169444.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
ასეა თუ ისე, წინა კვირას დავასრულე; მთელი ეს სულელური ამბავი; დამთავრდა; მართლა დამთავრდა.
Anyway, I broke it off last week; the whole stupid business. It’s over now; really over.
169445.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
ასე რომ არ იყოს, ვერც მოგიყვებოდი, ვერ შევძლებდი გამხელას.
If I weren’t sure of that I guess I could never’ve brought myself to tell you about it.
169446.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
თავი გააქნია, ისევ ფანჯარაში იყურებოდა.
He shook his head, still looking out the window.
169447.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– საყვარელო, არ ვიცი. ვცადე, შენთვის ამეხსნა; ამეხსნა საკუთარი თავისთვისაც.
Baby, I don’t know. I’ve tried to explain it to you; I’m still trying to explain it to myself.
169448.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
იმას არ ვგულისხმობ, გოგო რატომ გყავდა; ვგულისხმობ, რატომ მომიყევი? რა აზრი აქვს?
I don’t mean why did you have the girl; I mean why did you tell me about it? What’s the point?
169449.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
ამის შემდეგ უნდა შემიყვარდე, ან საწოლში დავბრუნდე, შენ გვერდით, თუ რა?
Is it supposed to make me fall in love with you, or back into bed with you, or what?
169450.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
რა უნდა გითხრა?
What am I supposed to say?
169451.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– რატომ არ შეიძლება ის თქვა, რას გრძნობ? ეტყობოდა, რომ რამდენიმე წამს ფიქრობდა, შემდეგ მხრები აიჩეჩა.
"Why don’t you say what you feel?" She seemed to think this over for a few seconds, and then she shrugged.
169452.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
არაფერსაც არ ვგრძნობ.
I don’t feel anything.
169453.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– სხვა სიტყვებით, შენთვის მნიშვნელობა არ აქვს, საწოლში ვისთან ერთად ჩავწვები ან რაღაც. სწორია?
"In other words, you don’t care who I go to bed with or anything. Right?"
169454.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
არ მიყვარხარ და სინამდვილეში არც არასოდეს მიყვარდი, ამას მხოლოდ გასულ კვირას მივხვდი; ამიტომაც მირჩევნია, ახლა არაფერზე ვილაპარაკოთ.
I don’t love you and I never really have, and I never really figured it out until this week, and that’s why I’d just as soon not do any talking right now.
169455.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IV
– ერთი წუთით დადე ეგ მტვრის ტილო და მომისმინე!
You just put down that rag a minute and listen.
169456.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
საავადმყოფოში რომ მიდიოდნენ, მანქანას მუდამ მისი ქმარი მართავდა და მას არ ავიწყდებოდა, აღენიშნა, როგორ ასვენებდა ასეთი ცვლილება.
Her husband always drove on these trips to the hospital, and she never failed to remark on how relaxing a change it made for her.
169457.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
თუმცა ჩვევა ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი: ისევე ყურადღებით ათვალიერებდა გზას, როგორც საჭესთან ჯდომისას, ყოველ მოსახვევთან ან გაჩერების ნიშანთან უნებურად მარჯვენა ფეხს რეზინის საგებს აჭერდა.
But the force of habit was strong: she continued to watch the road as attentively as if she were holding the wheel, and her right foot would reach out and press the rubber floor mat at the approach of every turn or stop signal.
169458.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
თვითკონტროლის საბოლოო გამოვლინება იყო კარის სახელურისთვის ხელის გაშვება და კალთაში ჩადება.
As a final demonstration of self-control she might even uncoil her hand from the door handle and put it in her lap.
169459.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
– ღმერთო, რა მშვენიერი დღეა, არა? – იკითხა მან.
"My, isn’t this a marvelous day?" she asked.
169460.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
– ოჰ, ერთი ამ ულამაზეს ფოთლებს შეხედე, ფერის შეცვლას იწყებენ.
Oh, and look at the beautiful leaves, just beginning to turn.